fbpx
გააზიარე სტატია

Dalood-ის ზღაპრული პალიტრა SS-2020 წლის კოლექციაში

Dalood-ის 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის ცვლილებები ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რაც დღეს ბრენდის დნმ-ის შეუცვლელი ნაწილი გახდა – მაღალი ხარისხი, მრავალფუნქციური სამოსი, რომანტიკული ფემინური კაბები, მასკულინური ფორმები, ძლიერი ფერები და მარტივი, ელეგანტური სილუეტები.  ამ სეზონზეც, უცვლელად, ფერი წარმოადგენს გამოხატვის საუკეთესო საშუალებას. ამ სეზონის ფერთა გამაში თვალში მოგხვდებათ – ვარდისფერი, ცისფერი, იისფერი, ლაიმისფერი, თეთრი და ყვითელი, რომელთა შერწყმა მბრწყინავი, რბილი ფორმებით კოლექციის მეოცნებე, რომანტიკულ განწყობას ასახავს. 

ამ ზღაპრულ სამყაროში არაფერია იმაზე რომანტიკული, ვიდრე ხასხასა მოიისფრო-ვარდისფერი გამაშები, ლაიმისფერი კოსტიუმი, თეთრი ბუმბულის კაბა, იისფერი მოქსოვილი ბოლეროები, მაღალწელიანი მოიისფრო-ვარდისფერი ატლასის შორტები. SS-2019 წლის კოლექციისადმი დიდი მოთხოვნისა და წარმატების გამო მეორდება სხვადასხვა სამოსი, როგორებიცაა – ფართო შარვლები, ზურგზე ამოღებული თეთრი პიჯაკი, დაპლისული ქვედაკაბები. 

აშკარაა, რომ Dalood-ის ქალის სულისკვეთება და დამოკიდებულება, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, არასოდეს იცვლება, ის მხოლოდ ვითარდება, ძლიერდება და უფრო თავდაჯერებული გვევლინება  სეზონიდან სეზონამდე.


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ Benext-ის გამარჯვებულ დიზაინერ ლევან შველიძესთან

ინტერვიუ Benext-ის გამარჯვებულ დიზაინერ ლევან შველიძესთან

ინტერვიუ Benext-ის გამარჯვებულ დიზაინერ ლევან შველიძესთან
ინტერვიუ Benext 2018-ის გამარჯვებულ დიზაინერ ლევან შველიძესთან, რომელიც ახალ კოლექციას მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე სულ მალე წარადგენს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.