fbpx
გააზიარე სტატია

The Glenlivet Founder’s Reserve – თანამედროვე, სახალისო გემო

The Glenlivet – პირველი ლეგალური შოტლანდიური დისტილერიაა. მისმა დამაარსებელმა ჯორჯ სმიტმა თამამი ნაბიჯი გადადგა და  პირველი ლიცენზია მიიღო ვისკის დასამზადებლად. 1823 წლიდან Glenlivet-ის სახელი ასოცირდება საუკეთესო ხარისხის ვისკისთან, საქმე იქამდე მივიდა, რომ კომპანიას მოუწია სასამართლოსთვის მიემართა, რათა კონკურენტებს მისი სახელის გამოყენების უფლება აღარ ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ Glenlivet-ების ოჯახმა  სასამართლო მოიგო და სახელწოდება The Glenvilet-ზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა, ათწლეულების მანძილზე სხვა დისტილერიები მაინც იყენებდნენ ამ სახელს.

იმისათვის რომ ჯორჯ სმიტის ხედვა სწორად მისულიყო მომხმარებლამდე, The Glenlivet Founder’s Reserve-ის დამფუძნებელმა თანამშრომლებს დისტილაციის თავისი მეთოდი გაუზიარა. სუფთა ჰაერზე ცივი, ანკარა წყლისგან დამზადებული The Glenlivet Founder’s Reserve-ის გემო ისეთივე გლუვია, როგორიც თავდაპირველად სპილენძის ქვაბში მიღებული ვისკი. ეს უნიკალური, ფარანის ფორმის სპილენძის ქვაბები, რომლის დიზაინიც თავად ჯორჯ სმიტს ეკუთვის,  ერთადერთი მნიშვნელოვანი “ინსტრუმენტი” არ გეგონოთ The Glenlivet-ის დისტილერიაში. ტრადიციული მუხის კასრები, სადაც ვისკის მომწიფება ხდება, ყველა სახეობას თავისებურ გემოს სძენს.

თავდაპირველად, როდესაც ჯორჯ სმიტმა დისტილაცია დაიწყო, ვისკის არ ყოფდნენ წლების მიხედვით და იგი მას სხვადასხვა წლოვანების კასრებიდან არჩევდა. ამ პრაქტიკის დღევანდელობაში გადმოტანით მივიღეთ The Glenlivet Founder’s Reserve,  რომელიც სხვადასხვა წლოვანების ტრადიციული მუხის კასრებიდან ირჩევა. თანამედროვე, უფრო სახალისო გემოს მისაღებად დისტილაციის ექსპერტმა – ალან უინჩესტერმა ერთმანეთს შეურია დაძველებული მუხის კასრებისა და პირველი შევსების ამერიკული მუხის კასრების ვისკი. ამერიკული პირველი შევსების მუხის კასრებს არასოდეს იყენებდნენ ვისკის მოსამწიფებლად. კასკადების არჩევითი გამოყენება განაპირობებს გლუვ, კრემისებრ სიტკბოს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის დელიკატურ გემოებს და კომპლექსურ ხილის ტონებს.

“Founder’s Reserve გვაძლევს თავისუფლებას, რომ ავირჩიოთ სწორედ ის კასრები, რომლებიც საუკეთესო გემოთი გამოირჩევა. დარწმუნებული ვარ, ჯორჯი მოხიბლული იქნებოდა დღევანდელი არჩევანით და თავადაც სიამოვნებით მიიღებდა მონაწილეობას არჩევის პროცესში, რადგან ეს ძალიან სასიამონვოა. ჩვენ ვეცადეთ, რომ მისი თავდაპირველი ხედვის ერთგულები დავრჩენილიყავით და ვისკი შეგვექმნა გლუვი სპეისაიდის ალაოსაგან, რომლის ხარისხსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს დისტილაციის ექსპერტი ალან უინჩესტერი.

საქართველოში The Glenlivet პრემიალური ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორს, GD Alco-ს შემოაქვს და მისი შეძენა შესაძლებელია ალკორიუმებში, ვისკის სახლებში, გუდვილსა და სხვადასხვა არაქსელურ მაღაზიებში.

 

ავტორი: მაშო კაციტაძე


რეკომენდებული სტატიები
The Glenlivet - პრემიუმ ხარისხის ერთალაოიანი ვისკი შოტლანდიიდან

The Glenlivet - პრემიუმ ხარისხის ერთალაოიანი ვისკი შოტლანდიიდან

The Glenlivet - პრემიუმ ხარისხის ერთალაოიანი ვისკი შოტლანდიიდან
გლენლივეტის მოყვარულები ამბობენ, რომ თუ ერთხელ მაინც გასინჯავ, შეუძლებელია, არ მოგინდეს სხვებსაც გაუზიარო შთაბეჭდილებები
Chateau Marmont

Chateau Marmont

Chateau Marmont
ძველი ჰოლივუდის გლამური, ბევრი ცნობილი ისტორია, რამდენიმე გახმაურებული სიკვდილი და ერთი საკულტო სასტუმრო
Monkey Shoulder - კოქტეილებისთვის შექმნილი ვისკი

Monkey Shoulder - კოქტეილებისთვის შექმნილი ვისკი

Monkey Shoulder - კოქტეილებისთვის შექმნილი ვისკი
დაივიწყეთ ყველაფერი, რაც აქამდე ვისკის შესახებ გსმენიათ! Monkey Shoulder 100% ალაოსგან შექმნილი მიქსოლოგების საყვარელი ვისკია, რომლის რეცეპტიც დღემდე საიდუმლოდაა შენახული
Tullamore D.E.W - წმინდა პატრიკის დღესასწაული

Tullamore D.E.W - წმინდა პატრიკის დღესასწაული

Tullamore D.E.W - წმინდა პატრიკის დღესასწაული
წელს, ტრადიციულად 17 მარტს, მწვანედ შემოსილი ირლანდიური კულტურის თაყვანისმცემლები Partizan Barber Shop-ში (გ. ახვლედიანის #17) შეიკრიბებიან და Tullamaore D.E.W.-სთან ერთად გაიზიარებენ ირლანდიელების დღესასწაულს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.