გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | დემიენ ჰირსტი x SUPREME

 

ინგლისელი ხელოვანის, დემიენ ჰირსტის და კულტ ბრენდ Supreme-ის კოლაბორაცია. სკეიტბორდისთვის ჰირსტმა გამოიყენა ნამუშევრები Spot სერიიდან. ამ სერიაში ხელოვანმა სამედიცინო სიმბოლიკა გადაათამაშა და მათ ფერადი წერტილების ფორმა მისცა. ჰირსტის “ფარმაცევტული” ნამუშევრები ფუნდამენტური გახდა მის კარიერაში. არტისტის თქმით, ის პრობლემები, რომლებიც მას ნამუშევრებში ფერის გამოყენების დროს ხვდებოდა, ამ სერიაში გადაიჭრა უნაკლო გეომეტრიული ფიგურების და მათი სიმეტრიული წყობის საშუალებით. ნამუშევრებში არც ერთი ფერი არ მეორდება.

 

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.