fbpx
გააზიარე სტატია

ბარსელონას ცნობილი ბარები

ისტორიული ბარები

Boadas Cocktails (1933)
მისამართი: C/Tallers, 1.

Boadas Cocktails ერთ-ერთი ყველაზე ძველი “coctelería” ბარსელონაში. მეპატრონის შთაგონების წყარო კუბაში მდებარე მისი ძმის ასეთივე დაწესებულება გახდა. იმ დროს, როდესაც Boadas Cocktails გაიხსნა, ბარსელონაში ასეთი ტიპის დაწესებულება არ არსებობდა. ინტერიერში მაღალი სკამები და ამერიკული სტილის ბარი განსაკუთრებული აღმოჩნდა ქალაქისთვის. თავდაპირველად ადგილობრივებს ეგონათ, რომ ბარი ძალიან განსხვავებული იყო საიმისოდ, რომ დიდხანს შეენარჩუნებინა პოპულარობა, მაგრამ მალევე Boadas Cocktails ხშირი სტუმრები გახდნენ პაბლო პიკასო, ილუსტრატორი რიკარდ ოპისო (Ricard Opisso) და სხვა ცნობილი ადამიანები.
დღეს ბარი განსაკუთრებულია პროფესიონალი ბარმენებით და მაღალი ხარისხის კოქტეილებით.
თუ აქ 15 სექტემბერს აღმოჩნდებით, ამ დღეს ბარი დამაარსებლის ქალიშვილის, მარია დოლორესის დაბადების დღეს დიდი წვეულებით აღნიშნავს.

Bar Marsella

ბარსელონას ისტორიული ბარებიდან Bar Marsella ყველაზე სახელგანთქმულია. ის 1820 წლიდან ფუნქციონირებს. ეს ბარი იმითაა ცნობილი, რომ იქ ერნესტ ჰემინგუეი აბსენტს სვამდა. აბსენტი ის სასმელია, რომლითაც ბარი დღესაც სახელგანთქმულია. მას აქ შაქრით, ჩანგლით და პატარა მინერალური წყლის გარნირით მოგართმევენ. შაქარი ჩანგალით უნდა აიღოთ, ჭიქაზე დადოთ და შემდეგ მინერალური წყალი დაასხათ. როდესაც ის აბსენტს შეერევა, სასმელი გაყვითლდება.

ჰემინგუეის გარდა ბარის ხშირი სტუმრები იყვნენ გაუდი, პიკასო და დალი.

 

ლუდის ბარი: Fàbrica Moritz Barcelona
მისამართი: Ronda Sant Antoni, 41.

Moritz Beer ბარსელონაში 1956 წელს დაარსდა. Fàbrica Moritz Barcelona აერთიანებს მიკროლუდსახარშსს, ბარს და სამზარეულოს.

 

საკულტო ბარი: Dry Martini

Dry Martini ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარია არა მარტო ბარსელონაში, არამედ მსოფლიოში. როგორც სახელწოდება მიგვითითებს, ეს ბარი გამორჩეულია მარტინით. ბარმენი ბარის შუაგულში, ამაღლებულ პიედესტალზე დგას და ამზადებს მარტინის კოქტეილებს. აქვე ელექტროგამოსახულებაზე ჩანს რიცხვი, რომელიც მარტინის შეკვეთის რაოდენობას ასახავს. ათვლა ბარის გახსნიდან დაიწყო, ამიტომ ზუსტად გეცოდინებათ, მერამდენეა თქვენი შეკვეთილი კოქტეილი.

 

ნიშური ბარი: Old Fashioned – Gin Tonic & Cocktail Bar

ბარი საკმაოდ პატარა და რთულად შესამჩნევია. აქ მხოლოდ 30 ადამიანის ადგილია. ბარის მენიუში მათი განსაკუთრებული კოქტეილის 15 და Gin and tonic-ის 30 ვარიანტია.

 

საზღვაო ბარი: Caribbean Club

ბარი 1974 წელს გაიხსნა მათთვის, ვისაც რომის დალევა სურდა. ბარსელონა ცნობილია მისი საზღვაო კულტურით და ეს ბარიც სწორედ ამ კულტურის ნაწილია. ბარის ინტერიერიც საზღვაო თემას აგრძელებს. ბარის მფლობელია ლეგენდარული ბარმენი Juanjo Gonzalez Rubiera. აქ შესაძლოა ცნობილი სახეებიც ნახოთ.

 

თანამედროვე ბარი: Marmalade

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბარია ბარსელონაში. მიუხედავად დიდი ტერიტორიისა, ბარი ოთხი სივრცითაა დაყოფილი და ინარჩუნებს სიმყუდროვის შეგრძნებას. ბარი ახლოსაა ცენტრალურ ქუჩა la rambla-სთან და საინტერესო მენიუს გვთავაზობს.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.