fbpx
გააზიარე სტატია

Celebrity Clouds – ნატალია ბერიძისა და კორძის ახალი ალბომი

18 სექტემბრიდან Vodkast Records-ში შეძლებთ შეიძინოთ CES RECORDS-ის ახალი ალბომი CELEBRITY CLOUDS. ალბომზე ნატალია ბერიძემ და კორძმა იმუშავეს, ალბომის პრესრელიზი კი ანდრეას რეისს ეკუთვნის.

„ოთხი ხელით შესრულებული საფორტეპიანო მუსიკა, როცა ორი ხელოვანი ერთმანეთს უყურებს და მათ შორის რაღაც სასწაულებრივი იბადება. ოთხი ნაწილი, თუმცა არა კვარტეტი. ქორეოგრაფია ერთმანეთის გარშემო, სადაც ერთი შუაში, დანარჩენი სამი კი მის ირგვლივ მოხრილი სანთლებით ხელში ცეკვავს. თუმცა ეს არ არის წმინდა რიტუალი და არც სანთელია ჯერ ბოლომდე ჩამწვარი. ეს არის სურათი, სურათი და სულები მეხსიერებიდან“.

ალბომის ციფრული ვერსია (რელიზი) Ces Records-ის ყველა ონლაინ პლატფორმაზე 3 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

Celebrity Clouds ოთხი კომპოზიციისგან შედგება და ალექსანდრე კორძაიას (Kordz) და ნატალია ბერიძის ონლაინ კოლაბორაციის შედეგია. ბერიძის ტექსტი სრულიად დამოუკიდებელია კორძის მუსიკისგან, რაც ალბომს სარკასტულობას სძენს. მუსიკალური იდეები კორძს ეკუთვნის, ბერიძემ კი თითოეული კომპოზიცია დაასრულა – ინსტრუმენტები, ტექსტი და ვოკალი დაუმატა.

თეა ჯორჯაძის მიერ გაფორმებული ალბომი კონცეფციას ეხმიანება და ნახევრად ჩამწვარი სანთლის სილამაზის სევდას აჩვენებს.

Hammock 18 სექტემბერს ასევე წარმოგიდგენთ ნიკა მაჩაიძის ვიდეოს პრემიერას, რომელიც არტისტმა ალბომის სიმღერა Half-Tone Bubbles-ისთვის გადაიღო.

ავტორი: სოფიო ბუჯიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
SLEEPERS POETS SCIENTISTS

SLEEPERS POETS SCIENTISTS

SLEEPERS POETS SCIENTISTS
ქართულმა დამოუკიდებელმა ლეიბლმა CES Records-მა პირველი ფირფიტა გამოუშვა სახელწოდებით SLEEPERS POETS SCIENTISTS
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.