fbpx
გააზიარე სტატია

საახალწლო საჩუქრები Dalood Store-ში

ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ხანდახან ცოტათი დამღლელიც არის წლის ყველაზე ბრჭყვიალა პერიოდში საჩუქრების შერჩევის პროცესი და მთელი ეს გიჟური რია-რია. არც ისე ადვილია თბილისში უცებ მიაგნო იმას, რასაც ეძებ; ისეთ ნივთს, რომელიც ადრესატს გაახარებს და თან აგრძნობინებს, რომ შენი შერჩეული საჩუქარი ისეთივე განსაკუთრებული და უნიკალურია, როგორიც თვითონ ადრესატი შენთვის.

თუ ეს სიტუაცია გეცნოთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: Dalood-ის  პირველი flagship მაღაზია ბევრი თქვენგანის  პრობლემას გადაჭრის. ეს არის სივრცე, სადაც ნივთები და ინტერიერი ისტორიას ჰყვებიან, იქ ყოფნა კი, როგორც პროექტის ავტორებს სურდათ, საინტერესო თავგადასავალს ჰგავს. მოკლედ, ისეთი ადგილია, ხელცარიელი რომ ვერ გახვალ: ბრენდის ready to wear ხაზთან ერთად ფალიაშვილის 13 ნომერში არტიც იყიდება და ის ავეჯიც, რომელიც მაღაზიის გამორჩეულ, ფერად ვიზუალს ქმნის.

გთავაზობთ ჩვენ მიერ შერჩეული საახალწლო საჩუქრების ხუთეულს დალოოდის მაღაზიიდან:

Rosebud  x Dalood

როუზბადი დღეს უკვე ცნობილი პრემიუმ კლასის წინდების ბრენდია, რომელიც ხასხასა ფერებით გამოირჩევა. დალოოდთან კოლაბორაციით შექმნილი აგურისფერი და “ელექტრიკი” ლურჯი  წინდა ხის ფორმის ნაქარგით, მხოლოდ აქ შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ თქვენი საჩუქრის ადრესატს ფერადი ტანსაცმელი მოსწონს და თან ცოტა მოდაც აინტერესებს, ამ წინდებით ძალიან გაახარებთ.

Flovers ობიექტები

ყველა ობიექტი, რასაც მაღაზიაში ნახავთ, დალოოდის ე.წ Mood-ს ქმნის და ძალიან სათუთად, იმ კონცეფციის ფარგლებში არის შერჩეული, რომელიც მის ისტორიას ჰყვება. ასეთია Flovers-ის ყვითელი და ვარდისფერი ხეები ოქროსფერ-შავი დეტალებით. თუ თქვენი საჩუქრის ადრესატს განსხვავებული და ფერადი, ცოტათი ექსცენტრიკული ინტერიერის ობიექტები იზიდავს, აუცილებლად Flovers-ის ხეები აჩუქეთ.

Irina Salmina / mess Ceramics

Mess Ceramcis-ის კერამიკის ობიექტები ნიჟარებს ან გატეხილ ქოქოსის გულს მოგაგონებთ. ეს ერთი შეხედვით დეკორატიული ობიექტები უნიკალური ფორმის ხელნაკეთი ვაზები და სანათებია, რომელსაც ირინა სალმინა ქმნის.

სალომე ჯოხაძის ნამუშევრები

შეუძლებელია მაღაზიაში შესვლისთანავე არ მიიპყროს თქვენი მზერა სალომე ჯოხაძის ფერადმა ნახატმა, რომელსაც პასტელური მწვანე ფერის კედელი თითქმის მთლიანად უკავია. უჩვეულოდ ფერად ქართულ ტანისამოსში ჩაცმული ქალი ვარდისფერი ცხენით,  ღია იისფერ ფონზე –  ახალგაზრდა არტისტის ექსკლუზივია.

Dalood-ის ფერადი სვიტრები ready to wear ხაზიდან

ჩვენ მიერ შერჩეულ ორნამენტებიან სვიტრებში წითელი და ცისფერი დომინირებს. შეგიძლიათ აქვე შეუხამოთ დალოოდის ჯინსებს როგორც ლურჯ, ასევე შავ ტონებში. ერთი სიტყვით, Christmas Sweater-ს თუ ეძებთ, ეს იდეალური არჩევანია.


ავტორი: ნინუცა ივარდავა
ფორო: ლუიზა ჩალათაშვილი


რეკომენდებული სტატიები
Concept store - Dalood

Concept store - Dalood

Concept store - Dalood
მაღაზია დალოოდი, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან თანამშრომლობით შექმნილ ნივთებს და ნამუშევრებს
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.