გააზიარე სტატია

დღის ობიექტი | The Cloud


პრინცის ეს გიტარა პირველად ფილმის, purple Rain-სთვის შეიქმნა.

პრინცი თავის გიტარებს მინეაპოლისში ყიდულობდა, საიდანაც იყო წარმოშობით. ეს გიტარა დეივ რუსანმა შექმნა მისთვის. რუსანი მინეაპოლისის ერთ-ერთ გიტარის მაღაზიაში მუშაობდა, სადაც პრინცი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დადიოდა. ერთ დღეს პრინცი მივიდა მაღაზიაში და მაღაზიის მფლობელს ძალიან დიდი ხანი ელაპარაკა. რუსანი იხსენებს, რომ როდესაც შეხვედრა დამთავრდა, მაღაზიის მფლობელი მასთან მივიდა და უთხრა, რომ პრინცი ფილმის გადაღებას აპირებდა და ამისთვის გიტარა სჭირდებოდა, რომელიც რუსანს უნდა გაეკეთებინა.

 

 

რუსანისთვის ეს პირველი გიტარა იყო, რომელიც თვითონ უნდა დაემზადებინა.

რუსანის თქმით, ის კვირაში 50-60 საათს მუშაობდა ერთი თვის განმავლობაში, რომ გიტარა იდეალური გამოსულიყო.

გიტარის დიზაინის ინსპირაცია პრინცისთვის თავისი ბავშვობის მეგობრის, ბასის გიტარა იყო, რომელიც შეგიძლიათ Why You Wanna Treat Me So Bad ვიდეოში ნახოთ.

ეს გიტარა მხოლოდ ფილმისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ პრინცმა Cloud ტურზე წაიღო. რუსანს კიდევ ასეთი სამი გიტარა დაუკვეთეს სხვადასხვა ფერის.

პირველი Cloud გიტარის ნახვა ახლა ვაშინგტონში, ამერიკული ისტორიის ნაციონალურ მუზეუმში შეგიძლიათ.

 


რეკომენდირებული სტატიები
დღის ობიექტი | After Party

დღის ობიექტი | After Party

დღის ობიექტი | After Party
იტალიურმა ავეჯის ბრენდმა გუფრანმა მილანის დიზაინის კვირეულის დროს დისკოს მიერ ინსპირირებული ავეჯი და ხალიჩები წარმოადგინა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.