fbpx
გააზიარე სტატია

ალვარო სიზა ვიერას “Capela do Monte”

“Capela do Monte” სალოცავია, რომელიც პორტუგალიაში, ალგარვის რეგიონში, დასასვენებელი კომპლექსის  ყველაზე ამაღლებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. იქიდან ხედი სამხრეთ პორტუგალიაზე იშლება. “Capela do Monte”-მდე   მისვლა მხოლოდ ფეხით შეიძლება.

არქიტექტორ ალვარო სიზას დიზაინით შექმნილი “Capela Do Monte” ელექტრობის, გათბობის და წყლის გაყვანილობის გარეშე ფუნქციონირებს. სპეციალურად შერჩეული სპეციფიკური მასალებით შენობაში ბუნებრივად რეგულირდება ტემპერატურა. სიზას შთაგონება ეგვიპტელი არქიტექტორის, ჰასან ფათხის ნამუშევრები იყო.

“Capela do Monte”-ს ექსტერიერი ბუნებრივად  ერწყმის გარემოს, რასაც სალოცავის მარტივი U-ფორმა, გამოყენებული სამშენებლო მასალა და მისივე   ფერი განაპირობებს.

შენობის მხოლოდ ერთი ფანჯარა ინტერიერს  დღის შუქით ანათებს. ინტერიერში განსხვავებული ფერი  შემოაქვს მხოლოდ ავეჯს, რომელიც სიზას დიზაინითაა შექმნილი. ავეჯის ნაწილია აბსტრაქტული ჯვარიც, რომელიც  T-ს ფორმას იმეორებს. შესასვლელის კედლებზე სიზას ესკიზების მიხედვით შესრულებული ვიუვა ლამეგოს ნამუშევრებია, რომლებზეც გამოსახულია სიუჟეტები იესოს ცხოვრებიდან. 

სიზამ “Capela do Monte” შექმნა  როგორც “სუფთა არქიტექტურული პროექტი”.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.