fbpx
გააზიარე სტატია

Design Hotels-ის წევრი სასტუმროები თბილისში

ბარსელონას, ლისაბონის და კოპენჰაგენის შემდეგ Design Hotels Global-ის ყოველწლიური კონფერენცია ამჯერად თბილისში 26 სექტემბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. ღონისძიების მასპინძელი “აჭარა ჯგუფია”, რომლის მფლობელობაში მყოფი სასტუმროები: “რუმს ყაზბეგი”, “რუმს თბილისი”, “რუმს კოხტა” და “სტამბა” Design Hotels-ის გაერთიანებაშია.

თავდაპირველად, 1993 წელს, ათი სასტუმროს პორტფოლიოთი შექმნილი გაერთიანება დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით სამასზე მეტ სასტუმროს ითვლის, რომლებიც დამოუკიდებელი ოტელიერების ხედვით დედაქალაქებში, მთებში და ზღვის სანაპიროებზე გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშებსა და ადგილობრივ კულტურაზე დაფუძნებული იდეების ხორცშესხმას წარმოადგენენ. უნიკალური კონცეფციით გამორჩეული სასტუმროების სიაში ყოფნის სურვილს ყოველწლიურად 400-ზე მეტი სასტუმრო გამოთქვამს, თუმცა აქ მოხვედრის შანსი მათ შორის საშუალოდ 5%-ს თუ ეძლევა.

Design Hotels-ის სასტუმროების წარმომადგენლები რამდენიმე დღეს საქართველოში გაატარებენ, რა დროსაც ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში ოპერისა და ბალეტის თეატრის ეზოში ქართველი ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები დააგემოვნონ, რაც საექსპორტო ბაზარისა და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Taller Aragonés-ის  Rombo IV

Taller Aragonés-ის Rombo IV

Taller Aragonés-ის  Rombo IV
დიდი, თეთრი მოდერნისტული  სახლი, შთამბეჭდავი გეომეტრიული ფორმებითა და განლაგებით
ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre

ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre

ფრანგი არქიტექტორის, პიერ შაროს - Maison de Verre
როცა ვსაუბრობთ საკულტო მოდერნისტულ მოცულობებზე, ვსაუბრობთ არქიტექტურაზე ახალი ადამიანებისთვის. სწორედ ამ კონტექსტში მოიაზრება "მინის სახლი" პარიზში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.