fbpx
გააზიარე სტატია

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე Hammock ტროპიკულ სასახლეში გიმასპინძლებთ

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება.

ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებებს, გამოფენებსა და პერფორმანსებს უკვე მეორედ სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. ჩვენებები აგრეთვე გაიმართება სხვა ლოკაციებზე.

მოდის კვირეულის ფარგლებში 46 დიზაინერი თავის ახალ კოლექციას წარადგენს. ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანკრიტიკოსები, მყიდველები, ცნობილი გამოცემების რედაქტორები და სხვა.

Hammock Magazine პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც  Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ის ოფიციალური მედია პარტნიორი იქნება. მოდის კვირეულის ფარგლებში ჟურნალი გაგიძღვებათ სხვადასხვა ჩვენებებსა თუ ღონისძიებებზე, შემოგთავაზებთ ლაივ ტრანსლაციებს, მოკლე ჩართვებს, რჩეულ კოლექციებს, მონაწილეთა ფოტოპროექტებსა და ინტერვიუებს.

სახვითი ხელოვნების მუზეუმის პარკინგზე  Hammock Magazine შოტლანდიური ვისკის, Monkey Shoulder-ის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება საკუთარი ინტერაქციული სივრცით – Hammock’s Tropical Palace.  ნეონის განათებებით შექმნილი სასახლის დიზაინი დიზაინერ დოდოშკა ჩხეიძეს ეკუთვნის. სასახლის გასაფორმებლად გამოყენებულ დეკორაციებზე კი არტისტმა Kvachi-იმ იზრუნა.

Hammock’s Tropical Palace-ში დაგხვდებათ ტირი. დავალება მარტივია – ტირში განლაგებული ანანასებიდან ერთ-ერთი უნდა ამოიღოთ მიზანში და  ბურთი ესროლოთ. იმ შემთხვევაში, თუ მიზანს მოარტყამთ, Monkey Shoulder-ის უგემრიელესი კოქტეილით გაგიმასპინძლდებით, აგრეთვე საჩუქრად მიიღებთ Hammock Magazine-ის სპეციალურად კვირეულისთვის შექმნილ თბილისის გზამკვლევს.

მაშ ასე, 2-დან 6 მაისის ჩათვლით Hammock Magazine  – Monkey Shoulder-თან ერთად დაგელოდებათ ჩვენი ჟურნალის ტროპიკულ სასახლეში.

 


რეკომენდებული სტატიები
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს 2-დან 6 მაისის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. Hammock Magazine პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ოფიციალური მედია პარტნიორი იქნება. ჟურნალი მოდის კვირეულზე Monkey Shoulder-ის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება საკუთარი ინტერაქციული სივრცით
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული  2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება.  ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებებს, გამოფენებს და პერფორმანსებს უკვე მეორედ სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.