fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x TBC Insurance – ბრიუგეს გზამკვლევი

ბრიუგე იმდენად მაგიური და საინტერესო ქალაქია, რთულია აარჩიო სიტყვა ან თემატიკა, რომლითაც მასზე საუბარს დაიწყებ. დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის ბელგიაში და ეს საერთოდაც არ არის გასაკვირი. როგორც ტურისტს, შეიძლება გეგონოთ, რომ ერთი ან ორი დღე საკმარისია ამ მაგიური ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ აქ რამდენიმე დღის გატარების შემდეგ ხვდებით, რომ ქალაქში უამრავი ისტორიული ადგილია.

ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შედის. აქ მთავარია ბევრი იაროთ ფეხით, რადგან თითოეული კუთხე, ყველა პატარა ქუჩა სავსეა არაჩვეულებრივი სიურპრიზებით, ყველა სახლი მდიდარია დეტალებით, თქვენ უბრალოდ გევალებათ, რომ დააკვირდეთ გარშემო არსებულ საოცარ არქიტექტურას.

ბრიუგეს ასევე აქვს გამორჩეული კულინარიული კულტურა, ეს ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ყველაზე მეტი მიშელინის ვარსკვლავით დაჯილდოებული რესტორანია. აქ ასევე შეხვდებით საუკეთესო არტისანული შოკოლადის მაღაზიებს, რომლის ისტორიაც კაკაოს მარცვლების ევროპაში პირველი გამოჩენიდან იწყება. შოკოლადის მაღაზიები ოჯახურ ბიზნესად რჩება და შესაბამისად არ კარგავს სიმყუდროვეს და სითბოს. ბრიუგეს სასიამოვნო ბარების კულტურაც აქვს, საკმარისია საღამოს სასტუმრო დატოვოთ, ცენტრალურ ქუჩას გასცდეთ და შეგხვდებათ ბევრი პატარა ბარი, სადაც გემრიელი სასმელის გარდა, გაიცნობთ კეთილგანწყობილ ადგილობრივებს, შემდეგ გვიანობამდე შეგიძლიათ ბარების მოვლა და ქალაქში სეირნობა. შუაღამის ბრიუგე, ტურისტებისგან დაცლილი, საერთოდ სხვა გამოცდილებაა, ეს ის დროა, როდესაც მართლა გრძნობთ, როგორ ტრანსფორმირდებით დროში.

კულტურა

GROENINGEMUSEUM

Dijver 12

GROENINGEMUSEUM-ს მე-15 და მე-16 საუკუნის ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია აქვს ევროპაში. კოლექციის ნაწილია ანს მემლინგის, იან ვან ეიკის და ჰიერონიმუს ბოსხის ნამუშევრები.

 

SINT-JANSHOSPITAAL

Mariastraat 38

SINT-JANSHOSPITAAL 1150 წელს დაარსდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი საავადმყოფოა. საავადმყოფო 1860-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, ახლა აქ მუზეუმია.

 

KRUISPOORT

angestraat 191

მე-13 საუკუნეში ბრიუგეს გალავანი არხით იყო შემოსაზღვრული. 1780-იან წლებში გალავანი დაანგრიეს, მაგრამ შენარჩუნდა ოთხი შესასვლელი კარიბჭე, მათ შორის ყველაზე კარგად შემონახულია Kruispoort, რომელიც 1402 წელს აშენდა.

 

Heilig-Bloedbasiliek

Burg 13

მთავარ მოედანზე მდებარე ეკლესიაში, Heilig-Bloedbasiliek-ში ინახება ფლაკონი, რომელშიც გადმოცემის მიხედვით ქრისტეს სისხლია. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ფლაკონში სისხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ის კონსტანტინოპოლიდან ჯვაროსნებმა ჩამოიტანეს. საუკუნეების განმავლობაში ჭურჭელი ყოველ პარასკევს გამოაქვთ, რომლის სანახავადაც ბევრი მორწმუნე და ტურისტი იკრიბება.

 

THE BEGIJNHOF

The Begijnhof, Wijngaardstraat

The Begijnhof, or Beguinage ძალიან საინტერესო ადგილია. მე-13 საუკუნეში დაარსებული სივრცე თავდაპირველად მარტოხელა ქალების საცხოვრებელი იყო, რომელმაც არსებობა მე-20 საუკუნეში შეწყვიტა. ამჯერად აქ მონაზვნებთან ერთად რამდენიმე ბრიუგელი ქალბატონიც ცხოვრობს, რომლებმაც მარტოობა ამჯობინეს. თეთრი სახლებით გარშემორტყმული შიდა ეზო საინტერესო აურით გამოირჩევა.

 

Onze-Lieve-Vrouwekerk

Mariastraat

ეკლესიის აშენება 1220 წელს დაიწყო და მის დამთავრებას 200 წელი დასჭირდა. აქ ყოველთვის დიდი რიგია, ეს იმიტომ, რომ ტაძარში ინახება მიქელანჯელოს სკულპტურა – Madonna and Child, რომელიც მიქელანჯელოს ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც იტალიის საზღვრებს მის სიცოცხლეშივე გასცდა.

 

THE BURG

შესანიშნავად შენარჩუნებულია გოთიკური ცენტრალური მოედანი. მოედანზეა განთავსებულია ბელგიის უძველესი მერია – Stadhuis, რომელიც 1376 წელს აშენდა.

 

ქარის წისქვილები

25 წისქვილიდან მხოლოდ 4 შემორჩა და მათგან 2 ღიაა საზოგადოებისთვის. წისქვილებს შეგიძლიათ ახლომდებარე პაბიდანაც დააკვირდეთ, სადაც გემრიელი ბელგიური ლუდის მირთმევასაც შეძლებთ.

 

სასტუმროები

BONIFACIUS

Groeninge 4 

სასტუმრო ბრიუგეზე გადაღებულ ყველაზე ცნობილ ფილმში, In Bruges-ში კარგადაა ასახული. BONIFACIUS მე-16 საუკუნის ორ timber-and-stone carriage houses-ს აერთიანებს. გამოირჩევა არაჩვეულებრივი მდებარეობით და პირდაპირ უყურებს Church of Our Lady-ს, ასევე ახლოსაა ყველა მუზეუმთან. ინტერიერის ინსპირაცია ფლამანდრიელი პრიმიტივისტი მხატვრებიდან მოდის. ერთ-ერთი საუკეთესო დეტალი ინტერიერში კიბეა, რომელიც სახურავის ტერასაზე ადის და საიდანაც საოცარი ხედი იშლება.

 

CÔTÉ CANAL

Hertsbergestraat 8-10 

სასტუმრო Groenerei-ის არხს გადაჰყურებს და მე-16 საუკუნეში აშენებულ სახლშია განთავსებული. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ეს სახლი ჩერჩილს აქვს დახატული, მისი განსაკუთრებული სილამაზის გამო. 1901 წლიდან სახლი ახლანდელი მფლობელის, Caroline Van Langeraert-ის ოჯახს ეკუთვნის, რაც ინტერიერში გამოფენილი ოჯახის წევრების პორტრეტებით და სხვადასხვა ნივთებით დასტურდება. კაროლინმა სახლი მემკვიდრებით 1995 წელს მიიღო და შემდეგი ათი წელი მის რესტავრაციას მოანდომა. კაროლინის ძაღლი, ოქროსფერი ლაბრადორი Fidèle, რომელსაც ხშირად ეძინა არხზე გამავალ ფანჯარაში, ქალაქის საყვარელი არსება იყო, რომელიც სამწუხაროდ 2016 წელს გარდაიცვალა. კაროლინი, ყოველდღე დილის 5 საათზე იღვიძებს იმისთვის, რომ სტუმრებს არაჩვეულებრივი საუზმე მოუმზადოს, რომლის შეგიძლიათ მიირთვათ შუშაბანდში, ხედით არხზე.

 

B&B Ambrogio

Spinolarei 20 

Ambrogio გამოირჩევა ისტორიული და თანამედროვე დიზაინის სინთეზით. პირვანდელი ჭერი შენარჩუნებულია და იდეალურად ერწყმის ოთახის თანამედროვე ინტერიერს. B&B-ში მხოლოდ ორი ოთახია. მზიან დღეებში შეგიძლიათ ბაღში დაისვენოთ.

 

MAISON AMODIO

Molenmeers 22 

სამოთახიანი b&b წყვილს ეკუთვნის, რომლებმაც სამივე ოთახი თემატიკის მიხედვით მოაწყვეს – პარიზი, Biarritz და Knokke.

 

Hotel Van Cleef

Molenmeers 11

4-ვარსკვლავიანი სასტუმრო საინტერესო დიზაინითა და ყველა აუცილებელი კომფორტით ცენტრალურ ადგილას.

 

რესტორნები/კაფეები

Chez Albert

Breidelstraat 16

საუკეთესო ადგილი თბილი, გემრიელი ბელგიური ვაფლისთვის. იდეალურია სეირნობის დროს, განსაკუთებით ზამთარში.

 

Friterie

ტრადიციული კერძი ქალაქში ბევრგან იყიდება. სამკუთხედში გახვეული კარტოფილის მირთმევა პირდაპირ ქუჩაში შეგიძლიათ.

სახელიდან გამომდინარე, არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ მსოფლიოში საუკეთესო საჭმელი ფრანგული წარმოშობისაა, მაგრამ ეგრეთ წოდებული “კარტოფილი ფრი” ბელგიური ნაციონალური საჭმელია. ლეგენდის მიხედვით, კერძმა სახელი “french fries” მეორე მსოფლიო ომის დროს მიიღო, როდესაც ამერიკელ ჯარისკაცებს ჭამის დროს თავი საფრანგეთში ეგონათ, რადგან მოსახლეობა ფრანგულად ლაპარაკობდა, სინამდვილეში კი ისინი ბელგიის ტერიტორიაზე იყვნენ.

 

LE PAIN DE SEBASTIEN

Smedenstraat 31

გემრიელი ბრანჩისთვის ეწვიეთ Sebastien Cailliau-ს LE PAIN DE SEBASTIEN. სებასტიანმა პურის ცხობის ხელოვნება საფრანგეთში ისწავლა, შემდეგ კი ეს კაფე და საცხობი ბრიუგეში დააარსა.

 

Jan Van Eyck

Jan Van Eyck plein 12 | +32 50 67 74 17

რესტორანი Jan Van Eyck ამავე სახელწოდების სკვერში მდებარეობს. რესტორანი სახელგანთქმულია გემრიელი მიდიებით, რომელიც აქ მხოლოდ სეზონურად მზადდება. სეზონი ზაფხულს ემთხვევა და ტერასით სარგებლობაც შეგიძლიათ.

 

არტიზანული შოკოლადი

SPEGELAERE CHOCOLATE

Ezelstraat 92

SPEGELAERE – ეს ის ადგილია, სადაც ბევრი ადგილობრივი ყიდულობს შოკოლადს. SPEGELAERE CHOCOLATE ოჯახური ბიზნესია, ახლოსაა ქალაქის ცენტრთან, და აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ყველანაირი ექსტრავაგანტური შეფუთვების და კლასიკური, გემრიელი, ხარისხიანი ბელგიური შოკოლადი.

 

Chocolate Line by Dominique Personnes

Simon Stevinplein 19

ბევრად უფრო ტურისტული, მაგრამ მაინც ერთ-ერთი საუკეთესო შოკოლადის მაღაზიაა Chocolate Line by Dominique Personnes, რომელიც სახელგანთქმულია საინტერესო და განსხვავებული გემოებით და ექსტრავაგანტური გაფორმებით.

 

THE OLD CHOCOLATE HOUSE

Mariastraat 1a

THE OLD CHOCOLATE HOUSE უბრალოდ შოკოლადის მაღაზია არ არის, აქ ასევე განთავსებულია კაფე, რომელიც ცნობილია საფირმო ცხელი შოკოლადით. კაფე საშუალებას გაძლევთ თავად აირჩიოთ შოკოლადი, რომლისგანაც ცხელი სასმელის დამზადება გსურთ.

 

სასმელი

DE REPUBLIEK

Sint-Jakobsstraat 36

კინოთეატრთან არსებული ბარი DE REPUBLIEK განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ შემოგთავაზებენ ყველაფერს – დაწყებული ბელგიური ლუდიდან, დამთავრებული საინტერესო კოქტეილებით. თბილი საღამოებისთვის ბარს ასევე აქვს გარე სივრცე.

 

DE HALVE MAAN BREWERY

De Halve Maan, Walplein 26

ბელგიური ლუდისთვის ეწვიეთ DE HALVE MAAN BREWERY-ს, რომელიც ერთ-ერთია რამდენიმე ლუდსახარშიდან, რომელიც ცენტრალურ ბრიუგეში შემორჩა. ადგილი ჯერ კიდევ იმ ოჯახს ეკუთვნის, რომელმაც ის თავიდან დააარსა. აქ ასევე შემოგთავაზებენ ლუდსახარშის ტურს, სადაც შეძლებთ ნახოთ 3-კილომეტრიანი მილი, საიდანაც აქ დამზადებული ლუდი ჩამოსასხმელ ქარხანაში იგზავნება.

 

POATERSGAT

Vlamingstraat 82

მიწისქვეშა ბარი შუასაუკუნოვანი სახლის სარდაფში მდებარეობს და რთულად შესამჩნევია, რადგან მასში პატარა კარით შეძლებთ მოხვედრას. აქ შემოგთავაზებენ ბელგიური ლუდის 120 სახეობას.

 

მაღაზიები

Diksmuids Boterhuis

Geldmuntstraat 23

Diksmuids Botherhuis 1930-იანი წლებიდან არსებობს და სახელგანთქმულია ადგილობრივებში. აქ იყიდება 200-ზე მეტი სახეობის ძალიან მაღალი ხარისხის ყველი და სხვა დელიკატესები.

 

DE OLIJFBOOM

Smedenstraat 58

ეს დელიკატესების მაღაზიაა, რომელსაც ქვეყნის სახელგანთქმული შეფები ხშირად სტუმრობენ, რადგან აქ იყიდება ისეთი პროდუქტი, რომლის შეძენაც ბელგიაში სხვაგან შეუძლებელია. მაღაზიაში 80 სხვადასხვა ტიპის ზეითუნის ზეთი, 250 სახეობის სანელებელი და სხვა დელიკატესები იყიდება.

 

JŪTTU

Noordzandstraat 54

Jūttu ბელგიური კონცეპტუალური მაღაზიაა, სადაც წარმოდგენილია ტანსაცმელი, საათები, მცენარეები და წიგნები. განსაკუთრებული კონცეფციის მაღაზია ევროპის ნიშური ბრენდების საინტერესო ნივთებს შემოგთავაზებთ.

 

Think Twice

Sint-Jakobsstraat 21

არაჩვეულებრივი ადგილი ვინტაჟური ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance - ნინო კირთაძის პარიზის გზამკვლევი
Hammock თიბისიდაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მოგზაურობის ახალ რუბრიკას. რუბრიკის პირველი სტუმარია რეჟისორი ნინო კირთაძე. სწორედ ნინო გახლავთ ჩვენი მასპინძელი ხელოვნების, მოდის და სიყვარულის ქალაქში - პარიზში
Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი
დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.