fbpx
გააზიარე სტატია

შვეიცარიის 6 საუკეთესო სპა ცენტრი

1.The Therme Vals

პეტერ ცუმტორის სპის და თერმული აბანოების კომპლექსი 1996 წელს გაიხსნა. ცუმტორმა საზოგადო აღიარება ამ ნამუშევრით მოიპოვა. აბანოები შვეიცარიაში, ვალსში მდებარეობს. ცუმტორის მიზანი იყო შეექმნა ფორმა, რომელიც გამოქვაბულის ან კარიერის მსგავსი იქნებოდა. ამისთვის მან ვალსში არსებული გარემო გამოიყენა. The Therme Vals აშენებულია ადგილობრივად მოპოვებული 60 000 ვალსური კვარციტის ბლოკით. სწორედ ეს ქვა გახდა დიზაინის მთავარი ელემენტი. წყალი, რომელიც აბანოებშია, მინერალურია, 30 გრადუსზე ცხელდება და წმინდა პეტრეს ნაკადულიდან მოედინება.

ამჟამად სპა სასტუმრო კომპლექსის, 7131-ის ნაწილია.

მისამართი: 7132 Vals, Switzerland

2. Bürgenstock

Bürgenstock მე-19 საუკუნიდან სარგებლობს პოპულარობით. ეს ადგილი ლუცერნის ტბას გადმოჰყურებს. კომპლექსში სამი სასტუმრო და ორი სპა ცენტრი შედის. პირველი – The Apline Spa სამ სართულზეა განლაგებული, არქიტექტურულად ორიენტირებულია ადგილსა და ხედზეე, რომელიც თითქმის ყველა ოთახიდან იშლება. ამ ტიპის ინტერიერი არ არის დამახასიათებელი სპა ცენტრებისთვის, სადაც უმეტესწილად ფოკუსი შიდა სივრცეზე კეთდება. . სპა ცენტრში ორი საცურაო აუზია – შიდა აუზი ტბის წყლითაა ავსებული, ხოლო გარე – ინფინიტი-აუზი ალპებში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მეორე სპა ცენტრი – The Waldhotel-ის ჯანმრთელობის და მედიცინის კლინიკაა. კლინიკის ტერიტორიაზე ყველაფერია მოწყობილი სრული კომფორტისათვის, დაწყებული ბიბლიოთეკიდან და დამთავრებული -40°C ყინულის ოთახით. კლინიკაში დირექტორის გარდა ოთხი ექიმი მუშაობს სრულ განაკვეთზე. აქ ასევე 23 სრულად აღჭურვილი პალატაა, სხვადასხვა ტიპის სამკურნალო თუ დასასვენებელი პროცედურისთვის.

მისამართი: Bürgenstock Resort Lake Lucerne, Bürgenstock, Switzerland

 

3. LE GRAND BELLEVUE GSTAAD

LE GRAND BELLEVUE ყველა იმ აუცილებელ სერვისს გვთავაზობს, რაც აპლინურ სპას უნდა ჰქონდეს. სპა ფოკუსირებს დეტოქსა და ორგანიზმის გამწმენდ თერაპიაზე. სპაში 17 სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ზონაა, ყველაზე პოპულარული და განსხვავებული მე-7, გამოქვაბულისმაგვარი დეტოქსის ოთახია. თითოეულ ოთახში სხვადასხვა ტემპერატურაა, რომელიც ორგანიზმს შოკში აგდებს. ოთახები ცენტრალური აუზის გარშემოა განლაგებული, სადაც ჰიდროთერაპიული შხაპის მიღებას შეძლებთ. ასევე მოქმედებს გარე გაყინული აუზი და ფინური საუნა.

სასტუმროს ტერიტორიაზე მიშელინის ვარსკვლავმინიჭებული რესტორანიც მდებარეობს.

მისამართი: Untergstaadstrasse 17, 3780 Gstaad, Switzerland

 

4. The Dolder Grand

The Dolder Grand სპა ცნობილი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის და luxury-ის ქსელის სპების დიზაინერის, სილვია სეპიელის ერთობლივი ნამუშევარია. სპა იაპონური სიმარტივის და შვეიცარიული ელემენტების ნაზავია. სპა ცენტრის ტერიტორიაზე ორი საცურაო აუზია. აქ ასევე რამდენიმე ტიპის საუნა, იაპონური კოტაცუ (kotatsu footpaths) და შვეიცარიული თოვლის სამოთხეა (snow pardise) განთავსებული. ასევე თანამედროვე სტილის ოთახი მედიტაციისთვის.

რეკომენდაციის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ გახდეთ სპა ცენტრის მუდმივი წევრი. მაგრამ აქ მოხვედრა საკმაოდ რთული და ექსკლუზიურია.

მისამართი: Kurhausstrasse 65, 8032 Zurich, Switzerland

 

5. THE CHEDI ANDERMATT

THE CHEDI ANDERMATT იმათთვისაა განკუთვნილი, ვისაც თხილამურები და რელაქსაცია ერთად სჭირდება. სპა მდებარეობს Urseren Valley-ში, დაახლოებით 90 წუთის სავალზე Zurich-იდან. სასტუმროს არქიტექტორი ჯან მაიკლ გეტია (Jean-Michel Gathy). სასტუმროში 105 ოთახია, თითოეულ მათგანშია ბუხარი, ქვის იატაკი, ქაშმირის ხალიჩები და ipad-ები, სადაც ყველაფრის კონტროლია შესაძლებელი (მუსიკა, განათება, ფარდები, ბუხარი და ა.შ.).

სპაში 10 ლუქსის ტიპის აპარტამენტია. იყენებენ Ila, Ren and Alpienne ბრენდების ორგანულ პროდუქციას. სპა მენიუში შედის ჰიმალაური კრისტალების მასაჟი, ტაილანდური და Balinese თერაპიები.

მისამართი: Gotthardstrasse 4 CH-6490 Andermatt – Switzerland

 

6. Clinique La Prairie

Clinique La Prairie 1931 წლიდან ფუნქციონირებს და მას მერე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას მსოფლიო მასშტაბით. პიონერი სამედიცინო ცენტრი აერთიანებს მეცნიერებას და შვეიცარიული მაღალი დონის დასვენებას. სპა ცენტრში 17 სხვადასხვა საპროცედურო და 11 ესთეტიკური ცენტრის ოთახია.
სპას ასევე საკუთარი კაფე და რესტორანიც აქვს, სადაც საუკეთესო ჯანსაღი კერძები მზადდება.

მისამართი: Chemin de la Prairie 10, 1815 Clarens, Switzerland

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.