fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის გზამკვლევი – პარიზი

პარიზი სიყვარულის და, ჩემთვის მგონი, სტერეოტიპების მსხვრევის ქალაქიცაა.
პარიზში წასვლა ადრე არასდროს მნდომებია. მეგონა, რომ ამ ქალაქში მხოლოდ სნობი და ცივი, ზედმეტად ლამაზი ბურჟუა პარიზელები ცხოვრობენ და ყველაფერი წარმოუდგენლად ძვირია. იმის მიუხედავად, რომ Jeanne Damas ვეტრფი და ფრანგული კინოს ესთეტიკაც ძალიან მომწონს, მაინც ბანალურად და პრეტენზიულად მეჩვენებოდა მთელი ეს გამოცდილება.

მაგრამ სულ სხვანაირი დამხვდა პარიზი: ქალაქი ისეთი down to earth არის, როგორიც არასდროს წარმომედგინა. აქ ცხოვრობენ უბრალო, სასიამოვნო და უშუალო ადამიანები. ყოველ კუთხეში ღიმილით ნათქვამი “bonjour, bonsoir” გესმის და შენც დღეში ათასჯერ იმეორებ ამ ულამაზეს სიტყვებს, ისე რომ მერე თავი ამ კულტურის ნაწილი გგონია, თუნდაც რამდენიმე წამით.

პარიზმა კიდევ კრუასანი შემაყვარა, აქამდე რომ მაინცდამაინც არ მიყვარდა და
კიდევ… ცოტა შემშურდა იქ მცხოვრები ადამიანების.

“არ მოგვწონს, რომ ზედმეტად ინდივიდუალისტები ვართ, მაგრამ არცერთ სხვა ქალაქში არ ვიცხოვრებდით პარიზის გარდა. აქ ბედნიერები ვართ, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება არც ჩანდეს ასე გარედან”, – გვითხრეს პარიზელებმა რომლებიც აქ გავიცანით.

მხოლოდ 5 დღე ვიყავი პარიზში და ამ ხანმოკლე გამოცდილების მიუხედავად, რამდენიმე რეკომენდაციას გაგიზიარებთ იმ შემთხვევისთვის, თუ ამ ჯადოსნურ ქალაქში მოხვდებით:

მუზეუმები / გალერეები / ა.შ.:

Centre Pompidou

თანამედროვე ხელოვნების ყველაზე დიდი კოლექცია // აქ ნახავთ მატისის, უორჰოლის, კანდინსკის ნამუშევრებს და ასევე სხვა თანამედროვე ექსპოზიციებს.
Place Georges-Pompidou / 4th Arrondissement / ოთხ. – ორშ. / 11:00 – 21:00 / €14

 

Brancusi Studio

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სკულპტორის და ფოტოგრაფის, რუმინელი კონსტანტინ ბრინკუშის სამუშაო სტუდიის სრული რეპლიკა, რომელიც პომპიდუს ცენტრთან მდებარეობს. აუცილებლად გირჩევთ შესვლას! რაც ყველაზე მთავარია, სრულიად უფასოა
სამშ. – კვ. / 14:00 – 18:00

 

Palais de Tokyo

თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რომელიც დროებით გამოფენებს ეთმობა. აქვე არის წიგნების და ჟურნალების ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მაღაზია.
13 Avenue du Président Wilson / მე-16 ოლქი / ოთხშ. – ორშ. / 12:00 – 00:00 / € 12

 

Musee de l’Orangerie

რომ არა ვუდი ალენის Midnight in Paris, ამ პატარა მუზეუმის შესახებ ვერაფერს გავიგებდი. Musee de l’Orangerie ტიუილრის ბაღთან მდებარეობს და აქ კლოდ მონეს შედევრის, “წყლის ლილიების” სანახავად უნდა მიხვიდეთ.
Jardin Tuileries / პირველი ოლქი / ოთხ. – ორშ. / 09:00 – 18:00 / €9

 

Pigalle Basketball Court

ალბათ ყველაზე ლამაზი კალათბურთის მოედანია, რომელიც პარიზის ძველ ისტორიულ შენობებს შორის არის მოქცეული. დიზაინი ეკუთვნის III Studio-სა და ფრანგულ ბრენდ Pigalle-ს.
22 Rue Duperré / მე-9 ოლქი

 

Canal St. Martin

სენ-მარტენის არხი მე-10 ოლქს ეკუთვნის, რომელიც ბოლო წლებში ყველაზე ახალგაზრდულ და ცოცხალ ადგილად იქცა. აქ ბევრ საინტერესო მაღაზიას, კაფეს თუ გალერეას ნახავთ და აუცილებლად გირჩევთ გაიაროთ.
10th Arrondissement

 

Jardin du Luxembourg

ულამაზესი ლუქსემბურგის სასახლე და ბაღები. იდეალურია პიკნიკისთვის და ქალაქის ხმაურისგან მოსაშორებლად.
მე-6 ოლქი

სადილი /

Le Chameleon

პარიზში ძალიან ბევრი კარგი ბისტროა, ზოგს მიშლენის ვარსკვლავიც კი აქვს, მაგრამ აქ ყველაზე გემრიელი სადილი მივირთვით. ოდნავ ძვირია, მაგრამ ამ მყუდრო და მუდმივად სავსე რესტორანში იდეალური სამკურსიანი მენიუ დაგხვდებათ. 70 Rue René Boulanger / მე-10 ოლქი / ორშ. – შაბ. / 12:15 – 14:00 / 19:00 – 23:00

 

Carbon Paris

არგენტინელი მზარეულების რესტორანი მარეს უბანში, სადაც ყველა კერძი შეშაზე მზადდება, დეკორის ყველა დეტალი კი ხელნაკეთია სპეციალურად ამ რესტორნისთვის.
14 Rue Charlot / ლე მარე / სამშ. – შაბ.: 12:00 – 14:00/ 19:00 – 02:00 / კვ.: 12:00 – 14:30

 

Le Servan

“ტრადიციული ფრანგული სამზარეულო აზიური twist-ით”, – ასე აღწერენ დები შეფმზარეულები ამ ნეო-ბისტროს, რომელიც ფრანგული კულინარიული სცენის ერთ-ერთი ვარსკვლავია. აქ სადილი ორ ადამიანს დაახლოებით 90 ევრო დაგიჯდებათ.
32 Rue Saint-Maur / მე-11 ოლქი / სამშ. – პარ.: 12:00 – 14:00/ 19:30 – 22:00 / ორშ.: 19:30 – 22:00

ყავა / საუზმე

 

Coutume Cafe

კარგი ყავის დალევა თუ გინდათ, ტრადიციულ კაფეებს არ უნდა მიაკითხოთ. კარგი Specialty ყავა და ასე თუ ისე ხელმისაწვდომი ფასები პარიზის თანამედროვე, ეგრეთწოდებულ Coffee Shop-ებშია. Coutume ერთ-ერთია, სადაც 5 კონტინტენტის ყავის მარცვლებისგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის ყავას + საუზმე + მინიმალისტური დიზაინი.
47 Rue de Babylone / მე-7 ოლქი / ორშ. – პარ.: 08:30 – 17:30 / შაბ. – კვ.: 09:00 – 18:00

 

Passager

ბერლინული Five Elephant-ის ყავა + ლამაზი გარემო + superb საუზმე/ლანჩის მენიუ.
107 Avenue Ledru-Rollin / მე-12 ოლქი / სამშ. – შაბ.: 08:30 – 18:30 / კვ.: 10:00 – 18:30

 

Boot Cafe

პარიზის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ყავის მაღაზია მარეს უბანში. ცნობილია უგემრიელესი ყავით.
19 Rue du Pont aux Choux / ლე მარე / ორშ. – კვ.: 10:00 – 17:00

Boulangerie /

Des Pain et des Idées

ფრანგული ფუნთუშეულის სამოთხე. Tried and Tested – ამ ადგილას მართლაც საუკეთესო კრუასანები და პენო შოკოლა მოიპოვება. აქ მუდმივად რიგებია და ყველაფერი ძალიან მალე თავდება, ამიტომ დილით ადრე მისვლას გირჩევთ.
34 Rue Yves Toudic / მე-10 ოლქი / ორშ. – პარ. / 07:00 – 20:00

 

Le Blé Sucré

ჟან დამას ერთ-ერთი საყვარელი საცხობი და საკონდიტრო. ეს ადგილიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
7 Rue Antoine Vollon / მე-12 ოლქი / სამშ. – კვ. / 07:00 – 19:30

 

Chocolaterie Mullot

76, rue de Seine / მე-6 ოლქი / ორშ. – კვ. / 07:00 – 20:00

ტრადიციული პარიზული კაფე / ბისტრო

 

Les Deux Magots

ეს სახელგანთქმული კაფე ჰემინგუეის, პიკასოს და ზოგადად, მწერლებისა თუ ხელოვანების საყვარელ ადგილად არის ცნობილი და ზუსტად კაფე “დე ფლორის” გვერდით მდებარეობს. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში, ზემოთ ხსენებულის მსგავსად, ეს კაფეც ტურისტული წერტილი უფროა, ვიდრე ბოჰემური პარიზის სულის მატარებელი, მაინც გირჩევთ აქ წასვლას, განსაკუთრებით დილით, რადგან ამ დროს არც ისე ბევრი ხალხია, მომსახურე პერსონალი ღიმილით გემსახურებათ და საუზმეც უგემრიელესია.
P.s. გაითვალისწინეთ, რომ სხვა ასეთ ადგილებთან შედარებით Les Deux Magots შესამჩნევად ძვირია.
6 Place Saint-Germain des Prés / მე-6 ოლქი / ორშ. – კვ. / 07:30 – 01:00

 

Le Pure Cafe

Before Sunset თუ გიყვართ და ჩემსავით ათასჯერ გაქვთ ნანახი, მაშინ მხოლოდ ამიტომ ღირს აქ მისვლა. გირჩევთ შუადღეზე ან სადილობისას მიხვიდეთ.
14 Rue Jean-Macé / მე-11 ოლქი / ორშ. – შაბ.: 07:00 – 01:00 / კვ.: 09:00 – 12:00

 

La Marine

55Bis Quai de Valmy / მე-10 ოლქი / ორშ. – პარ.: 07:30 – 02:00 / შაბ. -კვ.: 08:30 – 02:00

სასტუმროები

 

Grand Amour Hotel

სასტუმრო Grand Amour მე-9 ოლქში მდებარე Hotel Amour-ის ერთგვარი გაგრძელებაა. ეს სასტუმროები იმით არის ცნობილი, რომ მათი სულის ჩამდგმელი ცნობილი გრაფიტი არტისტი ანდრე სარაივაა. სასტუმროს ყველა ნომერი განსხვავებულია.
Grand AMOUR-ის 44 ნომრიდან ზოგიერთის დიზაინი Purple Magazine-ს Olivier Zahm-სა და Alexandre de Betak-ს ეკუთვნის. თითოეულ ნომერში დაგხვდებათ სარაივას წლების განმავლობაში შეგროვებული ვინტაჟური ნივთები, წიგნები, ჟურნალები. მოკლედ, აქ დარჩენა ნამდვილი პარიზული გამოცდილებაა. პლუს ამას, სასტუმროს პირველ სართულზე უსაყვარლესი very instagrammable კაფე/რესტორანია, სადაც უგემრიელესი კერძები და ყავა აქვთ. Totally recommended!
18 Rue de la Fidélité / მე-10 ოლქი / from €125

 

Le Pigalle Hotel

დიზაინ სასტუმრო პარიზის ერთ-ერთ ყველაზე კარგ უბანში.
9 Rue Frochot / მე-9 ოლქი / €284-დან

Hotel Panache

უპირატესობები: დიზაინი, გარემო, ადგილმდებარეობა – ძალიან ახლოს არის ლაფაიეტის გალერეასთან.
1 Rue Geoffroy-Marie /მე-9 ოლქი / ოქტომბერში: €180 – დან.

მაღაზიები

 

Le Centre Commercial

ბრენდ Veja-ს დამფუძნებლების კონცეპტუალური მაღაზია, სადაც ცნობილ ბოტასებთან ერთად ნახავთ: Loq-ს, Carne Bollente-ს, YMC, Norse Projects-ს და ბევრ სხვა საინტერესო ბრენდს.
2 rue de Marseille / მე-10 ოლქი / ორშ.: 13:00 – 19:30 / სამშ. – შაბ.: 11:30 – 20:00

Comptoir De l’image

Comptoir de l’image ერთ მოუწესრიგებელ ოთახს ჰგავს, სადაც ერთი შეხედვით, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე არის დახვავებული წიგნები და ჟურნალები. თითოეული გამოცემა მაღაზიის საკმაოდ უჟმური მფლობელის, Michael Fink-ის წლების განმავლობაში გულმოდგინედ შეგროვებული კოლექციის ნაწილია. 1993 წლიდან Fink ობსესიურად აგროვებს ჟურნალებსა და ფოტოწიგნებს, რაც დამატებით ხიბლს სძენს მაღაზიას. წიგნების თვალიერებისას გეუფლებათ შეგრძნება, რომ ვიღაცის პირად სივრცეს არღვევთ და უცხო ადამიანის ნივთებს ეხებით, მაგრამ ეს გამოცდილება ყველაფრად ღირს. აქ უიშვიათეს გამოცემებს ნახავთ როგორც ვინტაჟურს, ასევე თანამედროვეს. ასევე, The Face-ის, I-D-ის, Dazed-ის და ფრანგული Vogue-ის უძველეს ნომრებს. მოკლედ, მოდა და ხელოვნება თუ გაინტერესებთ, ამაზე იდეალურ მაღაზიას ვერ იპოვით.

Must place to go!
44 rue Sévigné / ლე მარე

 

Le Bon Marche

Luxury სავაჭრო ცენტრია, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში გაიხსნა და იმ დროისთვის ინოვაციური ხერხებით ყიდდა საქონელს. თუ ემილ ზოლას “ქალთა ბედნიერება” წაგიკითხავთ, ადვილად მიხვდებით, რაზეც არის საუბარი.
24 Rue de Sèvres / მე-7 ოლქი / ორშ. – კვ. / 10:00 – 20:00

 

p.s. ეიფელის საუკეთესო ხედები:

Trocadero

Place du Trocadéro et du 11 Novembre

Notre Dame Parvis

Notre-Dame – Place Jean-Paul II

Rue Saint-Dominique

Tips:
• საუკეთესო დრო პარიზის დასათვალიერებლად: მაისი-ივნისი, სექტემბერი.
• აუცილებლად წინასწარ ონლაინ იყიდეთ მუზეუმების ბილეთები.
• გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს ადგილებში მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება არის შესაძლებელი.
• ეიფელის ნახვა ახლოდან – დიდი არაფერი სანახაობაა და ტყუილად დროის კარგვაა.
• დაბოლოს, არ დახარჯოთ დრო ტრანსპორტით მგზავრობაში! იარეთ რაც შეიძლება ბევრი.

 

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.