fbpx
გააზიარე სტატია

პარიზის 5 Concept store უნიკალური ინტერიერით

La Tresorerie

ეს არის სკანდინავიური სახლის დეკორის, თავის მოვლის საგნებისა და chic coffee shop-ის სინთეზი, ანუ იდეალური ადგილი გემოვნებიანი დიასახლისებისთვის. ნეიტრალურ ფერებში გადაწყვეტილ ნათელ სივრცეში სასურველ ნივთს აუცილებლად იპოვით და ის, რაც არ გჭირდებათ, საჭიროდ მოგეჩვენებათ. შოპინგის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ტარტინები და ყავა.

 

L’ eclaireur

მინიმალისტური ავეჯის, დეკორისა და დიზაინერების სამოსის მაღაზია, რომლის ინტერიერიც ყველა ფილიალში განსხვავებულია. დეკორატიული ნივთების, აქსესუარებისა და სამოსის გარდა აქ ფუტურისტულ ინსტალაციებსაც იხილავთ, რომლებსაც ხშირად სიმბოლური დატვირთვა აქვთ და ერთგვარ სათქმელს ამბობენ. კონცეპტუალური მაღაზიის ცივ ტონალობებთან საინტერესო კონტრასტს ქმნის ფერადი აქსესუარები და ნახატები, რაც ნამდვილი ესთეტებისთვის შთაგონების წყარო გახდება. მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, როგორებიცაა – Gucci, Balenciaga, Fendi, Oscar de la Renta, Saint Laurent და სხვები.

Nous

პარიზის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კონცეპტუალური მაღაზიის, Colette-ის მოულოდნელი დახურვის შემდეგ, მისმა საათებისა და ტექნიკის დეპარტამენტის უფროსმა, Sébastien Chapelle-მა გადაწყვიტა გაეხსნა ახალი მაღაზია – Nous (ქართ. “ჩვენ”), სადაც Colette-ისგან განსხვავებით, გაიყიდებოდა მამაკაცის სამოსი, სათვალეები, საათები, კედები, წიგნები და სკეიტბორდის დაფები. მაღაზიის ურბანულ-მინიმალისტური სტილი იდეალურად ჯდება წარმოდგენილი პროდუქციის იდეასა და ვიზუალში.

Centre Commercial

მოდის ინდუსტრიას ხშირად ადანაშაულებენ გარემოს დაბინძურებაში, fast fashion კომპანიები ტანსაცმელს ქმნიან იაფფასიანი ტექსტილით, რომელიც არ გადამუშავდება და გარემოს ანაგვიანებს. Centre Commercial – ესაა კოლექტიური სივრცე, რომელიც ყიდის ევროპაში შექმნილ მარტივად გადასამუშავებელ სამოსსა და უნიკალურ მეორად ნივთებს – ველოსიპედებს, ვინტაჟურ ავეჯსა და ძველ ნახატებს. კომპანია გარემოს დაცვაზე კონცენტრირებული არტ პროექტებით ცდილობს აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხზე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებისგან და ამ ბრენდსაც არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

 

Oscar Concept Store

“ოსკარის” ავანგარდული Chic meets Fun ვიზუალი და ინტერიერი ყოველთვის იქცევს ტურისტების ყურადღებას. ეს არ არის უბრალოდ მაღაზია, ეს არის კრეატიული სივრცე, რომლის იდეური ფოკუსიც ცნობილი და ახალბედა დიზაინერების თანაბარ მხარდაჭერასა და მათი კოლაბორაციის ხელშეწყობას გულისხმობს. მაღაზიის სამი სართული სამ სამყაროდ იშლება, სადაც გაერთიანებულია limited edition/unique piece სამოსი, აქსესუარები, ინსტალაციები, ფოტოგრაფია, ნახატები და სკულპტურები. ცოცხალი მუსიკა კი უბრალო შოპინგს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

ავტორი: ნუცა ჩუბინიძე


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი
დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.