fbpx
გააზიარე სტატია

Artemide Tolomeo-ს სანათი ახალ ნათებაში

1986 წელს  იტალიელი დიზაინერების მიკელე დე ლუკისა და ჟანკარლო ფასინას მიერ შექმნილი Artemide Tolomeo–ს სანათი დღეს თანამედროვე იტალიური დიზაინის ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი პროდუქტის სიმბოლოა. სანათის პირვანდელი ვერსია მძიმე სადგარის, ორი ალუმინის საყრდენისა და ალუმინისვე რეფლექტორისგან შედგებოდა, რომელსაც 360 გრადუსით შეეძლო მიმართულების შეცვლა, ამგვარი დიზაინის ინსპირაციის წყარო კი, როგორც დიზიანერი ამბობს სათევზაო ანკესის ფორმა იყო.

„სანათის იდეა მეთევზეების ყურების დროს გამიჩნდა, სწორედ ანკესის ფორმა მიტრიალებდა გონებაში, როცა Tolomeo-ს დიზაინზე ვმუშაობდი.“ – ამბობს მიკელე დე ლუკი.

სანათი მისი შექმნის პირველივე წლიდან დღემდე ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად და სწრაფად გაყიდვად ობიექტად იქცა.  დიზაინერმა ტრადიციული Narca Doris დიზაინის სანათზე ინოვაციური ტექნოლოგიის დამატებით თანამედროვე დიზაინის Tolomeo შექმნა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მალევე დაიმსახურა.


„არტემიდე ტოლომეო 1986 წელს შევქმენი, შემიძლია ასეც ვთქვა რომ გამოვიგონე, რადგან ახალი მექანიზმის იდეა, იქამდე გაჩნდა სანამ თვითონ სანათი შეიქმნებოდა. “ – ამბობს დიზაინერი და არქიტექტორი მიკელე დე ლუკი.



დროთა განმავლობაში ობიექტის დიზაინი უფრო და უფრო დაიხვეწა, დღეს კი სხვადასხვა ზომის Artemide Tolomeo-ს სანათი LED ტექნოლოგიის განათებით, სინათლის სპეციალური მარეგულიერებელითა და მოძრავი სენსორითაა აღჭურვილი, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია ადამიანის მოძრაობის შესაბამისად სინათლე სასურველი სწორი მიმართულებით გაანაწილოს და ამით არსებული ენერგია დაზოგოს.

Artemide მომხმარებლებს Tolomeo-ს მოდელის სხვადასხვა ზომისა და ფორმის სანათებს სთავაზობს, რომელთა შორისაცაა მაგიდის, იატაკის, ჭერზე დასაკიდებელი, კედლისა და გარე განათება. სანათი, რომელიც დღეს უამრავი სასტუმროს ინტერიერს ამშვენებს, ქართველ მომხმარებელს შეუძლია ფორუმ ახალ ნათებაში შეიძინოს. თბილისში აღმაშენებლის ხეივანის მე–12 კილომეტრზე და ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე  მდებარე მაღაზიებში სხვადასხვა ბრენდის ავეჯისა და განათების აქსესუარებთან ერთად ახალი ნათება Artemide-ს ბრენდის ობიექტების დიდ არჩევანს გვთავაზობს.

ავტორი : გვანცა ჩანადირი

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.