fbpx
გააზიარე სტატია

გზამკვლევი ეკო-მეგობრული ცხოვრებისკენ

როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ნაკლები ნარჩენი შევქმნათ

დედამიწა სავსეა ნაგვით, ოკეანეებში უამრავი ნარჩენი და პლასტმასია, რომლის გახრწნასაც ასობით და ათასობით წელიწადი სჭირდება. მდგომარეობა დღითი დღე უფრო კრიტიკული ხდება, რაც საფრთხეს უქმნის დედამიწის ბინადრებს, ბუნებასა და ზოგადად, პლანეტას, კლიმატური ცვლილების პროცესებს კი აჩქარებს. კონსიუმერიზმის ეპოქაში ადამიანი ყოველდღიურად უამრავ პლასტმასს მოიხმარს და ნარჩენს ტოვებს, ისე რომ ამას ვერც კი აცნობიერებს. ეს ნარჩენები თავს ნაგავსაყრელებზე ან ოკეანეებში იყრის.

დედამიწის დაბინძურების კრიტიკული მდგომარეობა ფაქტებში და სტატისტიკაში აისახება. World Bank-ის მკვლევრების მიხედვით, სამყაროში ყოველდღიურად 3.5 მილიონი ტონა პლასტმასი და სხვა მყარი ნარჩენი წარმოიქმნება. მათ შორის ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში – 250 მილიონი ტონა ყოველწლიურად, რომელიც ერთ ადამიანზე დაახლოებით 2 კილოგრამ ნაგავს უდრის. National Geographic-ის მიხედვით, კი:

  • ყოველწლიურად სანაპირო რეგიონებიდან ოკეანეებში 8 მილიარდი კილოგრამი პლასტმასის ნარჩენი ჩადის. ეს იმის ეკვივალენტია, დედამიწის გარშემო, სანაპიროების ყოველ 1 ფუტზე (30 სმ), ნაგვით გავსებული 5 პარკი რომ ეწყოს.
  • წარმოებული პლასტმასის 40 პროცენტი შეფუთვებია, მხოლოდ ერთხელ გამოყენებული და შემდეგ გადაგდებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ პარკს/შეფუთვას მაინც იყენებენ ყოველდღე, ხოლო დანიაში ეს მაჩვენებელი  ერთ ადამიანზე წელიწადში 4 ცალს უდრის.

Sustainability, იგივე მდგრადობა, ანუ მდგრადი განვითარება ის პროცესია, როდესაც ადამიანი გარემოს დაცვის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ცხოვრობს, რაც გულისხმობს ჰარმონიას ბუნებასთან, მისი დაცვას ზიანისა და განადგურებისგან. ამის ათვისება კი მარტივადაა შესაძლებელი, და ამავე დროს აუცილებელიცაა.

ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ნულოვანი ნარჩენის კონცეფციის დანერგვა. ინტერნეტ სივრცეში ბევრი ადამიანი და ოჯახი გამოჩნდა, რომლებიც ყოველწლიურ ნარჩენს/ნაგავს უკვე პატარა ქილაშიც კი ატევენ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან დედამიწა ამ საუკუნეში განსაკუთრებული საფრთხეების წინაშე დგას, რომელიც დაბინძურებისგანაა გამოწვეული.

ლაურენ სინგერიგოგონა, რომელიც ნარჩენების გარეშე ცხოვრობს და საკუთარი მაღაზიაც აქვს გახსნილი სახელწოდებით packagefreeshop.

მისი მთავარი მესიჯი ასე ჟღერს: #giveashit

View this post on Instagram

When @DSW and @TOMS asked me how I make a difference in the world, I thought of talking about how we, as individuals, have power to make a positive change. Over the past 7 years, though reducing my personal waste, I have kept over 11,000 pounds of trash out of landfills and by living my values and talking about my lifestyle and as a result many more have started reducing their waste too. When I was younger, I thought that having a positive impact on the world meant trying to change everything and everyone around me. I soon realized that it only resulted in people getting frustrated with me because I wasn't accepting them for who they were, and me getting frustrated with myself because I didn't see any results from all of my efforts. It wasn't until I took a look at myself that I realized that I could change the world around me, but not through changing others, but through changing myself. So, I stopped creating trash. I am just one person, and my individual actions might seem small, but they add up and make a difference, especially when they inspire others to do the same! Have you made any choices in your everyday life to have a positive impact on the future? Have you inspired someone around you? Let me know in the comments below! #zerowaste #power #myDSW #ad #StandForTomorrow Photo: @_benshen_

A post shared by Trash Is For Tossers (@trashisfortossers) on

 

რეიჩელიც ნულოვანი ნარჩენის კონცეფციით ცხოვრობს, მისი ინსტაგრამი კი თქვენც იმავეს გაკეთებისკენ გიბიძგებთ.

View this post on Instagram

It’s been my dream since going zero waste to bring this lifestyle to my community, bringing more awareness to the global issues we face and making the practices and products more accessible to people near and far. I’ve been working on the concept for years and only recently has it shifted into a reality I’m super proud to be sharing with you all. . . . In three weeks Simply Zero is taking its first step into bringing a zero waste shop + refillery to Cincinnati and the surrounding communities as a pop up at @thecityflea! We’ll be there June 15th and July 20th, so please stop by, bring questions, and browse some of your favorite products by the companies we’ve grown to love! 💚

A post shared by SIMPLY ZERO (@simplyzero_) on

სამყაროს გადარჩენის იდეა ადრე შეუძლებლად და ფანტასტიკურადაც კი ჟღერდა, მაგრამ ამის მიღწევა ახლა ყველა ადამიანს შეუძლია.

დროა ფიქრის დაწყება იმ საკითხებზე, თუ რა ზიანს აყენებს ადამიანი საკუთარ პლანეტას და როგორ შეუძლია ამის შეწყვეტა. მოქმედების დაწყება კი  საჭიროა მანამ, სანამ დედამიწის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

დღესდღეობით ბევრი ფიქრობს, რომ პლასტმასის გარეშე ცხოვრებას ვერ შეძლებს, თუმცა პირველად სინთეტიკური პლასტმასის (რომელიც არ შეიცავდა ბუნებაში არსებულ არც ერთ მოლეკულას)  წარმოება 1907 წელს დაიწყო. დღევანდელი მაჩვენებლებით  კი 10-ჯერ უფრო მეტი პლასტმასი იქმნება, ვიდრე საუკუნის წინ.

დასაწყისისთვის გთავაზობთ მარტივ ხერხებს, რომლის საშუალებითაც  შეძლებ ნარჩენი შეამცირო სამყაროში და დედამიწას მისცე თავისუფლად სუნთქვის საშუალება.

არ იყიდო, რაც არ გჭირდება

დედამიწიდან უამრავი რაოდენობის რესურსს ვიღებთ, რომლებსაც შემდეგ  პროდუქტებად ვაწარმოებთ, წარმოების შემდეგ კი მათგან ნარჩენები რჩება. ასე თუ გაგრძელდა, მალე რესურსები ამოიწურება. ამიტომ, რაიმეს შეძენამდე საჭიროა იმაზე დაფიქრება, საიდან მოდის კონკრეტული პროდუქტი და სად წავა, როდესაც აღარ დაგვჭირდება. საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: მართლა არის საჭირო რაიმეს ყიდვა, რამდენი ხანი გაძლებს ის, და შეიძლება თუ არა ახალი სიცოცხლე შეიძინოს.

შეიძინე მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი

მსოფლიოში პლასტმასის 5%-ზე ნაკლები არის გადამუშავებული. ყოველ ერთ წუთში მილიონამდე პლასტმასის ბოთლი იყიდება.  2015 წელს თითოეულმა ამერიკელმა 364 ბოთლი შეიძინა, ანუ ჯამში  –  111 მილიარდი.

იყიდე მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლი – ეს ყველაზე ადვილი გზაა იმისთვის, რომ შეამცირო ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ნარჩენები. არ დაგავიწყდეს შენი გემოვნებით შერჩეული ბოთლის ყველგან წაღება.

ნაჭრის ჩანთა

მაღაზიებში პოლიეთილენის პარკებს იყენებენ, რომლის “გახრწნას” 100 წელი მაინც სჭირდება.  შეარჩიე და შეიძინე საყვარელი ნაჭრის ჩანთა, რომელსაც ყოველთვის წაიღებ მაღაზიაში. სთხოვე გამყიდველს, რომ პროდუქტი მასში ჩაგიწყოს.

იკვებე უფრო მეტი ორგანული და მცენარეული საკვებით

საკვების უმრავლესობა, რომელსაც მაღაზიაში ვყიდულობთ, შეფუთულია, შესაფუთი მასალების გადამუშავება კი საკმაოდ რთული პროცესია. ნახევარფაბრიკატი საკვების შეძენის შემცირება შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ შეფუთვის ნარჩენის მოხმარებაც შეამცირო. იყიდე მეტი ხილბოსტნეული და ნატურალური პროდუქტი და რაც მთავარია, საყიდლების ჩანთის წაღება არ დაგავიწყდეს.

შეიძინე საკუთარი მრავალჯერადი გამოყენების საწრუპი + ჭურჭელი  

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, საწრუპების არსებობა ერთერთი ყველაზე დიდი საფრთხეა პლანეტისთვის. ოკეანე სავსეა პლასტმასის საწრუპებით. ერთი ადამიანი კი დაახლოებით 1.6 non-recyclable-ს, ანუ პლასტმასის ისეთ საწრუპს იყენებს ყოველდღე, რომელიც არ გადამუშავდება. როდესაც ბარში სასმელს უკვეთ, ან  წყალს რესტორანში, უარი თქვი საწრუპზე. შეგიძლია საკუთარი შეიძინო, რომელსაც ყველგან წაიღებ. მრავალი არჩევანია –  ბამბუკის, რკინის თუ სილიკონის. ამას გარდა, მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭლის შეძენაც შეგიძლია, ასე ნაკლებად მოიხმარ პლასტმასის ჭურჭელსთუკი ლანჩზე გარეთ მოგიწევს ჭამა ან პიკნიკზე წასვლა.

კბილის ჯაგრისი და სხვა ჰიგიენის ნივთები

პლასტმასის ნარჩენი მხოლოდ შეფუთვები და პარკები როდია. ისინი ჩვენს სახლებშიც დიდ ადგილს იკავებენ, განსაკუთრებით კი – სააბაზანოში. კბილის ჯაგრისი, შამპუნისა და ლოსიონების ყუთები და სხვა ჰიგიენის ნივთებიც პლასტმასისგანაა დამზადებული. ამის ჩანაცვლება კი მარტივად შეგვიძლია ბამბუკის კბილის ჯაგრისით, მყარი საპონით და სხვა ეკო-მეგობრულად შეფუთული ნივთებით.

იყიდე მეორადი

შედარებით იაფფასიანი ტანსაცმლის მწარმოებელი მრავალი კომპანია უდიდეს საფრთხეს უქმნის დედამიწას. ამას Fast Fashion ეწოდება, ანუ როდესაც დიზაინი ისეა შექმნილი, რომ ტანსაცმელი სწრაფად ჩანაცვლდეს. ასეთი ტანისამოსი უხარისხო მასალისგანაა შექმნილი, მალე “იშლება” და ნაგავსაყრელზე ხვდება, სადაც 200 წელი მაინც სჭირდება დასაშლელად, დაშლის შემდეგ კი ტოქსიკურ ნივთიერებებს ტოვებს მიწაში. სწორედ ამიტომ მეორადის შეძენა ან მეტი თანხის გადახდა მაღალი ხარისხის ტანსაცმელში, რომელიც უფრო დიდხანს ძლებს, საუკეთესო გზაა, უარი თქვა Fast Fashion-ზე.

თავადაც აიმაღლე ცნობიერება

ჩვენ გარშემო ბევრმა ადამიანმა  არ იცის, რამხელა ზიანი მოაქვს პლანეტისთვის ნარჩენებს. იყავი ის, ვინც სხვებს ამას ასწავლის. ინტერნეტი საუკეთესო გზაა ხალხთან საკონტაქტოდ და შეხედულებების/ღირებულებების გასაზიარებლად. გააგონე შენი ხმა ხალხს. ცნობიერების ამაღლება მარტივიაუბრალოდ, საუბარი დაიწყე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აირჩიე ერთ-ერთი ნაბიჯი და მიჰყევი – ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე და ნაბიჯებიც გაიზრდება. ნელ-ნელა იმასაც მიხვდები, რამდენ ნარჩენს ამცირებ, თან საკმაოდ ადვილად და სუნთქვას უმსუბუქებ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობ. დროა მიწა, ცა და ოკეანე სახლი იყოს მათი ბინადრებისთვის და არა პლასტმასისთვის. ჰაერი, წყალი და საკვები კი ტოქსიკური ნივთიერებებისგან თავისუფალი, ამის მისაღწევად ქმედების დაწყება ახლაა საჭირო.

თბილისში საამისო გზასაც მიგასწავლით: ეკო-მეგობრული და მრავალჯერადი მოხმარების ნივთების შეძენა Zero Effect-ში შეგიძლიათ, რომელიც ჯანაშიას 26 ნომერში მდებარეობს.

 

Start giving a shit (now).


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან

ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან

ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან
ადგილი, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა აზიური სამზარეულოს პოპულარული კერძების დაგემოვნება, საინტერესო და მყუდრო გარემოში
The Glenlivet Founder’s Reserve - თანამედროვე, სახალისო გემო

The Glenlivet Founder’s Reserve - თანამედროვე, სახალისო გემო

The Glenlivet Founder’s Reserve - თანამედროვე, სახალისო გემო
თავდაპირველად, როდესაც ჯორჯ სმიტმა დისტილაცია დაიწყო, ვისკის არ ყოფდნენ წლების მიხედვით და იგი მას სხვადასხვა წლოვანების კასრებიდან არჩევდა. ამ პრაქტიკის დღევანდელობაში გადმოტანით მივიღეთ The Glenlivet Founder’s Reserve
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.