fbpx
გააზიარე სტატია

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

რობოტებთან, ჰუმანოიდებთან თუ დროიდებთან ჩვენი დამოკიდებულება, როგორც წესი, უფრო მეტად მასკულინურია, ვიდრე ფემინური, ისინი უხეშები არიან ადამიანისთვის, თუმცა ჰაჯიმე სორაიამას დროიდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქალი-რობოტები არიან,  უფრო მეტი ფემინურობით და სინაზით გამოირჩევნიან, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე იაპონელი ილუსტრატორი ჰაჯიმე სორაიამა საკუთარ ხელოვნებას ახასიათებს, როგორც სუპერ-რეალიზმს. თავისი ცნობილი ბოტები ჯერ კიდევ მაშინ შექმნა არტისტმა, როდესაც ის ერთ-ერთ სარეკლამო სააგენტოში ილუსტრატორად მუშაობდა. მეგობარმა სთხოვა პოსტერისთვის ისეთივე რობოტი დაეხატა, როგორიც “ვარსკვლავური ომების: ჰუმანოიდი პერსონაჟი – C-3PO-ია, თუმცა საავტორო უფლებები რომ არ დაერღვია, ჰაჯიმე სორაიამამ დაახლოებით მსგავსი ტიპის ილუსტრაცია შექმნა.

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ჰაჯიმეს ძალიან იტაცებდა პინ-აპ მოდელების პოსტერები, მსუბუქი ეროტიზმი, რომელსაც იყენებდა საკუთარ ილუსტრაციებშიც. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს არტისტი პინ-აპ მოდელებს საკუთარ ქალღმერთებადაც კი მოიხსენიებს და ახასიათებს, როგორც მანიას, რომელმაც მთელი მისი შემოქმედება განსაზღვრა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მასწავლებლების აღშფოთება გამოიწვია მისმა პირველმა ილუსტრირებულმა ჟურნალმა – Pink Journal, რომელიც 1967 წელს გამოსცა, თუმცა კრიტიკა მისთვის დაბრკოლება არ აღმოჩენილა, მას შემდეგ რაც პირველი რობოტი დახატა, უკვე იცოდა, თუ როგორი სახით წარსდგებოდა მსოფლიოს წინაშე. პინ-აპ მოდელებით შთაგონებული არტისტი ქმნის ილუსტრაციებს, რომლებიც თავდაპირველად penthouse magazine-ისა და playboy TV-ისთვის იქმნებოდა. პარალელურად ჰაჯიმე სორაიამა მუშაობს მის საილუსტრაციო წიგნებზე – Sexy Robot-სა და Pin-up-ზე. „ვფიქრობ, როდესაც ხალხი ჩემს ნამუშევრებს უყურებს, შეუძლიათ შეიგრძნონ  ეროსი და ამავე დროს დაფიქრდნენ ცხოვრებისეულ ღირებულებებზე.“ იაპონური პოპ-კულტურის ერთ-ერთი შემქმნელი ჰაჯიმე სორაიამა თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს მერილინ მონროს, ელვის პრესლისა თუ ქეითი მოსის სახეებს, ისევე როგორც ამას ამერიკული პოპ-არტი აკეთებდა 1950-60-იან წლებში.

1990-იან წლებში ჰაჯიმე სორაიამას სახელი ჰოლივუდში საკმაოდ პოპულარული გახდა, მისი ნამუშევრები გამოიყენეს ფილმებში – Brain Dead და Timecop. 2013-14 წლებში კი თანამშრომლობს “ვარსკვლავური ომების” რეჟისორთან, ჯორჯ ლუკასთან, რათა შექმნას Twi’lek ჰუმანოიდები – სილამაზით გამორჩეული ქალი-რობოტები, რომელთა პინ-აპ ილუსტრაციები სორაიამამ გამოიყენა ვარსკვლავური ომების საილუსტრაციო წიგნისთვის – Star Wars Art Concept.  მან ასევე შექმნა ილუსტრირებული თავფურცელი აეროსმიტის მუსიკალური ალბომისთვის – Just Push Play. ყველაზე დასამახსოვრებელი კი 1999 წელს სონის კომპანიასთან კოლაბორაცია იყო, სადაც არტისტი ქმნის AIBO რობოტს, ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტს ძაღლის გარეგნობით, რომელიც დღეს MoMA-სა და Smithsonian Institution-ის კოლექციებშია დაცული.

ჰაჯიმე სორაიამა საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს მოდის ინდუსტრიაშიც, აღსანიშნავია მისი მონაწილეობა ნაიკის პროექტში – White Dunk Project, 25 იაპონელი არტისტისგან შემდგარი პროექტი, სადაც სორაიამა ქმნის კიდევ ერთ ქალღმერთს – Nike Goddess. ის ასევე თანამშრომლობს ამერიკელ მოდის დიზაინერთან, მარკ ეკოსთან. არტისტი საკუთარ სტილს ფართო გამოყენებას უძებნის და ქმნის კედების დიზაინს British Knights-ის ფეხსაცმელების ხაზისთვის, სადაც მთავარი გამოწვევა მეტალისებრი ტექსტურის გამოყენება იყო კომფორტული ფეხსაცმლის შესაქმნელად. ასევე საინტერესო აღმოჩნდა მისი თანამშრომლობა XLARGE – ტანსაცმლის ხაზთან, რომელიც საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში და რომლის ცნობილი გორილას ლოგო 2016 წელს ჰაჯიმე სორაიამას “რობოტად” გადაიქცა. 2018 წელს კი ცნობილმა იაპონურმა სათამაშოების კომპანიამ Medicom Toy XLARGE-თან და ჰაჯიმე სორაიამასთან ერთად დათვის ფორმის – [email protected]-ის სახასიათო ვარიაცია გამოუშვა.

თუმცა გასულ წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ დიორთან კოლაბორაცია იყო, როდესაც მან მამაკაცების ადრეული შემოდგომის 2019 წლის ჩვენებისთვის შექმნა 12-მეტრიანი ქალი-რობოტის სკულპტურა. როგორც არტისტი აღნიშნავს, ის არ არის სკულპტორი, იგი მხოლოდ ხატავს და თანამშრომლობს საუკეთესო სკულპტორებთან.

როდესაც ცნობილ ბრენდებთან კოლაბორაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი თანამშრომლობა Darkstar-თან, სკეიტბორდების ყველაზე მსხვილ მწარმოებელთან, რომელმაც სორაიამას ილუსტრაციები სკეიტბორდებზე განათავსა და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვა.

ავტორი: მარიამ ყაყიტაშვილი


რეკომენდებული სტატიები
დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში

დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში

დიორის მამაკაცის ტანსაცმლის ადრეული შემოდგომა 2019-ის ჩვენება ტოკიოში
ტოკიოში წარმოდგენილ ჩვენებაზე დიზაინერმა საკუთარი მომავლის ხედვა გაგვიზიარა და ის, თუ რა ადგილს დაიკავებს მომავალში მოდის სახლი თანამედროვე მოდის სამყაროში
ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია

ჯეფ კუნსის ბიოგრაფია
“შესაძლებელია, დამთვალიერებელმა პირველი შეხედვისას რაიმე ირონიული დაინახოს ჩემს ნამუშევარში… თუმცა მე ვერ ვხედავ. ირონია იწვევს კრიტიკულ ჭვრეტას.”
ანიშ კაპურის ხელოვნება

ანიშ კაპურის ხელოვნება

ანიშ კაპურის ხელოვნება
ანიშ კაპურს დღეს მოიაზრებენ, როგორც მისი თაობის ყველაზე გავლენიან სკულპტორს, რომელიც განსხვავებული მასალების გამოყენებითა და სივრცით სპეციფიკურ დიდ სკულპტურებზე მუშაობით გამოირჩევა
ტაკაში მურაკამის ხელოვნება

ტაკაში მურაკამის ხელოვნება

ტაკაში მურაკამის ხელოვნება
ტაკაში მურაკამიმ შეძლო აბსოლუტურად საწინააღმდეგო ნარატივების გაერთიანება, რაც მოიაზრებს მაღალი კულტურის პოპ-კულტურასთან ინტეგრირებას, სიძველის თანამედროვეობასთან დაკავშირებას და აღმოსავლური და დასავლური კულტურული კოდების სინთეზსს
KAWS

KAWS

KAWS
ბრაიან დონელი იგივე - KAWS - ნიუ-იორკში მოღვაწე მხატვარი, გრაფიტისტი, ილუსტრატორი, მოქანდაკე, პროდუქტისა და სათამაშოების დიზაინერია
კით ჰარინგის Pop-Shop

კით ჰარინგის Pop-Shop

კით ჰარინგის Pop-Shop
1986 წელს ნიუიორკელმა არტისტმა კით ჰარინგმა მანჰეტენზე, ლაფაიეტის ქუჩაზე საკუთარი ნამუშევრების მაღაზია გახსნა, სახელწოდებით Pop-Shop.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.