fbpx
გააზიარე სტატია

Gucci წარმოებას კარბონისგან ათავისუფლებს

მოდის ინდუსტრია გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით ერთ-ერთ მოწინავე ადგილას დგას და მხოლოდ ნავთობის წარმოებასა და აგრარულ მეურნეობას ჩამოუვარდება. ცნობილი მოდის სახლები გარემოს დაბინძურების შემცირების კამპანიაში,  The Fashion Pact-ში ერთვებიან, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივაა. The Fashion Pact-ში 150 მოდის სახლი ჩაერთო, მათ შორის კი ყველაზე მასშტაბურად – Gucci. ინიციატივა მოდის ბრენდებს გარემოს მიმართ ზიანის შემცირებას ავალდებულებს. 

„Gucci გააგრძელებს სტრატეგიული გზების ძიებას გარემოს დაბინძურების შესამცირებლად და ამავდროულად კვლავ დააფინანსებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როგორც მდგრადი განვითარების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს“, – განაცხადა ბრენდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკო ბიზარიმ. 

ბრენდის ეს განაცხადი უახლესი ნაბიჯია მსოფლიოში ყველაზე ეკომეგობრული მოდის სახლის სახელის დასამკვიდრებლად. 2015 წელს მათ 10-წლიანი მდგრადი განვითარების სტრატეგია დასახეს, რის მიხედვითაც 2020 წლისთვის ბრენდი საკუთარი წარმოების მთლიანად განახლებად ენერგიაზე გადასვლას გეგმავს.  მათი მაჩვენებელი ახლა მხოლოდ 70%-ია.

Gucci-ის აქტიური ჩართულობა ეკომეგობრული მოდის ინდუსტრიის განვითარებაში წინ გადადგმული ნაბიჯია.

ავტორი: სოფიო ბუჯიაშვილი

 


რეკომენდებული სტატიები
Balenciaga S/S 2020 -  დემნა გვასალიას საპარლამენტო ასამბლეა

Balenciaga S/S 2020 - დემნა გვასალიას საპარლამენტო ასამბლეა

Balenciaga S/S 2020 -  დემნა გვასალიას საპარლამენტო ასამბლეა
ორი დღის წინ დემნა გვასალიამ “ბალენსიაგას” 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ევროკავშირის ლურჯი ფერის ფონზე უამრავი პოლიტიკური და სოციალური მესიჯით წარმოადგინა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.