გააზიარე სტატია

Hammock-ის გზამკვლევი – ლისაბონი

ევროპის ერთერთი ყველაზე დაუფასებელი ქალაქი, ლისაბონი, ბოლო რამდენიმე წელია ახალგაზრდა ენთუზიასტი მოგზაურების ყურადღების ცენტრში მოექცა. არადა, რამდენიმე წლის წინ, მძიმე ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, ეს ფერადი, 7 ბორცვზე გაშენებული ქალაქი ალბათ ძალიან ცოტას თუ ახსოვდა.

ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.

უძველესი უბნის, ალფამას წვრილი ქუჩებიდან, თავისუფლების ხეივნის მდიდრული მაღაზიების ჩათვლით, სანახავი უამრავია.

Hammock-ის გიდი გთავაზობთ:

 

Tram 28 – თუ საკმარისი დრო გაქვთ, აუცილებლად აიღეთ #28 ტრამვაის ბილეთი და დაათვალიერეთ ქალაქი. ყვითელი ტრამვაი ყველაზე ცნობილ უბნებსგრაცას, ალფამას, ბაიშას და ესტრელას გაივლის. ფირის აპარატი ან დღიური იდეალურია ასეთი გასეირნებისთვის.

ბილეთის საფასური: €2.90

 

Calouste Gulbenkian Foundation – ლისაბონის ტოპკულტურული ადგილი,  რომელიც მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ხელოვნების ცენტრს, სხვადასხვა დროებით გამოფენასა და უზარმაზარ, მომაჯადოებელ ბაღს აერთიანებს. იდეალურია ყოველდღიური ხმაურისგან განსატვირთად.

Av. de Berna 45A, 1067-001 // ოთხ. – ორშ. – 10:00 – 18:00 // შესვლის საფასური: 12,5€

 

Berardo Art Museum – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ბელემში, სადაც  დროებით გამოფენებთან ერთად ნახავთ მარსელ დიუშანის, ენდი უორჰოლის, სალვადორ დალის, როი ლიხტენშტეინის, ფრენსის ბეკონის და ჟოან მიროს ნამუშევრებს.

Praça do Império 1449-003 // სამშ. – კვ. – 10:00 – 19:00 // შესვლა: უფასო

 

Lux Frágil – ერთერთი ყველაზე ცნობილი ღამის კლუბია ლისაბონში. კლუბი  კინოვარსკვლავის, ჯონ მალკოვიჩის საკუთრებაა. მალკოვიჩმა კლუბი 90-იანებში გახსნა. არანაკლებ შთამბეჭდავია არტისტების შემადგენლობაც:

Av. Infante D. Henrique, Armazém A, Cais da Pedra a Sta Apolónia, 1950-376 // www.luxfragil.com

 

სასტუმროები

Santa Clara 1728 – სამოთხე მინიმალიზმის მოყვარულებისთვის. ალფამას უბანში მდებარე მე-18 საუკუნის დროინდელი შენობა მესაკუთრეებმა  სრულიად განაახლეს და არატრადიციული ტიპის სასტუმრო შექმნეს, რომელიც მხოლოდ 6 ნომერს აერთიანებს.

Campo de Santa Clara 128 // https://www.silentliving.pt //  €300-დან

 

MicasaenLisboa – ტრადიციული ელემენტების მქონე თანამედროვე “guest house”, რომელიც მდინარე ტეჟუს, წმ. გიორგის ციხესიმაგრესა და გრაკას პარკს გადაჰყურებს.

Calçada do Monte, 48 // micasaenlisboa.com // €65 –  €300

 

Memmo Alfamaპირველი ბუტიკსასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში. Memmo Alfama დიდი ტერასით, აუზით და ლისაბონის ერთერთი საუკეთესო ხედით იდეალურად ერწყმის უბნის ძველ არქიტექტურას.

Travessa das Merceeiras 27, 1100-348 // http://www.memmohotels.com/alfama/hotel-overview.html // €142-დან

 

 

კაფე/რესტორნები

Pasteis de Belem – pastel de nata ტრადიციული პორტუგალიური ტკბილი ღვეზელია, რომელიც კვერცხის გულით მზადდება და პირველად აუცილებლად Pasteis de Belem-ში უნდა დააგემოვნოთ. პირველი pastel da nata კათოლიკე ბერებმა იქვე მდებარე ხერონიმოს მონასტერში გამოაცხვეს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში. მას მერე ბელემის უბნის ეს უძველესი და უდიდესი საცხობი/კაფე ყოველთვის სავსეა და ტურისტულ სეზონზე აუცილებლად რიგში მოგიწევთ  დგომა.

R. de Belém 84-92, 1300-085 // ორშ. – კვ. – 08:00 – 00:00

 

Time Out Market – საუკეთესო ადგილი გურმანებისთვის. კონცეფცია ასეთია – ყველაფერი საუკეთესო ერთ სივრცეში: მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფმზარეულები, ცოცხალი ინგრედიენტები და განსაკუთრებული   რეცეპტები. სივრცე 2014 წელს გაიხსნა რიბეირას ბაზრის ტერიტორიაზე და  24 რესტორანს, რამდენიმე გასტრონომიულ მაღაზიასა და ბარს აერთიანებს.

Av. 24 de Julho 49, 1200-479 // ხუთ. – შაბ. – 10:00 – 02:00 // კვ. – ოთხ. – 10:00 – 00:00

 

Prado – დაბალანსებული, სეზონური და  ცოცხალი ინგრედიენტებისგან შემდგარი მარტივი მენიუ ადგილობრივი შეფისგან. ფოკუსი – პორტუგალიური სამზარეულო. ადგილი – მე-19 საუკუნის მიტოვებული ქარხანა ბაიშას უბანში.

Travessa das Pedras Negras, 2 1100-404 // ოთხ. – შაბ. – 12:00 – 02:00 // კვირა – 12:00 – 17:00

 

Taberna de Rua des Flores – ადგილობრივების და ტურისტების საყვარელი პატარა და მყუდრო რესტორანი. რჩევა: მაგიდას ვერ დაჯავშნით, ამიტომ რაც შეიძლება ადრე მიდით და გაითვალისწინეთ, რომ გადახდას მხოლოდ ნაღდი ფულით შეძლებთ. აუცილებლად გასინჯეთ ზღვის პროდუქტებით დამზადებული კერძები.

Rua das Flores 103, Chiado // ორშ. – პარ. – 12:00 – 00:00 // 16:00 – 00:00

 

ყავის მოყვარულებისთვის:

Hello Kristoff დამაარსებლებმა ნიუიორკული ყავის შთაგონებით შექმნეს. თუ გემრიელი ყავა, ჯანსაღი ლანჩი და “ინდი” ჟურნალ-გაზეთები მოგწონთ, ამ ადგილს უნდა მიაკითხოთ.

R. do Poço dos Negros 103, 1200-076 // ორშ. – პარ. – 09:00 – 18:00

 

Cafe a Brasiliera – პარიზული Cafe les Deux Magots-ის ეკვივალენტი, პორტუგალიელი პოეტის, ფერნანდო პესოას საყვარელ ადგილადაა ცნობილი. ინტერიერი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. აქ გემრიელი ყავისთვის და პორტუგალიური ტკბილეულისთვის უნდა მიხვიდეთ.

Rua Garrett 120, Lisbon 1200-205 //  ორშ. – კვ. – 08:00 – 02:00

 

საინტერესო მაღაზიები:

A vida Portuguêsa – ამ ორიგინალური მაღაზიის მთავარი შთაგონების წყაროა Saudade, ანუ აუხსნელი ნოსტალგია და ლტოლვა წარსულისადმი. მისმა მფლობელებმა მოაგროვეს ყველაზე საინტერესო, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია წარსულიდან და თანამედროვე ლისაბონს ხელახლა გააცნეს.

Rua Anchieta 11, 1200-023 Chiado // კვ. – 11:00 – 20:00 / ორშ. – შაბ. – 10:00 – 20:00

 

Under the Cover Shop – ეს თანამედროვე წიგნის მაღაზია Caloust Gulbenkian-ის ბაღების წინ მდებარეობს და ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც ბეჭდური მედია უყვარს. აქ ნახავთ ისეთ ნიშურ გამოცემებს, როგორებიცაა – Kinfolk, Cerealmag, Wallpaper, Frankie, Riposte, 032c, Space, System და სხვები.

Rua Marquês Sá da Bandeira 88b 1050-150 // ორშ. – პარ. – 11:00 – 19:00 / შაბათი: 12:00 – 18:00

 

Cortico and Netos – გამორჩეულად ლამაზი მაღაზიაა ლისაბონში, რადგან ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მოხატული კერამიკული ფილები, ანუ ეგრეთ წოდებული აზულეჟოები სწორედ აქ იყიდება. ამ მაღაზიაში ნახავთ როგორც ვინტაჟურ, ასევე თანამედროვე ფილებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

Calçada de Santo André 66, // ორშ. – შაბ.-  10:00 – 13:00 და 14:00 – 19:00

 

ბონუსი: სინტრა

აუცილებლად მოიწყვეთ ექსკურსია და ეწვიეთ სინტრას, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 30-40 წუთის დაშორებით მდებარეობს. როსიოს სადგურზე, მატარებლის ორივე გზის ბილეთი სულ რაღაც €4.50 ღირს.

სინტრა უძველესი ქალაქია, რომელიც ადრე  პოპულარობით სარგებლობდა მონარქებსა და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შორის. ამიტომაც, აქ ყველაზე საინტერესო სანახაობა სწორედ სასახლეებია. დროის და ენერგიის დაზოგვის მიზნით hop-on/hop-off ავტობუსის ბილეთი (€20-დან) აიღეთ და მიჰყევით დინებას.

აუცილებლად ნახეთ: პენას სასახლე, Quinta de Regaleira, მავრების ციხესიმაგრე.

პ.ს. ლისაბონის დასათვალიერებლად საუკეთესო დრო სექტემბეროქტომბრის პერიოდია. ამ დროს ძალიან აღარ ცხელა და სანაპიროზე გასასვლელადაც იდეალური ტემპერატურაა. ამასთან  ტურისტების რაოდენობა შედარებით მცირდება, ხოლო ქალაქი ნელნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

 

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.