fbpx
გააზიარე სტატია

E-Space – მომავლის ტრანსპორტი

E-Space პირველი და ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც მთლიანად ეძღვნება საქართველოში ელექტრომობილების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას. ეს ის კომპანიაა, რომელმაც პირველმა შემოიტანა ქვეყანაში ელექტრომობილების დამმუხტველი აპარატები და მას შემდეგ ქმნის და ავითარებს ელექტროდამუხტვის ქსელს საქართველოს მასშტაბით.

ბევრი მიზეზი არსებობს საიმისოდ, თუ რატომ მიიჩნევა ელექტრომობილები მომავლის ტრანსპორტად. პირველ რიგში, მისი ექსპლუატაცია ბევრად უფრო ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე სხვა ტიპის მანქანის. ელექტრომობილის მოვლა უფრო მარტივია, რადგან მას ბევრად ნაკლები ნაწილი აქვს, ვიდრე სტანდარტულ, დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე ავტომობილს. შესაბამისად, არ სჭირდება ბევრი ის პროფილაქტიკური ოპერაცია, რაც სხვა ტიპის მანქანას. აშშ-ის 20-წლიანი გეგმის მიხედვით, ელექტრომანქანების პოპულარიზაციას დიდი როლი უჭირავს ნავთობის მოხმარების განახევრებაში.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ელექტრომობილები ბევრად უფრო ეკოლოგიურად სუფთა გადაადგილების საშუალებაა, რადგან არ აქვს არანაირი გამონაბოლქვი. ამ მიზეზის გამო განვითარებული ქვეყნების უმეტესობა აქტიურად უწყობს ხელს ელექტრომობილების პოპულარიზაციას. 2018 წლის პირველი ნახევრისთვის მსოფლიოში ელექტრომობილების (მათ შორის – plug-in ჰიბრიდების) რაოდენობამ 4 მილიონს მიაღწია, ხოლო 2019 წლის მარტისთვის კი უკვე 5 მილიონს გადააჭარბა. ელექტრომობილების წილი 1%-იან ზღვარს უკვე გასცდა ბევრ ქვეყანაში. საქართველოს შემთხვევაში 1%-იანი ზღვარი 10 000 ელექტრომანქანას გულისხმობს. ამჟამად საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობამ უკვე 1,500-ს გადააჭარბა.

ელექტრომობილზე არჩევანის გაკეთება სახარბიელო და ჭკვიანური გადაწყვეტილებაა მომხმარებლისთვის. მისი დამუხტვის სხვადასხვანაირი მეთოდი არსებობს, მაგალითად, სახლის დამმუხტველი მათთვის, ვისაც საკუთარი სადგომი აქვს. უფრო პოპულარული მეთოდია ქალაქში განთავსებული დამმუხტველების გამოყენება, რომლებიც განლაგებულია როგორც საჯარო, ასევე კერძო ობიექტებზე. თუ ქალაქგარეთ აპირებთ გასვლას, საქართველოს ძირითად გზატკეცილებზეც განთავსებულია სწრაფი აპარატები, რომლითაც ელექტრომობილი 30-60 წუთში იმუხტება. E-Space-ის დამუხტვის ქსელში ამჟამად 0-60-ზე მეტი აპარატია საქართველოს მასშტაბით, რომლებიც განთავსებულია მომხმარებლისთვის კომფორტულ ადგილებში – სავაჭრო ცენტრების, სუპერმარკეტების, გასართობი ცენტრების, რესტორნების, ავტოგასამართი სადგურების, სასტუმროების და ა.შ. მიმდებარე ტერიტორიებზე.

კომპანიამ 2019 წლიდან ასევე დანერგა მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ არამარტო გადაამოწმონ ამა თუ იმ დამმუხტველის ხელმისაწვდომობა, არამედ შეარჩიონ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიხედვით, რაც დამუხტვის ლოდინს არა მხოლოდ სასიამოვნოს ხდის, არამედ გარანტიას გაძლევთ, რომ ძვირფას დროს ფუჭად არ დაკარგავთ.

E-Space თავის შოურუმში წარმოგიდგენთ არამხოლოდ ისეთი ნაცნობი ბრენდების ელექტრომობილებს, როგორებიცაა Tesla, Fiat, Nissan და ა.შ., არამედ საინტერესო და ინოვაციური ბრენდების პროდუქტსაც გთავაზობთ. მათ შორისაა გერმანული ელექტროსკუტერი unu. სკუტერი დახვეწილი დიზაინით და ინოვაციური ტექნოლოგიით გამოირჩევა. unu-ის კომპაქტური, 51-ვოლტიანი, 29-ამპერსაათიანი ლითიუმ-იონის ბატარეა, რომელიც Panasonic-ის ელემენტებით არის დამზადებული, სულ რაღაც 8 კილოგრამს იწონის და ძალიან მოსახერხებელია. შეგიძლიათ ამოიღოთ სკუტერიდან და დამუხტოთ თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას: სახლში, ოფისში, კაფეში და ა.შ. სკუტერში 2 ბატარეის ადგილია, მისი ერთი დამუხტვით 50 კილომეტრის გავლას შეძლებთ, ხოლო თუ ორ ბატარეას გამოიყენებთ – 100 კილომეტრსაც გაივლით. გავლილი 100 კილომეტრი კი 60 თეთრზე ნაკლები დაგიჯდებათ. სკუტერი არის სრულიად უხმო და არ აქვს გამონაბოლქვი.

Unu საშუალებას გაძლევთ სამი ტიპის სიმძლავრიდან არჩევანი სასურველზე გააკეთოთ – 1 კილოვატი, 2 კილოვატი ან 3 კილოვატი. კომპანია ასევე გაძლევთ დიზაინის საკუთარ გემოვნებაზე მორგების საშუალებას სკუტერისა და სკამის ფერების დიდი არჩევანით და მათი სასურველი კომბინაციის შედგენით. Unu-ს ელექტროსკუტერი ქალაქში მარტივად და კომფორტულად გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა. მისი დამუხტვა იოლი და იაფია, დიზაინი კი განსაკუთრებული. სწორედ ეხლა E-Space გთავაზობთ აქციას unu-ს სკუტერებზე, რომელიც დაკლებულ ფასთან ერთად უპროცენტო განვადებასაც გთავაზობთ.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

ასისტენტი: ირინკა მასხულია

ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე


რეკომენდებული სტატიები
“მუჯის” თვითმავალი, უამინდობისთვის შექმნილი მანქანები ფინეთისთვის

“მუჯის” თვითმავალი, უამინდობისთვის შექმნილი მანქანები ფინეთისთვის

“მუჯის” თვითმავალი, უამინდობისთვის შექმნილი მანქანები ფინეთისთვის
იაპონურმა ბრენდმა “მუჯიმ” საზოგადოებას უამინდობისთვის შექმნილი თვითმავალი ავტობუსის დიზაინი გააცნო, რომელიც ფინეთის სამ ქალაქში 2020 წლიდან დაიწყებს მოძრაობას
Bang & Olufsen-ის  ახალი პროდუქტი The Beosound Edge

Bang & Olufsen-ის ახალი პროდუქტი The Beosound Edge

Bang & Olufsen-ის  ახალი პროდუქტი The Beosound Edge
2018 წლის ბერლინის სამომხმარებლო ელექტრონიკის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე (IFA) Bang & Olufsen-ის ახალი, თვალისმომჭრელი პროდუქტი გამოჩნდა სახელწოდებით  Beosound Edge, რომლის შეძენასაც მომხმარებლები 2018 წლის ნოემბრიდან შეძლებენ.
Aëdle-ს ახალი -  ხელნაკეთი უსადენო ყურთსასმენი

Aëdle-ს ახალი - ხელნაკეთი უსადენო ყურთსასმენი

Aëdle-ს ახალი -  ხელნაკეთი უსადენო ყურთსასმენი
VK-X უკაბელო ყურთსასმენია, რომელიც ძვირფასი მასალებისგან - კრაველისგან, უჟანგავი რკინისა და T6063 ალუმინისგან მზადდება. თითოეული ეგზემპლარი ხელნაკეთია და პარიზში აწარმოებენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.