fbpx
გააზიარე სტატია

კვირის 5 საუკეთესო კომპოზიცია | აპრილი

5. Mac DeMarco – All of Our Yesterdays

კანადელმა მუსიკოსმა მაკ დემარკომ ახალი ალბომიდან – Here Comes The Cowboy – მეორე სინგლი All of Our Yesterdays გაავრცელა. მისი ახალი ნამუშევარი მელანქოლიური ხასიათისაა, რომელიც მაკის წინა ალბომის,  This Old Dog-ის გაგრძელებადაც შეიძლება აღვიქვათ, თუმცა ამ შემთხვევაში გიტარის ჟღერადობა და ინსტრუმენტული პალიტრა მისი პირველი ალბომის,  2-ის მსგავსია.

 

4. Tim Hecker – You Never Were

ექსპერიმენტული მუსიკის კანადელმა წარმომადგენელმა Tim Hecker-მა ახალი კომპოზიცია You Never Were შემოგვთავაზა, რომელიც მის მომავალ ალბომში იქნება შესული სახელწოდებით Anoyo. რვა-ნახევარწუთიანი კომპოზიცია მინიმალისტური და ქაოსურია, ამასთან ერთად მოიცავს ემბიენთს, რომელშიც ერწყმის ტრადიციული იაპონური გაგაკუ და ელექტრონული მუსიკა.

 

3. Anderson .Paak – Make It Better

კალიფორნიელმა მუსიკოსმა ახალი სინგლის,   King James-ის შემდეგ, მორიგი ნამუშევარი გამოაქვეყნა ვიდეოკლიპთან ერთად, რომელიც სოულის შემსრულებელ ლეგენდარულ Smokey Robinson-თან ერთად არის შექმნილი. ანდერსონის Make It Better – მშვიდი, პოზიტიური, არენბისა და ნეო-სოულის ჟღერადობით გაჯერებული მუსიკა, სასიყვარულო ურთიერთობებზე გვიყვება. ანდერსონის კომპოზიცია მუსიკოსის ახალ ალბომში შედის სახელწოდებით Ventura, რომელიც 12 აპრილიდან გაიყიდება.

 

2. Noname – Song 32

დღესდღეობით ერთ-ერთმა ყველაზე გასაოცარმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, დეკემბერში გამოსული სინგლის Song 31-ის შემდეგ, ახალ ტრეკი გაავრცელა სახელწოდებით Song 32. Noname ცნობილია 2016 წლის მიქსტეიპით  Telefone  და 2018 წელს გამოსული სადებიუტო ალბომით  Room 25, რომელიც ბოლო წლების საუკეთესო ალბომებს შორის თავისუფლად შეგვიძლია მოვიაზროთ. არტისტისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტალი და ჯაზური ბიტები, ვოკალი, მრავალისმომცველი და ღრმა ტექსტები გრძელდება Song 32-შიც, რომელიც პოლიტიკურადაა დატვირთული და ეხება სხვადასხვა თემას, კოლონიალიზმიდან სიყვარულამდე.

 

1. Vampire Weekend – This Life

ამერიკული ინდი-როკჯგუფი Vampire Weekend 2013 წლის შემდეგ, 3 მაისს ბრუნდება პირველი ალბომით  Father of the Bride, რომლის ფარგლებშიც იანვარსა და მარტში ოთხი ახალი სინგლი გაავრცელა: Harmony Hall, 2021, Sunflower, Big Blue.  შემდეგ კი ჯგუფმა მორიგი ორი ახალი კომპოზიცია – This Life და  Unbearably White  შემოგვთავაზა. Unbearably White უფრო მეტად რბილი და ნელი ტემპისგან შედგება, განსხვავებით This Life-ისგან, რომელიც ეზრა კენიგის გამორჩეული და ნაცნობი ვოკალის თანხლებით, ჯგუფისათვის დამახასიათებელ ცოცხალ მელოდიასა და სტილს მიჰყვება. კენიგის ნათელ და მხიარულ ჟღერადობას თან ერთვის ჩვეული სევდიანი ტექსტი, რომელიც ცხოვრებისა და არამყარი ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. This life/And all its suffering/Oh Christ/Am I good for nothing?

ავტორი: ტატო პაპიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
Hear Her | Newa

Hear Her | Newa

Hear Her | Newa
ინტერვიუ 2017 წლის პირველ ქალ ელექტრონავტთან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.