fbpx
გააზიარე სტატია

15 საკულტო წიგნის გარეკანი

ამბობენ, წიგნი ყდით არ უნდა განსაჯოო, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გარეკანის დიზაინმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს წიგნის პოპულარობაზე. ყდამ მკითხველს წიგნის ყიდვის სურვილი შეიძლება გაუჩინოს ან, პირიქით, გაუქროს.

წიგნმა თავისი გარეკანით გრძელი გზა გამოიარა. შუა საუკუნეებში წიგნი ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მას ხელით ამზადებდნენ. ყდებს ტყავისა და ოქროსგან აკეთებდნენ, რადგან წიგნს ღვთაებრიობის, ცოდნისა და ძალაუფლების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.

დღევანდელი გარეყდა მე-19 საუკუნეში შეიქმნა და მოგზაურობის დროს წიგნის დასაცავად იყენებდნენ, შემდგომ კი აგდებდნენ.
გამომცემლებმა პირველად წიგნი სარეკლამო მიზნით გაფორმებული ყდით 1920-30-იან წლებში გამოსცეს და მას შემდეგ გარეკანს რეკლამის დანიშნულება მიენიჭა.

დღეს ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში წიგნების ელექტრონულ ვერსიას კითხულობენ. სწორედ ამიტომ გამომცემლები ცდილობენ რაც შეიძლება საინტერესო გარეკანი ჰქონდეთ წიგნებს.

კარგი გარეკანი ერთგვარი ხელოვნების ნიმუშია, რომელზეც ხელი ყველას მიუწვდება.
წარმოგიდგენთ წიგნებს, რომელთა დიზაინი შთამბეჭდავია, ხოლო შინაარსობრივად ისინი საკულტო ნაწარმოებებად ითვლებიან.

 

ავტორი: ლიზი მახარაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.