გააზიარე სტატია

სექტემბრის საინტერესო კოლაბორაციები მოდაში

Supreme x COMME des GARÇONS SHIRT | გამოსვლის თარიღი: 13 სექტემბერი

Supreme და COMME des GARÇONS SHIRT კიდევ ერთხელ გვთავაზობს თანამშრომლობით შექმნილ პროდუქციას. კოლექციაში შედის ყოველდღიური სამოსი, რომელზეც ამ ორი საკულტო ბრენდის ლოგოებია ინტეგრირებული.

კოლექციის ნაწილში გამოყენებულია Earsnot IRAK-ის ნამუშევარიც. 

 

Overkill X Reebok 1985 East Berlin | გამოსვლის თარიღი: 24 სექტემბერი

გერმანული ბრენდი Overkill და Reebok-ის შეზღუდული ტირაჟის (Limited-edition) ერთობლივი შემოქმედებაა.  ფეხსაცმლის შთაგონება 1985 წლის კომუნისტური აღმოსავლეთ ბერლინია. მწვანე ფერის corduroy (Корд) და გამოყენებული პრინტი გვახსენებს 80-იანი წლების აღმოსავლეთ ბერლინურ ტენდენციებს  და ასევე იმდროინდელი პოპულარული ინტერიერის დიზაინერულ მოტივებს.

სიტყვა “Bückware”, რომელიც ფეხსაცმლის დიზაინის ნაწილია, აღმოსავლეთ ბერლინული სლენგია და შეზღუდული ტირაჟისა და ძნელად საშოვნი ნივთების ჩუმად გაყიდვას ეხება.

 

Stella McCartney X Stan Smith | გამოსვლის თარიღი: 10 სექტემბერი

Stella McCartney და Adidas-ის თანამშრომლობა  ბრენდის საკულტო Stan Smith-ის კედზე. ეს პირველი Stan Smith იქნება, რომელიც ვეგანური ტყავისგანაა დამზადებული. ბრიტანელი დიზაინის სახლი ცნობილია cruelty free ფილოსოფიით, მაკარტნი არასდროს იყენებს ნამდვილ ტყავს და ბეწვს საკუთარ კოლექციებში.  

 

Calvin Klein X Andy Warhol | გამოსვლის თარიღი: 20 აგვისტო

Calvin Klein-ისა და  Andy Warhol Foundation-ის გრძელვადიანი თანამშრომლობა   კიდევ ერთ კოლექციას გვთავაზობს. ამჯერად CK საცვლებსა და თეთრ მაისურებზე უორჰოლის პროვოკაციული ფოტოებია დაპრინტული სერიიდან Exposures – 77-85.  

 

Gosha Rubchinskiy x Burberry | გამოსვლის თარიღი: 2018 იანვარი

SS18 სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ერთობლივი ნამუშევარი.  კოლექციის შთაგონება იყო ახალგაზრდობა და ბრიტანული ფეხბურთის კულტურა რუსეთში. საკაფსულო კოლექციაში რუბჩინსკიმ Burberry-ს  8 საკულტო სამოსი გარდაქმნა.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
New Age | ნატალია კალანდაძე

New Age | ნატალია კალანდაძე

New Age | ნატალია კალანდაძე
რუბრიკაში New Age გაეცნობით ახალ თაობას, მათ ინტერესებსა და შეხედულებებს ქალაქზე, ცხოვრების სტილსა და  სამომავლო გეგმებზე.
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.