fbpx
გააზიარე სტატია

ჯანსაღი ვეგანური საკვები თბილისში

როდესაც ტვინი ყოველდღიურ ქაოსში იტვირთება, აღარ გვრჩება იმაზე ფიქრის დრო, თუ როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად. ვეგანებს კი ჯანსაღი და ნოყიერი საკვების უფრო მცირე არჩევანი აქვთ თბილისში. თავიდან რომ აირიდოთ ამაზე ფიქრში და დროც არ დაკარგოთ, გთავაზობთ ადგილებს, სადაც შეძლებთ სასარგებლო, გემრიელი და ვიტამინებით მდიდარი საკვების დაგემოვნებას. გამოგვყევით და ნახეთ, სად შეიძლება დანაყრდეთ ჯანსაღი საკვებით.

საუზმე

ნოყიერი  საუზმე დღის საუკეთესო დასაწყისია. საბედნიეროდ, თბილისში არსებობს ადგილები, სადაც ამგვარი საუზმით შეგვიძლია ბედნიერი და პროდუქტიული დღე დავიწყოთ .

 

ზერო ეფექტი – Zero Effect

(ჯერ-ჯერობით უცნობია ახალი ლოკაცია, ორშ. – კვირა, 10:00 – 23:00)

“ზერო ეფექტი” ახალი სივრცეა თბილისში. ის ნულოვანი ნარჩენის ფილოსოფიითაა შექმნილი და მათ კონცეფციაში აგრეთვე გაერთიანებულია ვეგეტარიანული და ვეგანური კაფე. “ზერო ეფექტი” ერთჯერადი და საზიანოს ნაცვლად, გვთავაზობს ბუნებასთან მეგობრულ, მრავალჯერადი გამოყენების ნივთებს. ეს ადგილი ერთ-ერთი საუკეთესოა იმისთვის, რომ მინიმალისტურ, გემოვნებიანად შექმნილ გარემოში დილა გემრიელად დაიწყოთ.

გირჩევთ:

სმუზი ფიალით

ეს ნოყიერი და სასარგებლო საუზმეა, რომელიც შედგება ხილის სმუზისგან, სხვადასხვა თხილეულის, ჩირისა და ბანანისგან.

ფიალის შემადგენლობაში ასევე შედის თაფლიც, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, რომ მოითხოვოთ თაფლის გარეშე, თუ ვეგანური ვერსია გნებავთ.

რთულია ამ ცარიელ ესთეტიკად ქცეული საკვების “დაინსტაგრამების” ცდუნებას გავუძლოთ.

 

ავოკადოს ტოსტი ვეგანური კვერცხით

საუზმის ალტერნატიული, ასევე გემრიელი და ნოყიერი ვერსიაა ავოკადოს ტოსტი ვეგანური კვერცხით.

საუზმის გარდა, ზერო ეფექტში მადისაღმძვრელ ლანჩსა და ვახშამსაც მიირთმევთ, როგორიცაა უგემრიელესი პენე არაბიატა, ჰუმუსი ბოსტნეულის ჩხირებითა და ახლად გამომცხვარი პიტას პურით, რუკოლას და გოგრის სალათა სპეცდრესინგით და ასე შემდეგ.

 

ირმალეს კაფე

(თარხნიშვილის 9, ორშ. – კვირა, 9:00 – 21:00)

“ირმალეს კაფე” ვეგანური კაფეა, რომელიც ორიენტირებულია ჯანსაღ კვებაზე.

კაფე გვთავაზობს ნოყიერი და გემრიელი საუზმის ვარიანტებს – წიწიბურას კრეპს ქეშიუს კრემით, ჯანსაღ, ვიტამინებით სავსე ფერად ტოსტებს, ჩიას პუდინგს და ასე შემდეგ.

ამ მყუდრო გარემოში გემრიელი კერძები მიმზიდველობით გამოირჩევა და თითოეულ მათგანს ეტყობა, რომ საგულდაგულოდაა შექმნილი თქვენთვის.

 

ლანჩამდე

თუ ლანჩამდე მაინც მოგშივდათ, ან დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დაგეუფლათ, არ ინერვიულოთ, ასეთი შემთხვევებისთვისაც არსებობს ჯანსაღი ვარიანტები.

 

happy green

Happy Green ხილის სმუზებსა და ცივი დაწურვის (პრესით დაწურვა, როდესაც წვენი მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს) წვენებს გვთავაზობს, რომლებიც სავსეა ვიტამინებით და ამასთან უგემრიელესიცაა. ამ პატარა, ლამაზ ბოთლებში ჩაწურული ბუნება სიამოვნებას მოგგვრით და ენერგიით დაგმუხტავთ. შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის სერვისით (ქალაქის ცენტრში უფასოდ, გარეუბნებში თანხის დამატებით) და Happy Green-ის წვენები პირდაპირ თქვენთან გაჩნდება, ან თავად მიაკითხო შემდეგ ადგილებში:

სკოლა • Skola Coffee & Wine Bar

ყიყლიყო / kikliko

ლილი ვანილი – Lily Vanilli

Double B Coffee&Tea Georgia

წრე • TSRE

World Class Georgia

Snap Fitness Georgia

View this post on Instagram

Healthy Breakfast+Healthy Juice=Perfect Combination 🍊🥤 📷 @ovsyanka_bar . . . #ქართული #შეიძინექართული #ვეგანური #ქართულიპროდუქტი #დეტოქსი #დეტოქსწვენები #ჯანსაღიპროდუქტი #ჯამრთელობა #ჯანსაღი #იცხოვრეჯანსაღად #უშაქრო #ნატურალური #თბილისი #საქართველო #სმუზი #გახდომა #ორგანიზმისგანწმენდა #ცივიდაწურვისწვენები #სამარხო #სპორტი #გემრიელი #happygreen_tbs #drinkyourfood

A post shared by Happy Green (@happygreen_tbs) on

 

ლანჩი

ლანჩი საუზმეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჯანსაღი ლანჩი გვეხმარება დღის პროდუქტიულად გაგრძელებაში.

 

ხემსი

(ორშ. – შაბ., 11:00 – 20:00)

“ხემსი” სწრაფი კვების ბრენდია თბილისში, მაგრამ მათი ინოვაციურობა იმაში გამოიხატება, რომ გვთავაზობენ პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით შექმნილ, დაბალანსებულ კერძებს ხელმისაწვდომ ფასად.

“ხემსის” ლანჩბოქსები დღეების მიხედვითაა გაწერილი და ყოველდღიურად მრავალფეროვან, ჯანსაღ, ახალ-ახალ და საინტერესო კერძებს გვთავაზობს, თან ისე ესთეტიკურად ფუთავენ, რომ მხოლოდ შეფუთვის დიზაინის შემყურეს მოგინდებათ შეკვეთა.

“ხემსის” კერძების მისართმევად სახლიდან ან ოფისიდან გასვლა არ დაგჭირდებათ, რადგან შეგიძლიათ ისარგებლოთ მიტანის სერვისით. “ხემსიდან” აგრეთვე შესაძლებელია მთელი კვირის ან თვის ლანჩ მენიუს შეკვეთა – კვირის ლანჩის წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში 15%-ანი ფასდაკლებითაც ისარგებლებთ.

ლანჩბოქსების გარდა, მენიუში უამრავ საინტერესო კერძს აღმოაჩენთ, როგორებიცაა ბადრიჯნის სენდვიჩი, ლობიოს ენჩილადა, ფრეშები, სმუზები და ასე შემდეგ.

View this post on Instagram

ᛝ ხემსი გთავაზობთ ყოველდღიურად განახლებადი პრემიუმ ხარისხის პროდუქტებისგან მომზადებულ მრავალფეროვან კერძებს ● გამოიწერეთ მთელი კვირის ლანჩმენიუ წინასწარ და ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით. ● მიიღეთ თქვენს მიერ შერჩეული კერძი ლოდინის გარეშე, სასურველ ადგილას. 📍 დაგვიკავშირდით ✆ 555 292 230

A post shared by Hemsy • ხემსი (@hemsysnack) on

 

They Said Books

(ახვლედიანის 10, ორშ. – კვირა, 10:00 – 21:00)

They Said Books ახლად გახსნილი კონცეპტუალური მაღაზიაა თბილისში, ახვლედიანის 10 ნომერში, რომელიც წიგნების მაღაზიასა და ყავის კაფეს აერთიანებს. გარდა ყავისა, ამ მყუდრო ადგილას შეგიძლიათ მადისაღმძვრელი ვეგანური კერძების დაგემოვნება.

მაღაზიის კონცეფცია უნიკალურია, მათი მთავარი ფოკუსი ცხოვრების სტილი, კულტურა და დიზაინია. ისინი გვთავაზობენ საგულდაგულოდ შერჩეულ წიგნებს, ცხოვრების სტილის ნიშურ ჟურნალებსა და კონცეპტუალური ბრენდების ნივთებს, Five Elephant specialty-ის უგემრიელეს, არომატულ ყავასთან ერთად. გარდა ამისა, They Said Books მხარს უჭერს ადგილობრივ არტისტებს, დიჯეებს და მათ სთავაზობს სივრცეს საკუთარი ნამუშევრების შესაქმნელად, წარმოსადგენად და ნეთვორქინგისთვის.

They Said Books-ს მეტად საინტერესო არქიტექტურული მოწყობა აქვს, ეს თითქოს ცივი, მინიმალისტური, აგურისა და ცემენტისგან შემდგარი ინდუსტრიული სტილი იდეალურადაა დაბალანსებული სიმყუდროვესთან.

ამ სივრცეში შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი ვეგანური ლანჩი, მაგალითად, ავოკადოს სალათა თხილით, გოგრის სალათა კარამელიზირებული ნიგვზით და ავოკადოს ტოსტი, დესერტად კი პომელას სალათა დააყოლოთ.

 

ხურმა

(მელიქიშვილის 21, ორშ, – კვირა, 09:00 – 23:00)

“ხურმა” პატარა და კომფორტული კაფეა მელიქიშვილის 21 ნომერში. მართალია, მათი მენიუ მთლიანად ვეგანური არ არის, მაგრამ აქვთ ჯანსაღი და ვეგანური კერძებიც. ხურმა კარგი არჩევანია იმისთვის, რომ შეირბინოთ ლანჩზე და გემრიელად დანაყრდეთ.

აქ შემოგვთავაზებენ ისეთ ვეგანურ კერძებს, როგორებიცაა – ნივრის პური, ქოქოსის სუპი, ბოსტნეულის ვოკი, ფალაფელის თასი, ვრაპები.

 

ვახშმამდე

ნამუ

თუ ვახშმამდე მოგშივდათ, ნამუ გაძლევთ შესაძლებლობას დაიკმაყოფილოთ  სურვილი.

“ნამუ” – ეს  პირველი უმი, სამარხვო, მცენარეულ ინგრედიენტებზე დაფუძნებული კონცეფციის სამზარეულოა საქართველოში, რომელიც 2016 წლიდან ჯანსაღი კვების პროპაგანდის სამსახურში დგას.

მათ თითოეულ პროდუქტში შენარჩუნებელია ფერმენტები, არ შეიცავს ცხოველურ ნაწარმს, გლუტენს (ხორბალს), შაქარსა და სუფრის მარილს.

დესერტად გთავაზობთ “ნამუს” უმ, ვეგანურ ნამცხვრებს, რომლის სილამაზე თვალებსაც კი დაატკბობს.

მათი ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი ენერგიის ფირფიტები და ფილებია, როგორიცაა ნუშის ფილა – შეიცავს ნუშს, მიწისთხილის კარაქს, თაფლს, შვრიას, თუთის ჩირსა და ფინიკს.

ისინი სხვა საინტერესო ვეგანურ პროდუქტებსაც გვთავაზობენ, როგორებიცაა ნუშის რძე, მზესუმზირის კრეკერები, ფრეშები და ასე შემდეგ. თუ ენერგიის აღდგენა დაგჭირდებათ, ეს უსაზღვროდ ჯანსაღი, გემრიელი და ესთეტიკური პროდუქტი გაიხსენეთ.

“ნამუ” შეგიძლიათ გამოიძახოთ ან შეზღუდულ სელექციას მიაკითხოთ:

ირმალეს კაფე

კაფე ლეილა

Mama Terra

შიო რამენი

Akasaka • აკასაკა

View this post on Instagram

namu.ge ნამუს დეტოქსის წვენები⠀⠀⠀⠀⁣⠀ „განკურნებისთვის“ – ანანასი, კურკუმა, ჯინჯერი, ლიმონი;⠀⠀⠀⠀⁣⠀ „ენერგიისთვის“ – ნიახურის ღეროები, ოხრახუში, ისპანახი, ვაშლი;⠀⠀⠀⠀⁣⠀ „იმუნიტეტისთვის“– სტაფილო, ვაშლი, გოგრა;⠀⠀⠀⠀⁣⠀ „გახდომისთვის“– ჭარხალი, ფორთოხალი, ბროწეული;⠀⠀⠀⠀⁣⠀ „სილამაზისთვის“– ნუშის რძე;⠀⠀⠀⠀⁣⠀ „განწყობისთვის“– კომბუჩა – შუშხუნა, ფერმენტირებული სასმელი.⠀⠀⠀⠀⁣⠀ ⠀⠀⠀⠀⁣⠀ Namu detox juices⠀⠀⁣⠀ Turmeric Heal – pineapple, turmeric, ginger, lemon⠀⠀⠀⠀⁣⠀ Green Energy – celery, parsley, spinach, apple⠀⠀⠀⠀⁣⠀ Carrot Immunity – carrot, apple, pumpkin⠀⠀⠀⠀⁣⠀ Beetroot Slim – beetroot, orange, pomegranate ⠀⠀⠀⠀⁣⠀ Mylk Beauty – almond milk⠀⠀⠀⠀⁣⠀ Kombucha Heaven – sparkling fermented drink⠀⁣⠀ 📷 @davitiphantsulaia⠀⁣⠀ .⠀⁣⠀ .⠀⁣⠀ .⠀⁣⠀ #namu #namudetox #detox #cleansing #juicefasting #juicing #coldpressed #juices #vegan #healing #healthy #happy #love #plantbased #rawchef #veganlife #plantlife #tbilisi #madeingeorgia⠀⠀⠀⠀⁣⠀ #ნამუ #წვენები #დეტოქსი #ორგანიზმისგაწმენდა #ცივადდაწურული #ვეგანური #ჯანსაღი #ჯანსაღიცხოვრებისწესი #ქართული #თბილისი #დამზადებულიასაქართველოში

A post shared by ნამუ • namu (@namuraw) on

ვახშამი

Mama Terra – Veggie corner

(ინგოროყვას 20, ორშ. – შაბ., 11:00 – 22:00)

Mama Terra ვეგანური კაფე და მყუდრო ადგილია, სადაც შეგიძლიათ ისე იგრძნოთ თავი, როგორც საკუთარ სახლში. მათი მიზანი იყო შეექმნათ მყუდრო ატმოსფერო განტვირთვისთვის და ჰქონოდათ ჯანსაღი, ფერადი, ხელმისაწვდომი და გემრიელი ვეგეტარიანული და ვეგანური საკვები – რასაც აშკარად მიაღწიეს. გაითვალისწინეთ, რომ Mama Terra გაიხსნა ახალ მისამართზე, ინგოროყვას 20 ნომერში.

აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი გემრიელი კერძები, როგორებიცაა ფალაფელის ბაგეტი, აგრეთვე ქართული კერძები.

დესერტად კი შეგიძლიათ “ნამუს” გემრიელობები მიირთვათ, რომლის არჩევანსაც გვთავაზობს Mama Terra.

 

Hummus bar

(კოსტავას 3, ორშ. – კვირა, 12:00 – 22:30)

hummus bar არის  ხმელთაშუა ზღვის ვეგეტარიანული/ვეგანური რესტორანი კოსტავას 3 ნომერში.

მათი კერძები დამზადებულია ფრეშ და ჯანსაღი პროდუქტებით და გთავაზობენ ისეთ ცნობილ და საინტერესო შუააღმოსავლურ კერძებს, როგორებიცაა – ჰუმუსი, Msabaha, შაქშუკა, ბაბა განუში, ტაბულეს სალათა და მეტი.

Check us out to taste a bite from nature,  – ვკითხულობთ მათ ფეისბუქ გვერდზე და რთულია ბუნების გემოს გაგების ცდუნებას გაუძლო.

hummusbar-ში შექმნილია მყუდრო და მშვენიერი გარემო, რაც თქვენს განწყობას კიდევ უფრო პოზიტიურს გახდის.

უარი მყარ საკვებზე, ანუ დეტოქსი

რას ნიშნავს დეტოქსი?

დეტოქსი სხეულის გაწმენდაა ტოქსინებისა და შლაკებისგან, ანუ ორგანიზმის განტვირთვა და დასვენება.

დეტოქსის დროს მთელი დღის განმავლობაში არ იღებთ მყარ საკვებს, იკვებებით  მხოლოდ ვიტამინებით სავსე წვენებით, მაგრამ ამით კმაყოფილდებით და შიმშილის გრძნობას არ განიცდით.

 

ფრეშტოქსი

ფრეშტოქსი ადგილზე მიტანით გთავაზობთ სპეციალურად შერჩეული წვენების ნაკრებს დეტოქსისთვის.

თუ დღის მანძილზე ენერგია გაკლდებათ და გიჭირთ კონცენტრაცია, მოდუნებული და გაფანტული ხართ, ეს ნიშნავს, რომ  ვიტამინები და მნიშვნელოვანი მიკროელემენტები გაკლიათ. სწორედ ამისთვის ფრეშტოქსი გვთავაზობს სპეციალურად შერჩეული ვიტამიების ნაკრებს. ფრეშტოქსთან ერთად გატარებული დღე ნიშნავს, რომ აღარ გიწევთ ზრუნვა თქვენი კვების რაციონზე, რადგან მათი წვენები გამდიდრებულია ყველა იმ მნიშვნელოვანი კომპონენტით, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის გაჯანსაღებას, გაწმენდასა და იმუნიტეტისა და შრომისუნარიანობის ამაღლებას. როდესაც დღეს დეტოქსს დაუთმობთ, თქვენი ორგანიზმი ნამდვილად მადლობელი დაგრჩებათ.

View this post on Instagram

Ola Spring 🌸 შევეგებოთ გაზაფხულის თბილ და მზიან დღეებს პოზიტიური და ფერადი განწყობით, რომელსაც ფრეშტოქსის დეტოქს კოქტეილები უხვად შეგვმატებს 🌿 6 კოქტეილი, 5კგ ხილ-ბოსტნეული, ნუში, ჩიას მარცვლები , მმმ … გახლავთ თქვენი ერთი დღის დეტოქს პორცია 🤤 ერთ დღიანი დეტოქსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ შეუზღუდავად, კვირაში ერთხელ, გაიწმინდოთ ორგანიზმი ტოქსინებისა და შლაკებისგან, გაჯანსაღდეთ და მოიწყოთ განტვირთვის დღე 🥬 ორ დღიანი დეტოქს კურსის ჩატარება იდეალურია ვიქენდებზე, მათთვის, ვისაც მძიმე საკვებისგან განტვირთვა, სიმძიმის მოხსნა და უფრო ღრმა გაწმენდა სურს 💧 სამ დღიანი დეტოქსი, ინტენსიურ წმენდასთან ერთად, ხელს შეუწყობს სიმძიმისა და შეშუპების მოხსნას, იმუნიტეტის ამაღლებას, გაჯანსაღებას, კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას 🦋 დეტოქს ნაკრების შესარჩევად და შესაკვეთად მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ 599-49-44-50 📲 ბედნიერ და მზიან უქმეებს გისურვებთ ☀️ #ფრეშტოქსი #დეტოქსი #ჯანსაღიკვება #ჯანსაღიცხოვრებისწესი #ორგანიზმისგაწმენდა #ჯანსაღიცხოვრება #წონისკორექცია #ვიტამინები #ადგილზემიტანით #გაზაფხული #ნატურალური #გემრიელი #freshtox #detoxjuice #detoxcleanse #tbilisidetox

A post shared by Freshtox_ფრეშტოქსი (@freshtox_detox) on

დეტოქს პროგრამას ასევე Happy Green და “ნამუც” გვთავაზობთ.

როგორც აღმოჩნდა, თბილისში ბევრი ადგილია, სადაც ჯანსაღი ვეგანური პროდუქტების მირთმევა მყუდრო გარემოში შეგიძლიათ.

ახლა უკვე იცით, თუ სად უნდა დააგემოვნოთ ჯანსაღი კერძები დღის განმავლობაში, რომლებიც ენერგიითა და პოზიტივით აგავსებთ.

 

ავტორი და ილუსტრატორი: ანო ნეფარიძე

 


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან

ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან

ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან
ადგილი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა აზიური სამზარეულოს პოპულარული კერძების დაგემოვნება, საინტერესო და მყუდრო გარემოში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.