fbpx
გააზიარე სტატია

ინსტაგრამის 5 გვერდი დიზაინზე

Alternatepools – გვერდი მსოფლიოს გარშემო საინტერესო და მოულოდნელ ადგილებში გაჩენილ საცურაო აუზებს ეძღვება. ინსტაგრამის გვერდის ანოტაციაში წერია: “სამყარო, სადაც აუზები უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები”. გვერდის კურატორი alternatepools-ის კონცეფციას იუმორის თვალით უყურებს და პოსტაპოკალიპსურ ჭრილში ხედავს, ანუ გვერდზე გამოსახულია სამყარო, სადაც ადამიანები აღარ არსებობენ და საცურაო აუზები და ბუნება ჰარმონიაში თანაცხოვრობს.

 

Doland Judd Foundation-ის ერთ-ერთი ოფიციალური ინსტაგრამის გვერდი, რომელიც ამერიკელი არტისტის, დონალდ ჯადის ავეჯის დიზაინს ეძღვნება. Doland Judd Foundation მისი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ავეჯის პროდუქციის წარდგენას. ჯადის შემოქმედება მინიმალიზმთან ასოცირდება და შესაბამისად ინსტაგრამის გვერდიც ამ ესთეტიკას იმეორებს.

 

The_80s_interior – ინსტაგრამ-გვერდი ლონდონშია დაფუძნებული და მისი ავტორი კომერციული მენეჯერი სიმონ ნაითია, რომელმაც ის საკუთარი შთაგონების წყაროდ შექმნა. ინსტაგრამი 80-იანი წლების ინტერიერის დიზაინს ეძღვნება. ნაითი აქვეყნებს როგორც საშოპინგო ცენტრებს, ასევე რესტორნებს, ოფისებს და 80-იანი წლებისთვის დამახასიათებელ არაორდინარული ინტერიერის დიზაინის ნიმუშებს. მისთვის ფოტოს განთავსების მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არსებობს – ფოტო უნდა იყოს 80-იანი წლებიდან და მასში არ უნდა ჩანდეს ადამიანი.

 

Designtel – საუკეთესო გვერდი თუ mid-century დიზაინი გაინტერესებთ. გვერდი თავდაპირველად შეიქმნა როგორც რესურსი არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის. სახლების და ინტერიერის ფოტოებთან ერთად აქ შეხვდებით ვინტაჟური მანქანების სურათებსაც. გვერდის კურატორია ავსტრალიელი არქიტექტორი Benjamin Jay Shand.

 

Décor Hardcore – ბერლინში დაფუძნებული ინსტაგრამის გვერდი და ტამბლერის ბლოგია. გვერდის კურატორი სხვადასხვა პროდუქტის დიზაინს და სურეალისტურ, დრამატულ და ხშირად “უგემოვნო” ინტერიერებს აქვეყნებს. გვერდი ძალიან ნიშურია და აქ წარმოდგენილი უცნაური ნივთები და ინტერიერები ხშირად იუმორისტულია.

View this post on Instagram

@pastelae 🌸🍥🌸

A post shared by Hardcore Is Not For Everybody (@decorhardcore) on

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.