fbpx
გააზიარე სტატია

აპრილის shopping რეკომენდაციები Hammock-ისგან

MAISON MARGIELA “stereotype” shirt jacket

Price: 912 USD

Margiela-ს ეს ფოსფორისფერი, სპორტული ქურთუკი საინტერესო სიახლეს შემოიტანს თქვენს ყოველდღიურ გარდერობში. კლასიკური სილუეტის მიქსი სეზონის გამორჩეულად ტრენდული ფერთან ერთად ლუქს ეკლექტურ ვიზუალს სძენს.

 

ვანს x დევიდ ბოუი

Price: 65-80 USD

უკვე წლებია ვანსის კედები არა მხოლოდ სკეიტის, არამედ მოდის სამყაროშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის მიზეზია მისი ფასის, სტილისა და ვიზუალის თანხვედრა. მის მომხმარებელთა სიას ახლა უკვე დევის ბოუვის გულშემატკივრებიც შეემატებიან. კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული კედის მოდელი შთაგონებულია ბოუის ალბომებით – Space Oddity, Hunky Dory, Aladdin Sane, Diamond Dogs, Ziggy Stardust და Blackstar. კედები გამოირჩევა ცოცხალი ფერებით, სხვადასხვა მატერიებით, პრინტებითა და ნაქარგებით.

 

JACQUEMUS SOCKS – LES CHAUSSETTES

Price: 37 USD

ფრანგი დიზაინერის ყვითელი წინდები, გაცოცხლებულ ბუნების ფერებთან ერთად, კიდევ ერთი მანიშნებელია გაზაფხულის დადგომის.

 

SUPREME white T-shirt with keyboard

Price: 46 EURO

Supreme-ის თეთრი მაისური კლავიატურის პრინტით მათი ერთ-ერთი ბოლო კოლექციიდანაა. უდავოა, რომ თეთრი მაისურები ნებისმიერი სეზონის must-have ნივთია, ნებისმიერი სტილისა თუ ასაკის ადამიანისთვის.

 

IDEE FIXE Mary Janes patent white

Price: 449 GEL

ქართველი, ახალგაზრდა დიზაინერების, იაპონური შიბუის შთაგონებით შექმნილი ფეხსაცმელი სულ ახლახან გამოჩნდა მარკეტზე და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიზეზი კი მათი მინიმალისტური და დახვეწილია სტილია. ბერნდის ახალი კოლექციაში ვხვდებით მათი ბესტსელერი მოდელის Mary Janes ის ახალ მასალასა და ფერებში.

 

Louis Vuitton unisex perfume

Louis Vuitton-ის მოდის სახლმა წელს პირველად გამოუშვა unisex სუნამოები. სურნელი შთაგონებულია კალიფორნიით, მაგალითად Sun Song – ეს ის სურნელია, რომელიც დილის სერფინგის დროს იგრძნობა მალიბუში. Cactus Garden მოიცავს ცოცხალი კიტრისა და ბალახეულის სურნელს, ხოლო  Afternoon Swim – ფორთოხლის, მანდარინისა და ბერგამოტისას.

ავტორი: სალომე ჯაყელი


რეკომენდებული სტატიები
Maison Margiela - შიდსთან ბრძოლის 25 წლისთავი

Maison Margiela - შიდსთან ბრძოლის 25 წლისთავი

Maison Margiela - შიდსთან ბრძოლის 25 წლისთავი
Maison Margiela ლოზუნგით - „შიდსთან საბრძოლველად მეტი მოქმედებაა საჭირო, ვიდრე ამ მაისურის ტარება, მაგრამ ეს კარგი დასაწყისია“- შიდსთან ბრძოლის 25 წლისთავს აღნიშნავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.