fbpx
გააზიარე სტატია

შავი ზღვის მე-13 ჯაზ-ფესტივალი

ბათუმში სულ მალე TBC Status-ისა და Eastern Promotion-ის ორგანიზებით შავი ზღვის მე-13 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება და მას 18 ივლისს კორნი ჰერნი და ჯგუფი The Fun Apostiles-ს გახსნის, მომდევნო დღეებში ფესტივალის მონაწილეებს შორის ასევე წარდგებიან: ჯგუფი MokuMoku, Kraak & Smaak Incognito, DJ Francis & Mc Bluey. წარმოდგენილ ჯგუფებთან ერთად შავი ზღვის  მე-13 ჯაზ-ფესტივალის ოფიციალური დიჯეი DJ Machaide იქნება.

ფესტივალის ბილეთებზე სპეციალურად TBC Status-ის მომხმარებლებისთვის 20%-იანი ქეშბექი იმოქმედებს. გარდა ამისა, მათ, ვინც 18 ივლისიდან მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბათუმის მზიან სანაპიროზე  სტუმრობას ჯაზის გამო აპირებს, TBC Status არაერთ საინტერესო სიურპრიზს ჰპირდება. 19 ივლისის დილას თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ჯაზ-მატარებელი დაიძვრება, სადაც მგზავრებს მუსიკა, საჩუქრები და  რამდენიმესაათიანი დამღლელი გზის ხალისიანად გატარების შესაძლებლობა მიეცემა. ბათუმში კი, გარდა ფესტივალის მსვლელობისას წარმოდგენილი არაერთი საჩუქრისა, TBC Status-ის მომხმარებლებს შანსი ეძლევათ 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ  Iveria Beach-ზე, რომელიც რამდენიმე დღით სტატუს-სანაპიროდ გადაიქცევა. სტატუს-სანაპიროზე 14:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება ე.წ. ბედნიერი საათები. ამ დროს იქ მისული სტუმრებისთვის წარმოდგენილი იქნება TBC Status-ის საზღვაო აქსესუარები, სხვადასხვა საჩუქარი და „ჯი დი ალკოს“ კოქტეილები.  გარდა ამისა, სტატუს-სანაპიროზე მისული სტუმრების სასიამოვნო განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში არაერთი მუსიკალური ჯგუფი და შემსრულებელი იზრუნებს.

ასე რომ,  მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია შავი ზღვის სანაპიროზე სტუმრობა, ამის არაჩვეულებრივი შანსი და მიზეზი 18 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით ეძლევა. მანამდე კი გაიცანით მონაწილეები, რომლებიც ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე  წარდგებიან:

 

Incognito

ბრიტანული ეისიდ ჯაზ-ბენდი, რომლის სადებიუტო ალბომს –   Jazz Funk-ს  მსმენელი 1981 წელს გაეცნო. ბენდის ერთ-ერთი დამაარსებელია გიტარისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და შემსრულებელი  ჟან პოლ მონიკი, იგივე ბლუი. ბენდის სადებიუტო ალბომს მალევე მოჰყვა მეორე და მესამე ალბომები – Wariors და Inside Life, რითაც ჯგუფმა საერთაშორისო  მსმენელის დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა. 40-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში Incognito-მ 17 ალბომი გამოუშვა. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე ბათუმში 20 ივლისს წარდგება.

 

Cory Henry & Funk Apostles

ამერიკელმა ჯაზ,  R&B და სოულ შემსრულებელმა, პიანისტმა, ორგანისტმა და მუსიკალურმა  პროდიუსერმა კორი ჰენრიმ პირველი დამოუკიდებელი ალბომი – Art Of Love – 2018 წელს გამოუშვა, თუმცა მუსიკალური კარიერა ბევრად ადრე, 2006 წელს დაიწყო. ამ პერიოდში კორი ჰენრი მუსიკალურ  ტურნეებში ისეთ მუსიკოსებთან  ერთად ჩნდებოდა, როგორებიც არიანBruce Springsteen, Michael McDonald, P. Diddy, Boyz II Men, Kenny Garrett და  The Roots. მუსიკოსს თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში სულ სამი ალბომი –  First Steps, Reival და Art Love აქვს გამოშვებული. შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე კორი ჰენრი და მისი ბენდი  მსმენელის წინაშე 18 ივლისს წარდგებიან.

 

Kraak & Smaak

სამი მუსიკოსისგან შემდგარი ჰოლანდიური ბენდი  ოსკარ დე იონგიმ, მარკ ნეპერსმა და ვიმ ფლაგმა 2003 წელს დააარსეს. ჯგუფის პირველი ალბომი Boogie Angst  პირველად დიდ ბრიტანეთში 2006 წელს გამოვიდა, ორი წლის შემდეგ მათ მეორე ალბომი  Plastic People გამოუშვეს, რომელსაც მალევე მოჰყვა მესამე – Electric Hustle. დღეს უკვე ექვსი ალბომის ავტორი ელექტრონული მუსიკისა და პანკის ჟანრში მოღვაწე ჯგუფი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 19 ივლისს დაუკრავს.

 

MokuMoku

2014 წელს დაარსებულ ქართულ ჯგუფ Moku Moku-ს ქართველი მსმენელი უკვე კარგად იცნობს. ჯგუფი, რომელიც ერთდროულად პანკის, ჰიპ-ჰოპისა და ჯაზის ჟღერადობას “ატარებს”, ექვსი ძირითადი წევრისგან შედგება. ამ დრომდე MokuMokum 3 ალბომი –  Build The Temple (2015) Black Heaven (2017) და Chicago Marinade (2019) გამოუშვა. ამჟამად  კი ჯგუფი თავის მეოთხე ალბომზე –  Feast-ზე მუშაობს. ჯაზ-ფესტივალზე ქართული ჯგუფი მსმენელის წინაშე 19 ივლისს წარდგება.

 

ავტორი : გვანცა ჩანადირი

 


რეკომენდებული სტატიები
Kravitz Design

Kravitz Design

Kravitz Design
მუსიკოს Lenny Kravitz-ს ყველა იცნობს, ბევრმა შესაძლოა მისი სამსახიობო კარიერის შესახებაც იცოდეს, თუმცა ცოტას თუ ეცოდინება, რომ მან 2003 წელს ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.