გააზიარე სტატია

Dessange Paris – ფუფუნება და სილამაზის სრული სპექტრი

Dessange ქალის სილამაზეს 1954 წლიდან ემსახურება. მას შემდეგ, რაც ჟაკ დესანჟმა პარიზში პირველი სალონი გახსნა, Dessange ფრანგული ცხოვრების სტილის განუყოფელ ელემენტად იქცა. ფრანგი ქალის ჩაცმისა და თავის მოვლის  ხრიკებს დღემდე უამრავი ქალბატონი შენატრის. Dessange კი ფრანგული სისადავისა და დახვეწილობის საიდუმლოებებს მსოფლიოს 37 ქვეყანაში უზიარებს ქალბატონებს, მათ შორის – საქართველოშიც.

Dessange სილამაზის სფეროს ექსპერტია. ბრენდი მომხმარებელს უნიკალურ გამოცდილებას ჰპირდება და თავის მოვლის სრულ სპექტრს სთავაზობს. Dessange მეტია, ვიდრე უბრალოდ სალონი, ფრანგული ბრენდი flagship სალონია, სადაც ქალები ყველა პრობლემის დავიწყებას შეძლებენ.

მთელ მსოფლიოში, დიდი ქალაქებში ვხვდებით Dessange-ის თავის მოვლის სპა-ცენტრებს,  ბრენდი გვთავაზობს თმის სპა-სალონებსა და დიაგნოსტიკის სერვისს, რაც მომხმარებლის სრულ კომფორტზეა ორიენტირებული.  რომ არაფერი ვთქვათ, თმის შეჭრისა და მოვლის ინოვაციურ მეთოდებზე, რაც ჯერ კიდევ ჟაკ დესანჟმა დანერგა.

Dessange-ის კვლევისა და ლაბორატორიის ცენტრი ზრუნავს იმაზე, რომ სილამაზის მენიუ სრულყოფილი გახადოს. აღსანიშნავია, რომ ბრენდს აქვს საკუთარი დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი, აწარმოებს სახისა და სხეულის მოვლის საშუალებებს, აგრეთვე მომხმარებელს სთავაზობს თმის აქსესუარების დიდ არჩევანს.

Dessange გამოცდილებაა, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ბრენდი სრულ პასუხისმგებლობას იღებს –  იზრუნოს ქალის მშვენიერებაზე.

წელს Dessange კანის კინოფესტივალთან პარტნიორობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. თანამშრომლობა პირველად 50-იან წლებში ჟაკ დესანჟის დედის დამსახურებით დაიწყო. მან ფრანგული კინოს ვარსკვლავის, ბრიჯიტ ბარდოს პრესატაშე დაარწმუნა იმაში, რომ ფესტივალისთვის ვარსკვლავებს საგანგებო მოვლა და განსაკუთრებული ვარცხნილობები სჭირდებოდათ. მას შემდეგ კანის კინოფესტივალის ვარსკვლავებს Dessange-ის ხელწერა გამოარჩევთ.

Dessange ქართველ მომხმარებელსაც ანებივრებს მრავალფეროვანი სერვისით და მომსახურების სფეროში თავის მოვლის მაღალ სტანდარტს ნერგავს.

სულ მალე Hammock Studio და Dessange წარმოგიდგენთ თანამშრომლობით შექმნილი ვიდეოს პრემიერას, ხოლო Hammock Magazine განაგრძობს ბრენდთან თანამშრომლობას და სიახლეებს გპირდებათ.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
Chateau Marmont

Chateau Marmont

Chateau Marmont
ძველი ჰოლივუდის გლამური, ბევრი ცნობილი ისტორია, რამდენიმე გახმაურებული სიკვდილი და ერთი საკულტო სასტუმრო
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.