fbpx
გააზიარე სტატია

Casa Das Canoas – ბრაზილიელი არქიტექტორის, ოსკარ ნიმეიერის სახლ-მუზეუმი

Casa Das Canoas ბრაზილიელი არქიტექტორის, ოსკარ ნიმეიერის საკუთარი სახლია ქალაქ რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიაში. სახლი მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედევრია მსოფლიოში. ნიმეიერი ოჯახთან ერთად Casa Das Canoas-ში 1964 წლამდე ცხოვრობდა. შემდეგ მას ბრაზილიის დატოვება მოუხდა ქვეყანაში დამყარებული დიქტატურის გამო. დღეს სახლი გახსნილია პუბლიკისთვის და ისე ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი. არქიტექტორის შთაგონების წყარო, მის ვან დერ როეს საკულტო სახლი Farnsworth House-ია, რაც გარემოსა და ინტერიერის სინთეზსა და შუშის ფასადებში აისახება.

Casa Das Canoas ფერდობზეა განთავსებული და ატლანტის ოკეანეს გადაჰყურებს. Casa Das Canoas-ს საცხოვრისი არ შედგება მხოლოდ შენობისგან, აქ მთელი ტერიტორია და ბუნებაც საცხოვრებელი ადგილია.
ნიმეიერის თქმით, მისი მიზანი იყო სახლს თავისუფლად შესძლებოდა გარემოსთან მანიფესტაცია. გარშემო არსებულ ბუნებას არ დაჰკარგოდა სიცოცხლის უნარიანობა, არამედ პირიქით – აყვავებულიყო სახლის მიდამოებში.

Casa Das Canoas ორი სართულისგან შედგება. ინტერიერის დიზაინიც კი თავად არქიტექტორმა და მისმა შვილმა, ანა-მარიამ შექმნეს. მათ საცხოვრებელი ფართი ისე მოაქციეს ჩრდილში, რომ ფარდები არ გამოეყენებინათ. ამის გამო სახლი თითქოს გამჭვირვალე გახდა. ეზოში, აუზთან განთავსებულია ნიმეიერის მეგობრის, Alfredo Ceschiatti-ის სკულპტურები, რომლებიც იდეალურად ეხამება დინამიკურ გარემოს. არქიტექტორის კონცეფციით, დიზაინი უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად თავისუფალი და ადვილად ადაპტირებული გარემოსთან.

სახლი ორგანული და მინიმალისტური არქიტექტურის სინთეზია. მიუხედავად იმისა, რომ შენობა სუფთა გეომეტრიულ ფორმებს არღვევს, სტილის ფორმალური სისუფთავე შენარჩუნებულია. იმ პერიოდში, როდესაც ნიმეიერის სახლის კონსტრუქციას აგებდნენ, ბეტონის მატერიის მოქნილობა ახალი აღმოჩენილი იყო და არქიტექტორმა ამ ახალი მასალის მანიფესტაცია შეძლო სახლის დიზაინში.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.