fbpx
გააზიარე სტატია

ერინ რაილის გულახდილი გობელენები

ქალი არტისტების სახელოვნებო პრაქტიკაში ხშირად გვხვდება ტექსტილით შექმნილი ნამუშევრები. ტრადიციულ სახელოვნებო სივრცეებში  რეწვის ეს სახეობა მაღალი ხელოვნების მედიუმების სიას ხშირად არც კი მიეკუთვნებოდა. ტექსტილი უფრო მეტად ქალებთან არის დაკავშირებული და მათი ხელოვნების ნიმუშად აღიარების პოლიტიკაც ფემინისტურ ჭრილში განიხილება. 60-იანი და 70-იანი წლების ფემინისტური ტალღის შემდეგ, თანამედროვე ხელოვნებაში გამოჩნდნენ არტისტი ქალები, რომლებიც ფუნდამენტურად ფემინური მედიუმს  აქტივიზმმისთვის იყენებენ და ხელობას განსხვავებულ სახეს აძლევენ. ასეთი ხელოვანია ერინ რაილიც, რომელიც გობელენებს საინტერესო, გულახდილ, ეროტიკულ და ხშირად ტრავმებთან დაკავშირებული თემატიკით ქმნის.

რაილის პირველი ნამუშევრები მის პირად სულიერ ტრავმებს და ოჯახის წევრებს ეხებოდა. მას შემდეგ, რაც საკუთარი სახლი დატოვა, საკვლევად ინტერნეტში არსებული მასალა აიღო. ამ პერიოდში ინტერნეტი ბევრად განსხვავდებოდა ახლანდელი ვერსიისგან და კონფიდენციალურობა ნაკლებად იყო დაცული. ამის გამო რაილის საშუალება ჰქონდა სრულიად უცხო ადამიანების გაუფილტრავი, პირადი ფოტოები ენახა და გადმოეწერა. ჩაკეტილი და მორცხვი რაილი დაინტერესებული იყო მისგან განსხვავებული, აღვირახსნილი ახალგაზრდების ცხოვრებით, რომლებიც საკუთარი გართობის პროცესის ამსახველ ფოტოებს სოციალურ მედიაში ავრცელებდნენ. რაილი მისთვის საინტერესო ფოტომასალას აგროვებდა და მათ გობელენებად აქცევდა.

სოციალურ მედიაში ფოტოების ატვირთვა მარტივია, თუმცა მასალის უკვდავებას გულისხმობს, პარალელურად მათი მიხედვით გობელენის შექმნა გრძელი და დატვირთული პროცესია, რაც გარეგნული სახეების  სიღრმისეულ გააზრებას და ახალი მნიშვნელობის მინიჭებას გულისხმობს. რაილის მიერ შექმნილ იმდროინდელ გობელენებში წარმოდგენილი თემატიკა რეივ კულტურას, ალკოჰოლის თუ ნარკოტიკის გამო გადამეტებულ ინტოქსიკაციას, ვულგარულ სიშიშვლეს ეხება. რაილი ამ თემატიკას, განსაკუთრებით კი შიშველ სხეულებს, შოკისმომგვრელად კი არა, ნორმალურად აღიქვამდა, რადგან ის პოსტ-ინტერნეტ სამყაროში გაიზარდა და ასეთ იმიჯებს მიჩვეული იყო. მისი თქმით, ამ პერიოდში ინტერნეტში დიდი დოზით იყო პორნოგრაფია. მიუხედავად თემატიკისა, მისი გობელენები პორნოგრაფიული სულაც არ არის და ამაში მედიუმი უწყობს ხელს.  

მალევე რაილის სხვისი ფოტოების დაუკითხავად გამოყენების გამო პრობლემები შეექმნა. ამის შემდეგ მის ნამუშევრებში ხშირად ვხვდებით მისივე სხეულს, ოღონდ სახე დაფარულია, თუმცა ის ადვილად ამოსაცნობია სვირინგებით. რაილის სხეული წამოდგენილია selfie-ის პოზებში, ხშირად მასტურბაციის ან მენსტრუაციის დროს. გობელენებზე გადატანილი selfie culture პირად და გულახდილ ნამუშევრებს ქმნის.

მის ნატურმორტებში ერთი შეხედვით ადვილად გასაგები და პროვოკაციული ნივთებია, მაგრამ დაკვირვების შემდეგ ბევრი დეტალი ნივთის პატრონის ფართო ინტერესების სფეროს გვაჩვენებს, მაგალითად, ქეით ბუშის კასეტა, საჯარიმო ბარათი, ინტიმური ფოტოები, სექს სათამაშოები და ორსულობის ტესტი.

რაილი გობელენების საშუალებით იკვლევს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი 21-ე საუკუნეში, პოსტ-ინტერნეტის სამყაროში. მის ნამუშევრებში იქმნება ახალგაზრდა ქალის იდენტობა, გამოხატული სექსუალური ფანტაზიებით, სასიყვარულო ცხოვრების დეტალებით, პოპ კულტურით და ბევრად მტკივნეული თემებით, იმიჯებით, რომლებიც მიანიშნებს სექსუალურ შევიწროებასა და ოჯახურ ძალადობაზე.  ეს თემები მეტ-ნაკლებად  ყველა ქალისთვის ნაცნობია და თითქოს ქალების ერთობლივი გამოცდილებაა – რომლის ისეთივე ნაწილია ტკივილი, როგორც სიამოვნება.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები

იზაბელ ფელიუს ილუსტრაციები
“მე მიყვარს ქალების ასახვა წარმოსახვით, სიზმრის მსგავს სამყაროში, შთაგონებას კი ძირითადად ჩემი განწყობებიდან, სიზმრებიდან და მოგზაურობებიდან ვიღებ”
ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები
„იყო შემოქმედებითი ნიშნავს - ყოველთვის შეგეძლოს ხალხის გაოცება იმით, რაც ჯერ კიდევ არ არსებობს“ - ჰაჯიმე სორაიამა
ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია

ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია

ვოლფგანგ ტილმანსი - ცხოვრების სტილის ფოტოგრაფია
ვოლფგანგ ტილმანსი – ერთადერთი არაბრიტანელი არტისტი, რომელმაც არაფრით გამორჩეული, ყოფითი სანახაობისგან შთამბეჭდავი ფოტოების შექმნისთვის ტერნერის პრემია დაიმსახურა
ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია
ვივიან საზენი – ფოტოგრაფი, რომელმაც კომერციული ფოტოგრაფია ხელოვნების ნიმუშებად აქცია და ფოტო–წიგნებში გააერთიანა
პეტრა კოლინსის ვარდისფერი  მაგია

პეტრა კოლინსის ვარდისფერი მაგია

პეტრა კოლინსის ვარდისფერი  მაგია
პეტრას ფოტოები სავსეა მაგიური სიუჟეტებით, რომლებშიც აქცენტი ფემინურობაზე, ახალგაზრდა სხეულებზე, სექსუალობასა და ქალთა სხეულების სხვადასხვაგვარობაზეა გაკეთებული
ნან გოლდინის ცხოვრება

ნან გოლდინის ცხოვრება

ნან გოლდინის ცხოვრება
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 12 სექტემბერს, ფოტო ფესტივალის ფარგლებში ნან გოლდინის გამოფენა - "ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე" გაიხსნება. 1986 წელს გადაღებულ ავტობიოგრაფიულ ნამუშევარში ფოტოგრაფმა იმ პერიოდის სუბკულტურები და ნიუ-იორკის ავანგარდული სცენა ასახა, რომელშიც საკუთარი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და შეყვარებულების ისტორიები 700 კადრით გააერთიანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.