გააზიარე სტატია

ყოველი მომაკვდავი ნაკვერჩხალი მიწას აჩრდილად მოეფინა

31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისის ბოტანიკური ბაღის ტროპიკული მცენარეების ორანჟერეაში ნიკოლოზ კაპანაძის ინსტალაცია განთავსდა, ნინა პატარიძის კურატორობით.

პროექტი გაყოფილია ორ ძირითად ნაწილად, მისი პირველი ნაწილი კვლევითი ხასიათისაა, რომელიც სენსორების დახმარებით ქალაქში ჰაერის დაბინძურების ხარისხს განსაზღვრავს. სენსორები დამონტაჟებულია თბილისის 4 სხვადასხვა ადგილას (აღმაშენებლის გამზირი, გრიბოედოვის ქუჩა, ბარათაშვილის ქუჩა, ბოტანიკური ბაღი).

სენსორები ჰაერში აქროლადი ორგანული ნაერთების კონცენტრაციას ზომავენ, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანის მიერ შექმნილი შენაერთები, მათ შორის – შიდა წვის ნარჩენები, საღებავები და სხვა სამშენებლო მასალები.

პროექტის მეორე ნაწილს თბილისის ბოტანიკურ ბაღში განთავსებული ინსტალაცია წარმოადგენდა, რომელსაც პირდაპირი წვდომა ჰქონდა მონაცემებთან და მიღებული ინფორმაციის მიხედვით იცვლიდა ვიზუალს.

ინსტალაციის ფორმა წარმოადგენს კორპუსების, ბეტონის კონსტრუქციების იმიტაციას, რომლებიც ასე მრავლად არის ქალაქში, ხოლო მისი ორანჟერეის ტერიტორიაზე განთავსება გარკვეულწილად კონტრასტია, უხეშ ბეტონის კონსტრუქციასა და ბუნებრივ, მცენარეებით გაჯერებულ გარემოს შორის.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ონლაინ პლატფორმა – embers.network – რომელზეც 4 ლოკაციიდან მიღებული მონაცემები აისახება. მათზე დაკვირვების საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს.

პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია პროპაგანდას სახელოსნოს ღია კონკურსის ფარგლებში.


რეკომენდირებული სტატიები
Suspicious Loops

Suspicious Loops

Suspicious Loops
ფოტოგრაფია, ინსტალაცია და ვიდეო ახალაგზრდა ხელოვან ანდრო ერაძის ნამუშევრებში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.