fbpx
გააზიარე სტატია

აგვისტო-სექტემბრის 5 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი

Dimensions

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ხორვატიაში, რომელიც წელს Kraftwerk-ის 3-D ლაივით გაიხსნება პულას ამფითეატრში.

რატომ უნდა წავიდეთ  – Dimensions ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია ევროპაში საკმაოდ შთამბეჭდავ ისტორიულ ლოკაციაზე.

თარიღი  – 29 აგვისტო – 2 სექტემბერი

ქვეყანა – ხორვატია 

ლოკაცია – Fort Punta Christo, Pula

ბილეთი – £154

Highlights – Kraftwerk, Moodyman, Ben UFO, Helena Hauff, Palms Trax, Kancheli (Bassiani).

 

Waking Life

მუსიკისა და ხელოვნების 5-დღიანი ფესტივალი. ტარდება ტბის მახლობლად, პორტუგალიის შუასაუკუნოვან ქალაქ კრატოში, ანუ ორგანიზატორების თქმით,  “ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უკაცრიელ და მითურ ადგილას, სადაც დროისა და სივრცის საზღვრები იშლება”.

რატომ უნდა წავიდეთ  – ფესტივალის დამაარსებლებს შორის არიან Giegling-ის და გერმანული booking agency Solid Am-ის წევრები, რომლებიც ამ სფეროში წლებია მოღვაწეობენ, შესაბამისად ფესტივალის შემადგენლობისა თუ სხვა დეტალების ხარისხი გარანტირებულია.

თარიღი – 15 აგვისტო – 19 აგვისტო

ქვეყანა – პორტუგალია

ლოკაცია – კრატო, ჩრდილოეთ ალენტეჟუ

ბილეთი – €75-დან

Highlights – Call Super, DVS1, Jan Jelinek (Live), Vladimir Ivkovic, Willow, Andy Stott, Edward.

 

Berlin Atonal

ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ბერლინში, რომელიც ამ ქალაქისთვის დამახასიათებელ უზარმაზარ ინდუსტრიულ ქარხანაში იმართება.

რატომ უნდა წავიდეთ – British Murder Boys-ის Live აქტისთვის, Kassem Mosse-სა და Lowtec-ის ერთობლივი პროექტისთვის და სპეციალურად ამ ფესტივალისთვის დაანონსებული სხვა ლაივისა და დიჯეი სეტისთვის.

თარიღი – 22 აგვისტო – 26 აგვისტო

ქვეყანა – გერმანია

ლოკაცია – Kraftwerk-ის ქარხანა, ბერლინი

ერთი დღის ბილეთი – €35

Highlights – Lena Willikens, Kolorit, Actress, Beatrice Dillon, Helena Hauff, Courtesy.

 

Festival N6

როგორც Beck-ის სოლისტმა აღნიშნა, ეს არის ყველაზე სიურეალისტური მუსიკის ფესტივალი მსოფლიოში.

რატომ უნდა წავიდეთ – ფესტივალი ტარდება დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ლოკაციაზე, პორტმეირიონის სოფელში, რომლის შუასაუკუნეების დროინდელი სტილის არქიტექტურა და სუბტროპიკული სიმწვანე იტალიის ზღვისპირა ქალაქებს მოგაგონებთ + “ინდი” ბენდების line-up.

თარიღი – 6 სექტემბერი – 9 სექტემბერი

ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი

ლოკაცია – პორტმეირიონი, უელსი

ბილეთი  – £195.

Highlights  – Franz Ferdinand, Friendly Fires, Jessie Ware, A Certain Ratio, The Horrors.

 

Oasis

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც მარაკეშში, სასტუმრო Fellah-ს ტერიტორიაზე იმართება საკმაოდ საინტერესო line-up-ით.

რატომ უნდა წავიდეთ – წარმოიდგინეთ weekend-ის განტვირთვა ბუტიკ-სასტუმროში, აუზი, მზე და კარგი მუსიკა + გაეცნობით მაროკოულ კულტურას,  ადგილობრივ სამზარეულოსა და ლოკალური არტისტების pop-up-აც.

თარიღი – 14 -16 სექტემბერი

ქვეყანა – მაროკო

ლოკაცია – Fellah hotel, მარაკეში

ბილეთი – €200

Highlights – Actress, Avalon Emerson, Jane Fitz, Joy Orbison, Larry Heard Live, Peggy Gou, The Black Madonna.

 

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.