fbpx
გააზიარე სტატია

Bauhaus – 100 წლის იუბილე

საუკუნის წინ დაარსებული ბაუჰაუსის მოძრაობა აერთიანებდა იმ დროს ევროპაში მოღვაწე საუკეთესო ხელოვანებსა და დიზაინერებს. ისინი ერთი მთავარი მიზნის გარშემო გაერთიანდნენ: აღეზარდათ შემოქმედებითად საინტერესო თაობა, ოსტატები, რომლებიც ხელოვნების ყველა მიმართულებით სიახლეებსა და ცვლილებებს განახორციელებდნენ. იქნებოდა ეს კერამიკა, ხალიჩის კერვა, რეკლამის, საბეჭდი და წიგნის ასაკინძი მასალის დამზადება, ტიპოგრაფია, მეტალისა და შუშის დამუშავება, თუ გრაფიკა და კედლის მხატვრობა. ამგვარი სწავლების მეთოდი რადიკალურად განსხვავდებოდა იმდროინდელ ელიტარული დიზაინის სკოლებში არსებული განათლების სისტემისგან.

ბაუჰაუსელების მიზანი არ ყოფილა ძვირად ღირებული პროდუქციის წარმოება. მათ სურდათ შეექმნათ ყველასათვის ხელმისაწვდომი და ამავდროულად უნიკალური იდეის მქონე პროდუქცია. მათი ნამუშევრები ეყრდნობოდა პრინციპს – „ფორმა თან სდევს ფუნქციას“.

ფაკულტეტების ხელმძღვანელები იყვნენ: მხატვრები – Wassily Kandinsky და Paul Klee, ფოტოგრაფი და სკულპტორი – László Moholy-Nagy, დიზაინერები – Marianne Brandt და Marcel Breuer, რომელთა დიზაინით შექნილმა სკამმა Model B3-მა წარუშლელი კვალი დატოვა ავეჯის დიზაინის სფეროში.

ბაუჰაუსის სკოლის დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი იყო Walter Gropius, რომელსაც ეკუთვნის Dessau-ში დაპროექტებული ბაუჰაუსის ცნობილი შენობა (ის UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი). თუმცა 1928 წელს Gropius ჩაანაცვლა Hannes Meyer-მა, რომელიც სტუდენტებს თავს ახვევდა პოლიტიკურ, კერძოდ კი ნაცისტურ შეხედულებებს და ამით ბაუჰაუსის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. 1930 წლიდან სკოლის წინამძღოლი გახდა ცნობილი არქიტექტორი Ludwig Mies van der Rohe. მას ეკუთვნის  გამონათქვამები:  Less is more  და  God is in the details. სწორედ ეს ფრაზები ედო საფუძვლად ბაუჰაუსის ფილოსოფიას ბოლო წლების მანძილზე.  სკოლა დაიხურა 1933 წელს, როგორც ანტინაცისტური იდეოლოგიის მქონე დაწესებულება.

ბაუჰაუსის სკოლა მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მოდერნისტული ხელოვნების მიმართულებით. მისი სწავლების მეთოდი, ხელოვნებისა და ტექნოლოგიის ურთიერთკავშირის გაგება, დიზაინისა და არქიტექტურისათვის სრულიად ახალი გზის გაკვლევა თავისი არსითა და იდეოლოგიით წინ უსწრებდა იმ პერიოდისათვის არსებულ ისტორიულ რეალობას. სკოლა დაარსდა 1919 წელს, მეორე მსოფლიო ომისგან განადგურებულ გერმანიაში და იარსება 1933 წლის აგვისტომდე. ამ წლების მანძილზე იქ გაზრდილმა თუ გადამზადებულმა ხელოვანებმა რევოლუციური იდეებით გადატრიალება მოახდინეს როგორც არქიტექტურის, ასევე დიზაინისა და ფერწერის მიმართულებით.

ბაუჰაუსის დაარსებიდან 100 წელი გავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ესთეტიკური, არქიტექტურული, სამხატვრო და დიზაინის მიმართულებით ჩამოყალიბებული ინოვაციური ხედვების გავლენა ამ დრომდე არ შესუსტებულა.

გაგაცნობთ რამდენიმე ღონისძიებას, რომელიც 2019 წელს ბაუჰაუსის სკოლის დაარსების 100 წლისთავს მიეძღვნა.

  1.   Weimar-ში, სადაც საუკუნის წინ დაარსდა ბაუჰაუსის სკოლა, დიზაინერმა Heike Hanada-მ შექმნა თეთრი, კუბის ფორმის მინიმალისტური მუზეუმი, რომლის როგორც ინტერიერი, ასევე ექსტერიერი შთაგონებულია Walter Gropius-ის მოდერნისტული არქიტექტურით. მუზეუმი მთელი წელი უმასპინძლებს ბაუჰაუსისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და გამოფენებს.
  2.   გამომცემლობა TASCHEN-მა გამოსცა Patrick Rössler-ის ავტორობით დაწერილი წიგნი – Bauhausmädels (ბაუჰაუსის გოგონები), სადაც მოთხრობილია სტუდენტი ქალების ისტორიები და ბიოგრაფიები. ქალები, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს საზოგადოებისა და ნაცისტური რეჟიმის მიერ დაწესებული სტანდარტები. ისინი ბაუჰაუსის სხვადასხვა ფაკულტეტზე სწავლობდნენ და მათი წვლილი სკოლის ისტორიის შექმნაში დიდი ხნის მანძილზე დაუფასებელი იყო. წიგნში ასევე დაიბეჭდა 1930-იან წლებში ანონიმურად გამოქვეყნებული ესსეები, რომელთა ავტორებიც დიდი ალბათობით ქალები იყვნენ, თუმცა მათ არ გააჩნდათ საკუთარი სახელით ნაშრომების გამოქვეყნების უფლება.
  3.   Melbourne-ის დიზაინის კვირა (14-24 მარტი) მთლიანად მიეძღვნა Bauhaus-ის 100 წლისთავს. ნაშრომში სახელწოდებით „როგორ შეუძლია დიზაინს განსაზღვროს მომავალი?“, Tony Ellwood AM  – The National Gallery of Victoria-ს დირექტორი აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გასულ საუკუნეში ბაუჰაუსის მიერ გამოყენებული ტექნოლოგიისა და მასალების გააზრება. თანამედროვე სამყაროში არსებული დიზაინის მიმართულება ბაუჰაუსის იდეებით შექმნილი ნამუშევრების  პირდაპირი გამოძახილია, შესაბამისად, ამ კუთხით საზოგადოებისათვის ცნობიერების ამაღლება აუცილებელია, რათა ახალ შესაძლებლობებსა და იდეებს ჩაეყაროს საფუძველი.

ავტორი: ანა ყიასაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ლუის კანის სპირიტუალური არქიტექტურა

ლუის კანის სპირიტუალური არქიტექტურა

ლუის კანის სპირიტუალური არქიტექტურა
ლუის კანის არქიტექტურა გამოირჩევა სპირიტულობით, ნატურალური შუქის ოსტატური გამოყენებით და მოდერნისტული და არქაული ფორმების სინთეზით
ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre

ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre

ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre
როცა ვსაუბრობთ საკულტო მოდერნისტულ მოცულობებზე, ვსაუბრობთ არქიტექტურაზე ახალი ადამიანებისთვის. სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრება "მინის სახლი" პარიზში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.