fbpx
გააზიარე სტატია

გუდაურში ახალი სასტუმრო Gudauri Lodge იხსნება

 

სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს იანვრიდან ახალი სასტუმრო – Gudauri Lodge შეემატება. გამორჩეული დიზაინისა და ინტერიერის სასტუმრო, ოთხი კატეგორიის 121 ოთახისგან შედგება. სასტუმრო პირველი საბაგიროს დასაწყისში მდებარეობს. მისი ski in ski out ლოკაცია სტუმრებს მთაზე სასრიალოდ გასვლის მარტივ და კომფორტულ გზას სთავაზობს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია სასტუმროს სკი დეპო, რომელიც სტუმარს პროფესიონალური ტექნიკური სერვისისა და უახლესი სასრიალო ინვენტარის ქირაობის საშუალებას აძლევს.

 

Gudauri Lodge ახალი ქართული ბრენდის, ამბერ ჯგუფის (Amber Group) სასტუმროა. მისი მიზანია მსოფლიოს ტურიზმის ბაზარზე ტრადიციული ქართული მეღვინეობისა და გასტრონომიის პოპულარიზაცია. 

ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძის რესტორანი კულინარიუმ ხაშერია Gudauri Lodge-ის სტუმარს ტრადიციული ქართული გასტრონომიისა და თანამედროვე კულინარიის ჰარმონიულ სინთეზს შესთავაზებს, ხოლო სასტუმროს ლობიში, ღვინის მაღაზიაში, ქართული ღვინის რჩეული ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

 

სტუმრებს მოემსახურებათ: საკონფერენციო ოთახები, სპა ცენტრი, აუზი, გარე ჯაკუზი და სპორტული დარბაზი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასტუმროს დიდი და კომფორტული მზიანი ტერასა და მის ტერიტორიაზე მდებარე გარე ბარი, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ კავკასიონის არაჩვეულებრივი პანორამით და დააგემოვნონ განსაკუთრებული მთის კოქტეილები.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი  სასტუმრო გაიხსნა

"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი სასტუმრო გაიხსნა

"ვაზისუბნის მამული" - სულხან ჭავჭავაძის სასახლეში ახალი  სასტუმრო გაიხსნა
კახეთში, სულხან ჭავჭავაძის ისტორიულ სასახლეში მაღალი კლასის სასტუმრო “ვაზისუბნის მამული” გაიხსნა.
Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს

Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს

Rooms Hotel Kokhta - “აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო სტუმრებს ახალი წლიდან მიიღებს
კომპანია “აჭარა ჯგუფმა” Rooms Hotel Kazbeg-ისა და Rooms Hotel Tbilisi-ის შემდეგ, კურორტ კოხტა მიტარბიში ახალი სასტუმრო Rooms Hotel Kokhta გახსნა, რომელიც პირველ სტუმრებს სულ მალე, ახალი წლიდან მიიღებს
Hammock x რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული
Play Video

Hammock x რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული

Hammock x რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამული
ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ვიდეოს "რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულზე", სასტუმროზე, რომელიც გამოირჩევა თავისი არქიტექტურით და რომლის ინტერიერის დიზაინზეც არაერთმა ცნობილმა ხელოვანმა იმუშავა, მათ შორის თამარა კვესიტაძემ და ინგო მაურერმა
განახლებული ყვარლის ტბის კურორტის საახალწლო შემოთავაზება

განახლებული ყვარლის ტბის კურორტის საახალწლო შემოთავაზება

განახლებული ყვარლის ტბის კურორტის საახალწლო შემოთავაზება
განახლებული ყვარლის ტბის კურორტი, რომელიც 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა, ახალი წლის დღეებში ჩასულ სტუმრებს სიურპრიზებით სავსე Magic New Year პროგრამას სთავაზობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.