fbpx
გააზიარე სტატია

Concept store – Dalood

მაკა კვიციანის ახალი Flagship მაღაზია Dalood სულ რაღაც ერთი თვეა გაიხსნა და უკვე ერთ-ერთი საინტერესო ადგილი გახდა შოპინგისთვის. მაღაზია ფერადი და ცოცხალი ინტერიერით გამოირჩევა. უამრავი საინტერესო ობიექტი Dalood-ის ready to wear ხაზთან ერთად ერთ საერთო ისტორიას ჰყვება.

გამორჩეული ინტერიერის დიზაინი და ავეჯი Objects Architecure and Design-ს ეკუთვნის. მათთან კოლაბორაციით შექმნილი დივანი და ხის თაროები, რომელიც ინტერიერის ნაწილია, ამავდროულად იყიდება კიდეც.

მაღაზია დალოოდი, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან კოლაბორაციით შექმნილ ნივთებს და ნამუშევრებს. გამორჩეული კი იმით არის, რომ ყოველი ასეთი ნივთი უნიკალურია, აუცილებლად საქართველოშია წარმოებული და საგულდაგულოდ არის შერჩეული შემოქმედებითი გუნდის მიერ. კოლაბორაციები ყოველთვიურად განახლდება, რაც მაღაზიაში სტუმრობისთვის კიდევ ერთი მიზეზია.

მაგალითად, აქ ნახავთ სპეციალურად Dalood-ისთვის შექმნილ კერამიკის განათებებს, ვაზებს, ნახატებს. ამჯერად სალომე ჯოხაძის ნამუშევრებია spotlight-ში. ძალიან საინტერესოა ასევე ნაძვის ხის ფორმის ფერადი ობიექტები, რომელიც Flovers-თან ერთად შეიქმნა და დეკემბრის ექსკლუზიური კოლაბორაციაა პრემიუმ ხარისხის წინდების ბრენდ Rosebud-თან. რაც ყველაზე მთავარია, აქ თითოეული ნივთი, ფერებით, ფორმით თუ შინაარსით, ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და კონცეფციას.

აქ ნახავთ ასევე სალომე მხეიძესთან ერთად შექმნილ უნიკალურ გამჭვირვალე მძივის ჩანთებს, დალოოდისთვის დამახასიათებელ ფერად სვიტრებს, დენიმის ხაზს ყოველდღიური გარდერობისთვის და ა.შ.

ძალიან მალე მაღაზიას ონლაინ ვერსიაც დაემატება და შესაძლებელი იქნება ყველა ამ ნივთის თუ ტანსაცმლის გამოწერა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით.

მანამდე კი შეგიძლიათ თბილისში ესტუმროთ მაღაზიას, ფალიაშვილის 13 ნომერში.

სამუშაო საათები: 11:00 – 20:00

ავტორი: ნინუცა ივარდავა
ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები

ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები

ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები
Hammock Magazine გთავაზობთ ტანსაცმლისა და აქსესუარების რამდენიმე ონლაინ მაღაზიას, საიდანაც საინტერესო ნივთების შეძენას არცთუ ისე მაღალი ბიუჯეტითაც მოახერხებთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.