fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x თიბისი სტატუსი – თბილისში კარლოს რეიგადასის მასტერკლასი გაიმართება

ხვალ, 3 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში მექსიკელი რეჟისორის, კარლოს რეიგადასის მასტერკლასი გაიმართება. უამრავი საერთაშორისო ფესტივალისა და პრემიის გამარჯვებული რეიგადასი წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მაყურებლის წინაშე  წარდგება სექციაში – “რეჟისორი ფოკუსში”, სადაც ვიხილავთ მის ხუთ ფილმს: “ზეციური ბრძოლა”, “იაპონია”, “ჩვენი დრო”, “წყვდიადის შემდეგ ნათელი” და “ჩუმი სინათლე”. გამორჩეული სტილითა და ექსტრაორდინარული ხელწერით ცნობილი რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი – “იაპონია” კანის კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში ოქროს კამერის მფლობელი გახდა, ხოლო “ჩუმი სინათლისა” და “წყვდიადის შემდეგ ნათელის” გამო ჟიურის სპეციალური ჯილდო და საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიიღო.

კარლოს რეიგადასის მასტერკლასები სტუდენტების, კინომოყვარულების და კინოპროფესიონალებისთვის 3 და 4 დეკემბერს, 14:00 საათზე, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში გაიმართება. 3 დეკემბერს მასტერკლასის თემა იდეისა და მომავალი ფილმის მხატვრული კონცეფციის ჩამოყალიბება, სცენარის შექმნის მეთოდოლოგია, ფილმის გადაღებისთვის მოსამზადებელი პერიოდი, მსახიობთან მუშაობის თავისებურება და გადაღების პროცესი იქნება, 4 დეკემბერს კი დამსწრე აუდიტორია მოისმენს მასტერკლასს თემაზე: პოსტპროდუქციის პერიოდი: მონტაჟი, ფერის კორექცია, ხმის დიზაინი და მუსიკა.

გარდა 3 და 4 დეკემბრის მასტერკლასებისა, კარლოს რეიგადასთან შეხვედრა 8 დეკემბერს სასტუმრო Rooms-შიც გაიმართება.


ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock x თიბისი სტატუსი - "უარყოფითი რიცხვები" - ინტერვიუ რეჟისორ უტა ბერიასთან

Hammock x თიბისი სტატუსი - "უარყოფითი რიცხვები" - ინტერვიუ რეჟისორ უტა ბერიასთან

Hammock x თიბისი სტატუსი - "უარყოფითი რიცხვები" - ინტერვიუ რეჟისორ უტა ბერიასთან
“უარყოფითი რიცხვები ძალიან ჰგვანან ჩემს გმირებს. როგორც ფილმში ერთი გმირი ამბობს, ეს ის რიცხვებია, რომლებიც თან არსებობენ და თან არ არსებობენ, 0-ს ქვემოთ არიან, საზოგადოებისგან უარყოფილები და ეგ იარლიყიც პირდაპირ აქვთ მიკერებული: ისინი უარყოფითები არიან”. - უტა ბერია
Hammock x თიბისი სტატუსი - Vintage box office

Hammock x თიბისი სტატუსი - Vintage box office

Hammock x თიბისი სტატუსი - Vintage box office
თბილისის საერთაშორისო კინოფესტვალის ფარგლებში 1-ლიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად ერთობლივი სივრცით - Vintage Box Office-ით იქნება წარმოდგენილი. აქ მოსულ სტუმრებს ვაჩუქებთ გრაფიკული დიზაინერის, კვაჭის მიერ უეს ანდერსონის ფილმის “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის“ თემაზე შექმნილ ნაჭრის ჩანთებსა და სტიკერებს
Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შესახებ

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შესახებ

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის შესახებ
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეოცედ ტარდება, მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ფესტივალზე არა მხოლოდ გამორჩეულ ფილმებს იხილავთ, არამედ გაესაუბრებით რეჟისორებს და მოხვდებით სპეციალურად კინოფესტივალისთვის დაგეგმილ მასტერკლასებსა და ვორქშოფებზე
Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

Hammock x თიბისი სტატუსი - თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
1-ლ დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში "თბილისის მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. 8 დეკემბრის ჩათვლით ჟურნალი Hammock თიბისი სტატუსთან ერთად აქტიურად გააშუქებს ფესტივალის მიმდინარეობას, თვალი ადევნეთ ჩვენი ჟურნალის ინსტაგრამ გვერდსაც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.