fbpx
გააზიარე სტატია

პოპ-არტის ლეგენდა დევიდ ჰოკნი 82 წლის გახდა

დევიდ ჰოკნი 9 ივლისს 82-ედ აღნიშნავს დაბადების დღეს. მხატვარი უკვე 62-ე წელია აქტიურად  ქმნის სამხატვრო ხელოვნების ნიმუშებს. პოპ-არტის ლეგენდამ თავი საცურაო აუზების თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებით გაგვაცნო.

“როდესაც ჩემმა თვითმფრინავმა სან-ბერნარდინოს გადაუფრინა, ქვემოთ უამრავი აუზი და სახლი დავინახე… და რაც მთავარია კალიფორნიის მზე.

შხეფს დაახლოებით ორი კვირა ვხატავდი. მინდოდა მეჩვენებინა ის, რაც სულ ორი წამი გრძელდება“.

ჰოკნი იყო პირველი, რომელმაც ღიად  დაიწყო ერთსქესიანთა სიყვარულის ამსახველი  ნამუშევრების შექმნა.

მხატვარი იმ ხელოვანთა რიცხვშია, რომელთა შესახებაც მათივე სიცოცხლეში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი.  ის რეკორდსმენი მხატვარია, რომლის ნამუშევარი „მხატვრის პორტრეტი“ რეკორდულ ფასად – 90,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.

“როგორ ვახერხებ დავხატო დასამახსოვრებელი ნამუშევარი? ეს არავინ იცის. ამისთვის არ არსებობს რაიმე ფორმულა. ფორმულა თუ გვეცოდინებოდა, მეტი დასამახსოვრებელი ნამუშევარიც გვექნებოდა.

მე 80 წელს გადავაბიჯე. 60 წელზე მეტი მუშაობაში გავატარე. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩემი შემოქმედება ძალიან განსხვავებულია,  მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე. ჩემი ნამუშევრები მხოლოდ დროის და სივრცის უწყვეტ დამოკიდებულებას აღწერს. მე მომწონს დღევანდელობაში ცხოვრება, რადგან დღევანდელობაა  სწორედ ის, რაც რეალურად არსებობს”.

 

 


რეკომენდებული სტატიები
მოდერნისტული საცურაო აუზი საფრანგეთის სამხრეთში

მოდერნისტული საცურაო აუზი საფრანგეთის სამხრეთში

მოდერნისტული საცურაო აუზი საფრანგეთის სამხრეთში
1970-იან წლებში ფრანგმა არქიტექტორმა ალან კაპეილერესმა სამხრეთ საფრანგეთში მდებარე თავისი საზაფხულო სახლისთვის მცირე ზომის თეთრი კერამიკის ფილებით ოაზისი შექმნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.