fbpx
გააზიარე სტატია

Gucci Decor – ავეჯი და დეკორატიული ნივთები გუჩისგან

გუჩი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ინოვატორი და პროგრესული მოდის სახლია, რომელიც ახალ ტენდენციებს და ამინდს ქმნის მოდის ინდუსტრიაში. 2015 წლიდან გუჩის მოდის სახლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელეა, რომელმაც თავიდან განსაზღვრა მოდის სახლის ხედვა და ის ეკლექტური, თანამედროვე და უფრო რომანტიკული გახადა.
2019 წლის მილანის დიზაინის კვირეულისთვის, რომელიც ყოველი წლის აპრილში ტარდება და მოიცავს სხვადასხვა პრეზენტაციას, გამოფენასა და წვეულებას, გუჩიმ გახსნა პირველი დროებითი მაღაზია, რომელიც მხოლოდ ინტერიერზეა ორიენტირებული – Gucci Décor.

მაღაზია მდებარეობს სანტო სპირიტოს ქუჩაზე, ორსართულიან შენობაში, სადაც განთავსებულია ავეჯი, კერამიკის ჭურჭელი და სხვა დეკორატიული ნივთები ალესანდრო მიკელესგან. აბრეშუმის ქსოვილები შთაგონებულია მცენარეთა და ცხოველთა სამყაროთი. ასეთივე ფერთა გამაა გამოყენებული ქაღალდის შპალერებზეც. მაღაზიაში წარმოდგენილ მრავალფეროვნებაში იკვეთება გუჩისათვის დამახასიათებელი რეტროს სტილიც. ამ სტილის შეგრძნებას ყოველი დეტალი ამძაფრებს, სანთლები, შანდლები და ბალიშები, რომლებიც სოციალურ ქსელში პირველივე დღიდან პოპულარულია.

მაღაზია რეალური სახლის იმიტაციით არის მოწყობილი და სამ ზონად იყოფა: მულტიფუნქციური სივრცე, სალონური სტილის ოთახი და სასადილო. რეალური სახლის ატმოსფეროს შესაქმნელად გამოყენებულია მარმარილოს ბუხარი, შეფუთული ჭერი და საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი კარები.

მაღაზიის გახსნის პარალელურად, მოდის სახლმა შექმნა მობილურის ახალი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები შეძლებენ, ვირტუალურად დაათვალიერონ მილანის ისტორიული ადგილები. ასევე აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია გუჩის დეკორი ვირტუალურად მოათავსოთ თქვენთვის სასურველ სივრცეში. მაღაზია 2019 წლის ივნისამდე უმასპინძლებს სტუმრებს.

ფოტოები: simon171

ავტორი: ქეთო შურღაია


რეკომენდებული სტატიები
ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე

ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე

ლუკა გუადანინო - Call Me By Your Name-დან ინტერიერის დიზაინერობამდე
ოსკაროსანი რეჟისორის დებიუტი ინტერიერის დიზაინერის ამპლუაში და სახლი კომოს ტბის სანაპიროსთან
Concept store - Dalood

Concept store - Dalood

Concept store - Dalood
მაღაზია დალოოდი, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან თანამშრომლობით შექმნილ ნივთებს და ნამუშევრებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.