fbpx
გააზიარე სტატია

ალვარო სიზა – Iberê Camargo Foundation

Iberê Camargo Foundation პორტუგალიელი არქიტექტორის, ალვარო სიზას ნამუშევარია ბრაზილიაში, ქალაქ პორტუ-ალეგრიში. შენობის ფუნქცია მუზეუმი და კულტურული ინსტიტუციაა, მთავარი კოლექცია კი ბრაზილიელ მხატვარს Iberê Camargo ეძღვნება.

Camargo-ს სიკვდილიდან ერთ წელიწადში, 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი Iberê Camargo Foundation-ს, რომელიც მხატვრის სახლში დაფუძნდა, როგორც კულტურული ინსტიტუტი. მისი მთავარი დანიშნულებაა camargo-ს ხელოვნების გაცნობა საზოგადოებისთვის. ამავდროულად მუზეუმში სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ხელოვნების გამოფენები, ლექციები და სემინარები ეწყობა. 2005 წელს მუზეუმი სიზას მიერ შექმნილ შენობაში გადავიდა.

 

სიზას მიერ დაპროექტებული შენობა ტბის პირასაა განთავსებული.
მცირე და საკმაოდ რთული ტერიტორიის გამო სიზამ მუზეუმის შენობა ვერტიკალურად დააპროექტა. შენობა 4-სართულიანია, სადაც ბიბლიოთეკა, აუდიტორია და საგამოფენო სივრცეებია განთავსებული.

შენობის პერიმეტრის სიმცირის გამო სიზამ გადაწყვიტა, საინტერესო და ორიგინალური დიზაინის ფორმა შეექმნა, რაც საშუალებას მისცემდა გადაელახა მოსაწყენი დიზაინის ფაქტორი.

სიზა ის არქიტექტორია, რომელიც ხშირად თავის შემოქმედებაში თამაშობს შენობის ყველა, თუნდაც იმ ერთი შეხედვით მოსაწყენი ატრიბუტით, ფუნქციით, განათებით, ფორმებით და ა.შ., რათა შექმნას შთაბეჭდილება და ნარატივი სტუმრისათვის.

ამ შემთხვევაშიც, საინტერესო ზიგზაგის ფორმის დანამატით, არქიტექტორი Iberê Camargo Foundation-ის სტუმრებს საინტერესო გამოცდილებას უქმნის და შესაძლებლობას აძლევს სივრცე განსხვავებული პერსპექტივიდან დაინახონ.

სიზას შენობა გარშემო არსებულ ლანდშაფტშიც საინტერესოდ ჯდება. მისი საწყისი სუფთა გეომეტრიული ფორმები, რომელიც შემდეგ დარღვეულია ზიგზაგით იდეალურად ერწყმის შენობის ფონად არსებულ უსწორმასწორო გარემოს.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.