fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x TBC Insurance – მონტე-კარლოს გზამკვლევი

მონაკოში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფრანგული სანაპიროთი გამორჩეული მონტე-კარლო საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც  ზაფხულის გატარებას ზღვის სანაპიროზე გეგმავს. მდიდრული, დახვეწილი დიზაინის გლამურული სასტუმროები, რესტორნები და კაზინოები ამ ქალაქის სავიზიტო ბარათია. თუმცა გარდა ბოჰემური ცხოვრების სტილისა, მონტე-კარლოში ჩასულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ ქვეყნის სპორტულ და კულტურულ  ტრადიციებსაც გაეცნონ – ეწვიონ პრინცის სასახლეს, თვალი ადევნონ ფორმულა 1-ის რბოლას, რომლის წრის უდიდესი ნაწილი სწორედ მონტე-კარლოში გადის, ასევე ესტუმრონ მუზეუმებსა და გამოფენებს, სადაც ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელ უნიკალურ კულტურულ ნიმუშებს გაეცნობიან.

ჟურნალი Hammock TBC-დაზღვევის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ მონტე-კარლოს გზამკვლევს.

 

სასტუმროები

 

Hotel Metropole Monte-Carlo

მონტე-კარლოს შუაგულში მდებარე ეს სასტუმრო მთელ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და დახვეწილი დიზაინის ინტერიერითა და ექსტერიერით გამოირჩევა. სასტუმროში განსაკუთრებულ ყურადღებას  რესტორნით, ბაღებითა და აუზით გაერთიანებული გარე სივრცე იპყრობს, რომლის დიზაინიც ლეგენდარულ კარლ ლაგერფელდს ეკუთვნის. 125-ნომრიანი სასტუმროს შიდა სივრცეში კი საცურაო აუზი და მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი ორი რესტორანი მდებარეობს, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ ცნობილი შეფმზარეულების მიერ მომზადებული ხმელთაშუა ზღვისა და თანამედროვე იაპონური კულინარიისთვის დამახასიათებელი კერძები მიირთვან. სასტუმრო ასევე გამორჩეულია თავისი  სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით, სადაც სპეციალურად იქ მისულ სტუმრებს Givenchy სილამაზისა და თავის მოვლის პროცედურების ფართო არჩევანს სთავაზობს.

 

მისამართი:  4 Avenue de la Madone

 

Le Méridien Beach Plaza

 

მონტე-კარლოს ცენტრში მდებარე Meridien Beach Plaza ერთადერთი სასტუმროა მთელ მონაკოში, რომელსაც საკუთარი პლაჟი აქვს. თანამედროვე დიზაინის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ხედი პირდაპირ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იშლება, აქ მისულ სტუმარს საშუალება აქვს 24 საათის განმავლობაში შიდა და გარე აუზებით, რესტორნების, ბარების, ფიტნეს-ცენტრის, საუნისა და სილამაზის სალონის მომსახურებით ისარგებლოს.

 

მისამართი: 22 Av. Princesse Grace

 

Hôtel Hermitage Monte-Carlo

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მონაკოს კულტურული მემკვიდრეობის მონუმენტების სიაშია შესული, ფრანგული Belle-Époque-ისთვის დამახასიათებელი ესთეტიკითაა შექმნილი.  სასტუმროში განსაკუთრებულ ყურადღებას ზამთრის ბაღი და 7000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული სპა და ფიტნეს-ცენტრი იპყრობს, რომლის ხედიც ულამაზს ხმელთაშუა ზღვაზე იშლება.

 

მისამართი: Square Beaumarchais

 

Hôtel de Paris Monte-Carlo

1864 წლით დათარიღებული შენობა, სადაც დღეს Hôtel de Paris მდებარეობს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც  თანამედროვე არქიტექტურა და უძველესი ფრანგული ღვინო თანაბრად იზიდავს. სასტუმროში ვიზიტორებს საშუალება აქვს ფრანგული ღვინის მარანს, ამერიკული სტილის პიანო ბარს და მიშლენის სამი ვარსკვლავის მფლობელ  რესტორანს – Louis XV-Alain Ducasse à l’Hôtel de Paris-ს ესტუმრონ. აქ სტუმრებს საშუალება აქვთ დაისვენონ სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებულ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ბაღში.

 

მისამართი : Place du Casino

 

Monte-Carlo Bay & Resort

მონტე-კარლოში მდებარე ეს სასტუმრო ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც დროს სასიამოვნოდ გატარება ბუნებასთან ახლოს ურჩევნია. ოთხ ჰექტარზე გაშენებული უზარმაზარი ბაღი, რომელშიც ჩანჩქერია, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი, სპა-ცენტრი, სოლარიუმი, ულამაზესი აუზი და ელეგანტური დახვეწილი დიზაინის ინტერიერი ამ სასტუმროს ყველასგან გამოარჩევს.

 

მისამართი : 40 Av. Princesse Grace

 

კაზინოები

 

Monte-Carlo Casino

Belle-ს ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით შექმნილი კაზინო “მონტე-კარლო” ჯეიმს ბონდის ფილმებიდან ალბათ ყველასთვის ცნობილია. Belle-ს არქიტექტურით შექმნილი უზარმაზარი კომპლექსი იქ მისულ სტუმრებს გართობის ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს.

 

 მისამართი: Place du Casino

 

The Paris Café Casino

თანამედროვე და ინოვაციური კაზინო, რომელიც სტუმრებს ოცდაოთხი საათის განმავლობაში ონლაინ თამაშებსა და სლოტ აპარატების ნამდვილ სამოთხეს სთავაზობს. თანამედროვე ინტერიერით გაფორმებული  The Paris Café Casino სტუმრებს მთელ მონაკოში ყველაზე დიდი ჯეკპოტის მოგების შესაძლებლობასაც აძლევს, რომელიც ხანდახან მილიონსაც აღემატება.

 

მისამართი: Place du Casino

 

Sun Casino

 Sun Casino-ში არსებული ამერიკული ატმოსფერო ლას-ვეგასს მოგაგონებთ.  ულტრა თანამედროვე გარემო გარდა ონლაინ თამაშებისა და სლოტ-აპარატებისა, სტუმრებს ლაუნჯ-ბარში მუსიკალურ საღამოებსა და სპორტულ ღონისძიებებსაც სთავაზობს.

 

მისამართი: 12 Avenue des Spélugues

 

Monte Carlo Bay Casino

კაზინო, სადაც 150-ზე მეტ სლოტ-აპარატს შეხვდებით, სასტუმრო Monte-Carlo Bay & Resort-ის ტერიტორიაზე მდებარეობს. თანამედროვე დიზაინის კაზინო სტუმრებს ყოველდღე,  14:00-დან ღამის 2 საათამდე იღებს. 

 

მისამართი : 40 Av. Princesse Grace

 

რესტორნები

 

Café de Paris

მყუდრო და ელეგანტურ გარემოში სტუმრებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაბამის მენიუს სთავაზობს. აქ ზღვის პროდუქტებიდან დაწყებული, დესერტებითა და ფრანგული ღვინით დამთავრებული ყველაფრის დაგემოვნება შეიძლება. რესტორნის ცნობილი ტერასა კი თავს ნამდვილ პარიზში გაგრძნობინებთ. 

 

Le Vistamar

სასტუმრო Hermitage Monte-Carlo-ში მდებარე  მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი სტუმრებს ხმელთაშუა ზღვის კულინარიას და  ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებულ მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს. ხმელთაშუა ზღვაზე გადაშლილი ხედი კი Le Vistamar-ის ულამაზეს ტერასას ყველასგან გამოარჩევს.

 

მისამართი: Square Beaumarchais

 

Le Grill

 სასტუმრო Paris Monte-Carl-oს მერვე სართულზე მდებარე რესტორნიდან ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი პანორამა იშლება, აქ მისულ სტუმარს რესტორნის მომსახურებით დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ისარგებლოს.

 

მისამართი: Place du Casino

 

Le Louis XV

ყველაზე დახვეწილი, მდიდრული და პრესტიჟული რესტორანი, სადაც ადგილობრივი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. Le Louis XV  რესტორანი თანამედროვე და უახლესი ხელწერით გამორჩეულ მენიუს და ღვინის დიდ არჩევანს გვთავაზობს, რის გამოც რესტორანმა მიშლენის სამი ვარსკვლავი დაიმსახურა.

 

მისამართი: Place du Casino

 

Elsa

ზღვის  ულამაზესი ხედით გამორჩეული რესტორანი განსაკუთრებულია იმითაც, რომ აქ უგემრიელესი და ამავდროულად ჯანსაღი კერძების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. ადგილობრივ ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქტებს Elsa-ს მენიუში მთავარი ადგილი უკავია. ხმელთაშუა ზღვის კულინარიასთან ერთად სტუმრებს საშუალება აქვთ იტალიური სამზარეულოს გამორჩეული კერძები დააგემოვნონ.

 

მისამართი: Av. Princesse Grace

 

ბარები და ღამის ცხოვრება

 

Buddha-Bar Monte-Carlo

იქ, სადაც დასავლეთი აღმოსავლეთს ხვდება! ევროპის შუაგულში მდებარე ეს ღამის კლუბი საშუალებას მოგცემთ ერთდროულად ჩინეთში, იაპონიაში და ტაილანდში იმოგზაუროთ და ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სამზარეულოს კერძები დააგემოვნოთ. აზიური ინტერიერის და ბუდას კოლოსალური ქანდაკებების ფონზე კი როგორი უცნაურიც უნდა იყოს,  საშუალება გაქვთ რეზიდენტი DJ-ის მიერ გაჟღერებულ ელექტრონულ მუსიკასაც მოუსმინოთ.

 

მისამართი:  Place du Casino

 

Jimmy’z Monte Carlo

ლეგენდარული ღამის კლუბი, რომელიც უნიკალური დიზაინით და მეგობრული ატმოსფეროთი გამოირჩევა. უზარმაზარ საცეკვაო სივრცეში  ელექტრონული მუსიკის ისეთ DJ-ებს შეხვდებით, როგორებიც არიან: Robin Schulz, Michael Calfan, Lost Frequencies, Martin Solveig, Bob Sinclar, Mark Ronson და FatBoy Slim.

 

მისამართი: 26 Avenue Princesse Grâce

 

 La Rascasse

ღამის ცხოვრების ცენტრი!  La Rascasse არის ადგილი, სადაც საღამოს სასიმოვნო გატარება DJ-ის, ცოცხალი მუსიკის საღამოების, სალსას ღამეების და აკუსტიკური ბენდების მუსიკის ფონზე შეგიძლიათ. ქალაქის ცენტრში მდებარე ღამის კლუბი სტუმრებს ყოველდღე,  დილის ხუთ საათამდე იღებს.

 

მისამართი: 1 Quai Antoine 1er,

 

Le Bar Salle Blanche

მოზაიკით გაფორმებული ბარის სტენდით, სათამაშო მაგიდებით და ულამაზესი ჭაღებით Le Bar Salle Blanche მონტე-კარლოს  მდიდრული და გლამურული ადგილების სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.  ფრანგული Belle ეპოქისთვის დამახასიათებელი დეკორაციით შექმნილ ინტერიერში სასიამოვნო  საღამოს გატარება მონტე-კარლოში ჩასული სტუმრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

 

შოპინგი

 

Metropole Shopping Monte-Carlo

სავაჭრო ცენტრი ოფიციალურად 1988 წელს გაიხსნა, მისი  მდიდრული დიზანით შექმნილი თანამედროვე ინტერიერი და კრისტალებით გაფორმებული უზარმაზარი ჭაღი ყველაზე უკეთ გამოხატავს მონტე-კარლოს ცხოვრების ბოჰემურ სტილს. აქ მისული მომხმარებლისთვის  ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ძვირფასი ანტიკვარული ნივთებისა თუ სამკაულების მაღაზიების კარი დილის 10-დან საღამოს 10:30-მდე მუდმივად ღიაა. Metropole-ის სავაჭრო ცენტრში მსოფლიოში ცნობილ ისეთ ბრენდებს შეხვდებით, როგორებიცაა: Versace, Gucci, Hugo Boss, Tom For და სხვა.

 

The Pavillons Monte-Carlo

მრგვალი, ფუტურისტული ფორმებით შექმნილი მონტე-კარლოს პავილიონები la Costa-ს  ქუჩასა და Place du Casino-ს შორის 2500 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ამ სავაჭრო ცენტრში ისეთ ძვირად ღირებულ ბრენდებს შეხვდებით, როგორებიცაა: Alexander Mc Queen, Akris, Balenciaga, Bottega Veneta, Boucheron, Chanel, Chopard, Yves Saint Laurent და Zendrini.

 

მუზეუმები და გამოფენები

 

ოკეანოგრაფიული მუზეუმი

Saint Martin-ის ქუჩაზე მდებარე ოკეანოგრაფიულ აკვარიუმებში  6000-ზე მეტი სახეობის წყლის ბინადრის ნახვაა შესაძლებელი, თუმცა წყალქვეშა სამყაროში მოგზაურობის გარდა სტუმრებს საშუალება ეძლევათ  სამუზეუმო სივრცესაც ესტუმრონ.  

 

პრინც რაინერ III-ის მანქანების კოლექცია

1950-იანი წლების ბოლოს პრინცმა რაინერ მესამემ ვინტაჟური მანქანების კოლექციის შეგროვება დაიწყო. რამდენიმე წელიწადში მანქანების რაოდენობამ ასს მიაღწია. დღეს კი 5000 კვადრატულ მეტრზე გამოფენილ ძვირად ღირებულ მანქანებს შორის ისეთ ბრენდებს შეხვდებით, როგორებიცაა:  ROLLS ROYCE, PACKARD, HUMBER, NAPIER, FERRARI, MASERATI, LAMBORGHINI, ALFA ROMEO და სხვ. მუზეუმი Terrasses de Fontvieille-ზე მდებარეობს და დამთვალიერებელს ყოველდღე, 10-დან 6 საათამდე იღებს.

 

სამხედრო-საზღვაო მუზეუმი

1993 წელს დაარსებული მონაკოს სამხედრო-საზღვაო მუზეუმი თავის ექსტრაორდინალურ კოლექციაში 250-ზე მეტ გემს და  საზღვაო-სანაოსნო აღჭურვილობას მოიცავს, რომელსაც ანტიკური პერიოდიდან დღემდე ამ მხარეში იყენებდნენ. მუზეუმის კოლექციაში ასევე საშუალება გეძლევათ სხვადასხვა ქვეყნის წყალქვეშა ნავებიც დაათვალიეროთ, რომელთაგან ზოგიერთი მეორე მსოფლიო ომშიც გამოიყენებოდა.  

 

New National Museum of Monaco

The Nouveau Musée National de Monaco – მონაკოს კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, სადაც თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები ორ სხვადასხვა სივრცეში –   Villa Paloma-სა და Villa Sauber-შია გაერთიანებული. აქ წარმოდგენილია უნიკალური ქვეყნის მთელი ისტორია, რომელიც ყოველთვის მიიჩნეოდა – როგორც დიალოგი ერთდროულად სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროებს შორის. მუზეუმი Princesse Grace-ის ქუჩაზე მდებარეობს და დამთვალიერებელს ყოველდღე, 18:00 საათამდე იღებს.

 

Meta

მონტე-კარლოში მდებარე პირველი კონცეპტუალური გალერეა,  სადაც ხელნაკეთი და ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული სამკაულებია წარმოდგენილი. Princesse Grace-ის ქუჩაზე, ზღვასთან ახლოს მდებარე ეს ექსპერიმენტული სივრცე დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ხელოვნებას, განსაკუთრებით კი ვიდეოარტს.

 

                                                                                     ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Play Video

Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Hammock თიბისი-დაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მოგზაურობის ახალ რუბრიკას. რუბრიკის პირველი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე
Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Hammock თიბისიდაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მოგზაურობის ახალ რუბრიკას. რუბრიკის პირველი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე. სწორედ ნინო გახლავთ ჩვენი მასპინძელი ხელოვნების, მოდის და სიყვარულის ქალაქში - პარიზში
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.