fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის გზამკვლევი – ლონდონი

სახელგანთქმული კულტურით, გართობით და კულინარიით, ლონდონში არასდროს მოიწყენთ. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი ნებისმიერი ტიპის ადამიანს სთავაზობს საუკეთესო დღეების გატარების საშუალებას. მიუხედავად ინგლისური სიმკაცრისა, ლონდონი სავსეა შავი იუმორით, საინტერესო პერსონაჟებით, დაუვიწყარი თავგადასავლებით, რომელიც მხოლოდ აქ შეიძლება გადაგხდეთ. ეს ის ადგილია, სადაც იქმნება ბევრი ის ტრენდი კულტურაში, რომელიც მალევე მსოფლიოს ყველა კუთხეს სწვდება. ბრიტანული ტრადიციების და ავანგარდის სინთეზი – ეს ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც ალბათ არასდროს მომწყინდება. ყოველთვის მაქვს იმის შეგრძნება, რომ მსოფლიოს ეპიცენტრში ვარ. ამ უზარმაზარ, 8-მილიონიან ქალაქს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ფინანსური და კულტურული ცენტრია, აქვს უნიკალური უნარი, თავი ისე გაგრძნობინოს, როგორც პატარა, მყუდრო ქალაქში. გამორჩეულია იმითაც, რომ მხოლოდ 20 წუთი გჭირდება მეტროთი ან ავტობუსით, ერთი უბნიდან სრულიად განსხვავებულ მეორე უბანში რომ აღმოჩნდე. რადიკალურად განსხვავებულ ადგილებს კი მხოლოდ ის აურა აერთიანებს, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში არსებობს. ლონდონი ასეთი მრავალფეროვნების გამოც ინარჩუნებს საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ეპიცენტრის სტატუსს.

სასტუმროები:

Dean Street Townhouse

Dean Street Townhouse Soho house-ის ჯგუფის ყველაზე ტრადიციული პროექტია.
სასტუმრო ტრადიციულ Georgian townhouse-შია განთავსებული. შენობას საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. აქ ცხოვრობენ არისტოკრატიული ოჯახები. რაღაც დროის განმავლობაში ცხოვრობდა მეფე ჩარლზ მეორეს საყვარელი – ნელ გვინი. 1928 წელს აქ member’s club ფუნქციონირებდა, რომლის წევრებიც პოლიტიკოსები, ხელოვანები, კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ. მათ შორის იყო ფრედ ასტერი. კლუბში ეკიდა ჰენრი მატისის ნამუშევარი L’Atelier Rouge. 1950-იან წლებში კლუბს ხშირად სტუმრობდნენ ფრენსის ბეკონი და ლუსიენ ფროიდი.

69 – 71 Dean St, W1D 3S ,  £140 +

 

The Ned

Soho House-ს ჯგუფის პროექტი. The Ned ქალაქის ცენტრში, ყოფილი Midland ბანკის შენობაშია განთავსებული. შენობის დიზაინი (1924) სერ ედვინ ნედ ლუტენს ეკუთვნის. სასტუმროში 9 რესტორანი, member’s club და 1920-1930-იანების სტილში გადაწყვეტილი 252 ოთახია.

27, Poultry EC2R 8AJ, £150+

 

Artist Residence London

Artist Residence London – პატარა ბუტიკის ტიპის სასტუმროა, რომელიც ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სასტუმროში მხოლოდ 10 ოთახია, მაგრამ თითოეული განსაკუთრებული დიზაინით და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით გამოირჩევა. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი The Cambridge Street Kitchen.

52 Cambridge Street SW1V 4QQ,  £120+

 

The Culpeper

The Culpeper – ბუტიკის ტიპის სასტუმრო, რომელიც 1884 წლიდან მოქმედი ბარის თავზეა განთავსებული. სასტუმროს სახელწოდება ეძღვნება მე-17 საუკუნის ბოტანიკოსს – Nicholas Culpeper-ს, სასტუმროში მხოლოდ 5 ოთახია, აქვეა რესტორანიც და ტერასაც.

40 Commercial Street E1, £100+

 

The London Edition Hotel

The London Edition Hotel – საკულტოდ ქცეული დიზაინერული სასტუმრო, რომლის ავტორიცაა დიზან სასტუმროების პიონერი Ian Schrager. სასტუმრო 1835 წლის შენობაშია განთავსებული.

10 Berners Street W1T 3NP, £250+

 

რესტორნები/კაფეები:

ბრანჩი/ლანჩი:

 

Eggbreak

პატარა, მაგრამ ძალიან გემრიელი ბრანჩი ნოთინგ ჰილის უბანში. მენიუში შედის ორიგინალურად და კლასიკურად მომზადებული კვერცხის კერძები.

30 Uxbridge St, W8 7TA

 

The Good Egg

რესტორნის მენიუ თელ-ავივის streetfood-ის და ნიუიორკულ-ებრაული კვების კულტურის ნაზავია.
Kingly Court, W1B 5PW & 93 Stoke Newington Church Street, N16 0AS

 

Farm Girl

ეს ადგილი განკუთვნილია მათთვის, ვისაც გემრიელი, მაგრამ ჯანმრთელი საკვები უყვარს. ავსტრალიური ტიპის კაფე, რომელიც გამოირჩევა ლამაზი ინტერიერით და მყუდრო გარემოთი.
59a Portobello Rd, W11 3DB & 9 Park Walk, SW10 0AJ

 

by CHLOE

ვეგანური სამზარეულო, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი და სეზონური პროდუქტით დამზადებულ კერძებს გვთავაზობს.

Drury House, 34-43 Russell St, WC2B 5HA

 

NOPI

რესტორნის მეპატრონე ცნობილი შეფი იოტამ ოტოლენგია. მენიუში შემოგთავაზებენ ხმელთაშუა ზღვის, აზიური და ახლო აღმოსავლეთის გემოების ნაზავს. შეიძლება დაგაინტერესოთ იმ ფაქტმაც, რომ ოტოლენგი სპეციალურად ესტუმრა საქართველოს, რომ ქართული სამზარეულო დაეგემოვნებინა. მისმა პარტნიორმა ამაზე სტატიაც დაწერა: https://www.cntraveler.com/story/what-to-eat-and-drink-in-georgia

21-22 Warwick Street, W1B 5NE

 

ვახშამი:

Sketch

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანია არა მარტო ლონდონში, არამედ მსოფლიოში. Sketc-ში უფრო საკულტო დიზაინის დასათვალიერებლად უნდა მიხვიდეთ, ვიდრე სამზარეულოს დასაგემოვნებლად, რადგან აქ საკვები საკმაოდ ძვირი და არცთუ ისე გემრიელია. მაგრამ დიზაინი და მათი საკულტო კვერცხის ფორმის საპირფარეშო ოთახი საკმარისი მიზეზია ადგილის დასაჯავშნად.

9 Conduit St, W1S 2XG

 

Chiltern Firehouse

Chiltern Firehouse-ში მისასვლელად აუცილებლად დაგჭირდებათ წინასწარი ჟავშანი. რესტორანი ყოფილ სახანძროს შენობაში მდებარეობს და ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ლონდონში. მას ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები.

1 Chiltern Street, W1U 7PA

 

BAO

ტაივანური სამზარეულოს რესტორანი სამ ადგილასაა და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მენიუ აქვს, მაგრამ BAO-ს ფოკუსია კერძი BAO, რაც ორთქლზე მომზადებულ bun-ს ნიშნავს.

53 Lexington St, W1F 9AS & 31 Windmill St, W1T 2JN

 

The Clove Club

რესტორნის სახელი ვახშმის კლუბიდან მოდის, რომელიც მის დამაარსებლებს ადრე ჰქონდათ. მიდით გემრიელი ბრიტანული სამზარეულოს დასაგემოვნებლად. რესტორანს 1 მიშელინის ვარსკვლავი აქვს და მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის სიაშია შესული.

Shoreditch Town Hall, 380 Old Street, EC1V 9LT

 

Dishoom

რესტორნის შთაგონება ძველი ირანული კაფეებია, რომლებიც ბომბეიში საკმაოდ პოპულარული იყო 1960-ან წლებში. Dishoom-ში განსაკუთრებული ატმოსფეროა, რომელსაც 60-იანი წლების ბომბეიში გადაჰყავხართ.

5 Stable St, Kings Cross, N1C 4AB & 22 Kingly St, W1B 5QB

 

ბაზრები:

Maltby Street Market

ლონდონი ცნობილია ფერმერული პროდუქტების ბაზრებით. ასეთია Maltby Street Market-იც, რომელიც საკმაოდ პატარაა და ტურისტული ადგილებისგან მოშორებით მდებარეობს. აქ შეძლებთ გემრიელი და ორგანული streetfood-ის, ღვინის და ყავის დაგემოვნებას.
Maltby St, SE1 3PA

 

Borough Market

ალბათ ყველაზე ცნობილი ბაზარია ლონდონში, რომელიც მე-12 საუკუნიდან ფუნქციონირებს. გაითვალისწინეთ, რომ Borough Market-ში ყოველთვის ბევრი ხალხია.
8 Southwark St, London SE1 1TL

 

სასმელი:
ყავა/ჩაი:

Grind & Co.

Grind-ის coffeeshop-ებში მათივე მოხალულ ყავას მოგართმევენ, რომელიც ლონდონის უბან შორდიჩში მზადდება.
213 Old St, EC1V 9NR

 

Café Miami

ლამაზი გარემო, გემრიელი ყავა და კერძები. დიზაინში პასტელური ფერები და რეტრო ავეჯია გამოყენებული.
24 Lower Clapton Road, E5 0PD

 

Flat White

ანტიპოდური, კუსტარული ყავის სახლი, სადაც ძალიან გემრიელ ყავას მოგართმევენ.
17 Berwick St, W1F 0PT

 

Look Mum No Hands!

ყავის სახლი, რომელიც ველოსიპედების სახელოსნოზეა მიბმული. გამოირჩევა განსაკუთრებული გარემოთი.
49 Old St, EC1V 9HX

Yumchaa

ინგლისური ჩაის დიდი არჩევანი, მყუდრო გარემოში.
1 Granary Square,N1C 4AA & 90-92 Camden Lock Pl, NW1 8AF

საღამო:

Auld Shillelagh

ირლანდიური პაბი ლონდონში.
105 Stoke Newington Church St, N16 0UD

 

Coach & Horses

ტრადიციული ინგლისური პაბი სოჰოში.
29 Greek St, W1D 5DH

 

Bounce Ping Pong

პინგ პონგი, კოქტეილები, fast food და მუსიკა.
121 Holborn, EC1N 2TD & 241 Old Street, EC1V 9EY

 

Village Underground

Village Underground მულტიდისციპლინური სივრცე ლონდონში. შენობა ყოფილ ფაბრიკაში მდებარეობს.
54 Holywell Ln, EC2A 3PQ

 

XOYO

ადგილი სადაც დროის კარგად გატარება გარანტირებულია.

32-37 Cowper St, EC2A 4AP

 

Fabric

ლონდონის საკულტო კლუბი, საუკეთესო საუნდსისტემით.

77A Charterhouse St, EC1M 6HJ

 

კულტურა:

მუზეუმები:

Tate Modern

პირადად ჩემთვის საუკეთესო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია. Tate-ში აუცილებლად St Paul-ის კათედრალის მხრიდან უნდა მიხვიდეთ და Millennium Bridge გადაჭრათ, რაც საშუალებას მოგცემთ, კარგად ნახოთ Tate-ის შენობაც, რომელიც ყოფილ Bankside Power Station გახლდათ. რამდენიმე წლის წინ Tate-ს ახალი ინოვაციური შენობა შეემატა, რომლის ბოლო სართულიდან ლონდონზე ერთ-ერთი საუკეთესო ხედი იშლება. Tate-ში მდებარეობს The Turbine Hall-იც, სადაც მუზეუმის გახსნის შემდეგ ყოველწლიურად ცნობილი ხელოვანების ინსტალაციებია გამოფენილი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმის კოლექციაა, სადაც ისეთი ნამუშევრები ინახება, რომლებიც აუცილებლად დიდი შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

Bankside, SE1 9TG

 

Tate Britain

ლონდონში ბევრი ძალიან კარგი მუზეუმია, მაგრამ ხშირად გამოფენილი ნამუშევრების თუ ნივთების უმეტესობა არ არის ბრიტანული, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციებს და ქვეყნებს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თუ ბრიტანული ხელოვნება გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ Tate Britain-ს, რომლის კოლექციაშიც ბრიტანული ხელოვნების ნიმუშები შედის მე-16 საუკუნიდან დღემდე. კოლექციაში წარმოდგენილია Sir John Everett Millais, Bt, David Hockney, William Turner, Peter Blake, Richard Hamilton, Mary Kelly, Anthony Caro, Tracey emin და ბევრი სხვა საინტერესო ბრიტანელი არტისტი.

Millbank, Westminster, SW1P 4RG

 

The Design Museum

ინოვაციური, თანამედროვე დიზაინის მუზეუმია, რომელიც 2016 წელს ახალ ადგილას გადავიდა.

224-238 Kensington High St, W8 6AG

 

The Victoria and Albert Museum

V & A, მსოფლიოში ყველაზე დიდი დეკორატიული ხელოვნების და დიზაინის მუზეუმი, სადაც 2.27 მილიონი ნივთი ინახება, 1852 წელს გაიხსნა. ამ მუზეუმს აუცილებლად ესტუმრეთ, თუ გიყვართ ინტერიერის დიზაინი, ტექსტილი და მოდა. V & A-ში ყოველთვის საინტერესო და გამორჩეული გამოფენები ეწყობა.

Cromwell Rd, SW7 2RL

 

Barbican Centre

ევროპაში ყველაზე დიდი performing arts ცენტრი. ხშირად ტარდება კლასიკური, თანამედროვე და ექსპერიმენტული მუსიკის კონცერტები, სპექტაკლები, ფილმის ჩვენებები და გამოფენები. შენობა, რომელშიც The Barbican Centre მდებარეობს, 1960-70 წლებშია აშენებული და Barbican Estate-ის გაგრძელებაა, რომელიც ბრიტანული ბრუტალიზმის ნიმუშია.შენობის ბოლო სართულზე ლონდონში სიდიდით მეორე ორანჟერეა მდებარეობს.

Silk St, EC2Y 8DS

 

გალერეები:

 

Gagosian

ლარი გაგოსიანის თანამედროვე ხელოვნების გალერეა.

17-19 Davies St, W1K 3DE

 

Newport Street Gallery

Newport Street Gallery-ში ბრიტანელი არტისტის, დამიენ ჰირსტის პერსონალური კოლექცია ინახება. გალერეაში 6 საგამოფენო სივრცეა, ასევე ეწყობა სოლო და ჯგუფური გამოფენები. კოლექციას, რომელშიც 3000-ზე მეტი ნამუშევარი შედის, ჰირსტი 1980-იანი წლებიდან აგროვებს. აქ ახალბედა ხელოვანებთან ერთად წარმოდგენილი არიან: Francis Bacon, Banksy, Tracey Emin, Richard Hamilton, Jeff Koons, Sarah Lucas, Pablo Picasso, Richard Prince.

Newport St, Lambeth, SE11 6AJ

 

Hayward Gallery

გალერეა The Southbank Centre-ის ნაწილია და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგამოფენო სივრცეა ცენტრალურ ლონდონში.

Southbank Centre, 337-338 Belvedere Rd, SE1 8XX

 

Whitechapel

East London-ის ყველაზე ცნობილი გალერეა და სახელოვნებო სივრცე. თითქმის საუკუნეა ეს გალერეა ერთ-ერთი პიონერია მათ შორის, რომლებმაც ლონდონის ამ ნაწილში კულტურული ცხოვრების მანიფესტაცია დაიწყეს.

77-82 Whitechapel High St, E1 7QX

 

White Cube

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე ხელოვნების გალერეა, რომელიც ლონდონში ორ ადგილას მდებარეობს. . გალერეა გახსნის დღიდან ხელს უწყობს დამწყებ არტისტებს. White Cube პირველი გალერეა იყო, სადაც Tracey Emin-ს სოლო გამოფენა ჰქონდა.

144-152, Bermondsey St, SE1 3TQ

 

The Serpentine Galleries

ორი გალერეაა, რომელიც Hyde Park-ში მდებარეობს. The Serpentine Gallery 1970 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო the Serpentine Sackler Gallery 2013 წელს გაიხსნა ზაჰა ჰადიდის მიერ დაპროექტებულ შენობაში.

Kensington Gardens, W2 3XA

 

The Store X, 180 The Strand

კრეატიული ჰაბის სახელი მისი მისამართია. შენობა ბრუტალური არქიტექტურის საკულტო ნიმუშია. ჰაბის მიზანია თავი მოუყაროს საინტერესო და ინოვაციურ, კრეატიულ ხალხს და მათ პროექტებს. აქ მდებარეობს The Store X, და ისეთი კომპანიები, როგორებიცაა – Dazed Media Group, IMG, The Vinyl Factory, Charcoal Blue, The Spaces და Fact magazine. The Store X Vinyl Factory ყოველწლიურად აწყობს გამოფენებს ამ სივრცეში.

180 Strand, WC2R 1EA

 

კინოთეატრები:

Prince Charles Cinema

დამოუკიდებელი კინოთეატრი, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს. კინოთეატრი ცნობილია საკულტო და არტ ჰაუს ფილმების ჩვენებებით. ასევე აწყობს Sing-a-long და all-nighter ჩვენებებსაც.

7 Leicester Pl, WC2H 7BY

 

Electric Notting Hill

ალბათ ყველაზე ცნობილი კინოთეატრი ლონდონში, Electric Notting Hill-ში 1911 წლიდან ფუნქციონირებს.

191 Portobello Rd, W11 2ED

 

The Olympic Barnes

თავდაპირველად ეს სივრცე მხოლოდ კინოთეატრი იყო, რომელიც 1906 წლიდან ფუნქციონირებდა, მაგრამ 1966 წლის შემდეგ ის ხმის ჩამწერ სტუდიად გარდაიქმნა. სტუდიაში ჩაწერილია ბევრი ცნობილი სიმღერა, მათ შორის – The Beatles-ის All You Need Is Love, Spice Girls-ის Wannabe. 2013 წლიდან ეს სივრცე ისევ კინოთეატრად იქცა.

117-123 Church Rd, SW13 9HL

 

პარკები/სხვა:

Hyde Park

ყველაზე ცნობილი პარკი ლონდონის ცენტრში. საუკეთესო დღის გასატარებლად აუცილებლად უნდა ესტუმროთ პარკს. აქ მდებარეობს ზემოთ ნახსენები Serpentine Galleries, ასევე რამდენიმე ტბა და კაფე.

 

Hampstead Heath

უზარმაზარი ტყეპარკი ლონდონის ცენტრში. პარკში მდებარეობს Kenwood House, რომელიც ერთ-ერთი ადგილია ფილმიდან Notthing Hill. Kenwood House-იდან ლონდონის ხედი იშლება. აქ არსებულ კაფეში შეგიძლიათ ტრადიციული ინგლისური “შუადღის ჩაის” და sponge cake-ის დაგემოვნება.

 

Columbia Road Flower Market

ქუჩის ყვავილების ბაზარი, რომელიც ყოველ კვირას იმართება. აქ შეგიძლიათ street food და ყავა მიირთვათ და ანტიკვარების პატარა ბაზრობაც დაათვალიეროთ.

Columbia Rd, E2 7RG

 

Gods Own Junkyard

Chris Bracey,თითქმის ნახევარი საუკუნეა, ნეონის ღმერთია. მისი შექმნილია ნეონის ნამუშევრები მარტინ კრიდისთვის და სხვა ცნობილი ხელოვანებისთვის. მისი შექმნილი ან არჩეულია ბევრი ნეონის ნამუშევარი, რომლებიც ფილმებში გვხვდება. მაგალითად: Eyes wide shut, Batman, Charlie and the Chocolate Factory. გრძელვადიანი კარიერის განმავლობაში Chris Bracey-მ საკმაოდ ბევრი ნეონის ნამუშევარი დააგროვა, რომლის ნახვაც Gods Own Junkyard-ში შეგიძლიათ.

Unit 12, Ravenswood Industrial Estate, Shernhall Street , E17 9HQ

 

SouthBank

ტემზის მარჯვენა სანაპიროზე South Bank სიცოცხლით სავსე სივრცეა და ლონდონის ერთ-ერთი კულტურული ცენტრია. სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს The Southbank Centre, National Theatre და BFI film theatre, ბევრი რესტორანი და ბარი, საკულტო სკეიტ პარკი და ეწყობა სხვადასხვა ტიპის ბაზრობები.

 

მაღაზიები:

Atika London

 

ვინტაჟური მაღაზია, სადაც ყველაფერს ნახავთ ცნობილი ბრენდებიდან დაწყებული, სპორტული და ტრენდული ტანსაცმლით დამთავრებული.

55-59 Hanbury St, E1 5JP

 

Liberty London

საკულტო department store ლონდონის ცენტრში.

Regent St, Soho, W1B 5AH

 

Carnaby

მიუხედავად იმისა, რომ Carnaby, Oxford Street-იდან 5 წუთის მანძილზე მდებარეობს და შესაბამისად სავსეა ტურისტებით, აქ მაინც ღირს მოსვლა. Carnaby 13 ქუჩისგან შედგება, თითოეულ მათგანზე უცნობი და ნაცნობი ბრენდების მაღაზიები, კაფეები და რესტორნებია. Carnaby 60-იან წლებში თინეიჯერებისთვის კულტურული ცენტრი იყო. სწორედ აქ ჩამოყალიბდა “mod” მოძრაობაც.

 

Rough Trade Records

საკულტო მუსიკალური მაღაზია ლონდონში, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

Old Truman Brewery 91, Brick Ln, E1 6QL

 

Tips:
• საუკეთესო დრო ლონდონის დასათვალიერებლად: მარტი-აპრილი, ოქტომბერი. თუ უამრავი ტურისტი არ გაშინებთ, დეკემბერი!
• ლონდონში მუზეუმების უმეტესობა უფასოა!
• აუცილებლად შეიძინეთ სამგზავრო ბარათი: Oyster Card და გააქტიურეთ ერთი კვირით. ამით ბევრ თანხას დაზოგავთ.
• აპლიკაცია Citymapper დაგეხმარებათ მიაგნოთ ნებისმიერ ადგილს.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი
დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.