fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან. ზუსტად ამას გვთავაზობს დუბროვნიკი.

დუბროვნიკი 1979 წლიდან UNESCO World heritage site-ია. აქ ყველაზე პოპულარული ადგილი ძველი ქალაქი და მის გარშემო არსებული გალავანია, რომელიც მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში დუბროვნიკში მიმდინარეობს ცნობილი სერიალის – “სამეფო კარის თამაშების” გადაღებები.

 

Hammock-ის გიდი გთავაზობთ:

ლოკრუმის კუნძული

ლოკრუმის კუნძულზე მოხვედრას 10 წუთში შეძლებთ ბორანით. კუნძულზე შეგხვდებათ ბევრი თავისუფლად მოსიარულე ფარშავანგი, Mrtvo More, ანუ ეგრეთ წოდებული “მკვდარი ზღვის” აუზი, და “სამეფო კარის თამაშების” ტახტი. ამ კუნძულზე ასევე მდებარეობს ბოტანიკური ბაღიც.

 

საბაგირო

საბაგიროს საშუალებით შეძლებთ მოხვედრას Srd Hill-ზე, საიდანაც ხედი იშლება დუბროვნიკსა და ადრიატიკის ზღვაზე.
Ulica kralja Petra Krešimira IV, 20000 // ბილეთის საფასური: 150 HRK (20€)

 

Lovrijenac Fortress

მე-14 საუკუნის ციხესიმაგრე. ეს ის ადგილია, რომელსაც “სამეფო კარის თამაშებში” გამოიყენებენ – როგორც King’s Landing.
Ul. od Tabakarije 29, 20000 // ბილეთის საფასური: 150 HRK (20€)

 

Dubrovnik Summer Festival

1950 წლიდან დუბროვნიკში ყოველ ზაფხულს ფესტივალი ტარდება. ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოდან ჩამოსული სახელგანთქმული არტისტები და ადგილობრივები არიან. ფესტივალის ნაწილია კლასიკური მუსიკის, ოპერის, ჯაზის და საცეკვაო კონცერტები, ფილმების ჩვენებები და თეატრალური დადგმები.

dubrovnik-festival.hr

 

Love Stories Museum

დუბროვნიკში არსებობს მსოფლიოში პირველი სასიყვარულო ისტორიების მუზეუმი, სადაც შეყვარებულთა პირადი ნივთები ინახება. აქ ბევრ საინტერესო და სენტიმენტალურ ამბავს მოგიყვებიან. მუზეუმში ასევე მოისმენთ ხორვატიულ და დუბროვნიკის ისტორიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მითებს სიყვარულზე.
OD TABAKARIJE 2 // ბილეთის საფასური: 7€

 

სასტუმროები/airbnb:

 

Lighthouse Grebeni

განმარტოებული დასვენებისთვის შესაძლებელია იქირაოთ სახლი კუნძულზე. კუნძულიდან იშლება ხედი დუბროვნიკის ძველ ქალაქსა და გალავანზე.
https://www.airbnb.com/rooms/17396263?s=51 // $434

 

The Pucić Palace

5-ვარსკვლავიანი ბუტიკ-სასტუმრო ქალაქის ძველ ნაწილში, მე-17 საუკუნის ბაროკოს სტილის შენობაშია განთავსებული. სასტუმროში მხოლოდ 17 ნომერი და 2 ლუქსია, ასევე არის კაფე, რესტორანი და ღვინის ბარი.

Ulica od Puča 1 //http://www.thepucicpalace.com/ // €215-დან

 

VILLA ORSULA DUBROVNIK

მიუხედავად იმისა, რომ Villa Orsula დუბროვნიკის ძველი ქალაქიდან მხოლოდ 5 წუთის სავალზეა, აქ მაინც მშვიდი გარემოა. ადრე ეს ვილა არისტოკრატულ ოჯახს ეკუთვნოდა და სახელიც სწორედ აქედან შემორჩა.
ვილადან ხედი კუნძულ Lokrum-სა და დუბროვნიკის ძველ ქალაქზე იშლება, გარშემო კი ფორთოხლის ხეების და ლავანდის ბაღია.

Ulica Frana Supila 14 // https://www.adriaticluxuryhotels.com/en/villa-orsula // €300-დან

 

Villa Dubrovnik

Villa Dubrovnik ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური სასტუმროა ხორვატიაში. აქ 56 ოთახი და 8 ლუქსია. სასტუმროს ნაწილია ორი ვილაც.
Ulica Frana Supila 14 // https://www.mrandmrssmith.com/luxury-hotels/villa-dubrovnik // €300-დან

 

კაფე/რესტორნები

 

NAUTIKA

“ნაუტიკა” მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ რესტორნად ითვლება, რომლის ხშირი სტუმარია დიზაინერი ვალენტინო.
Brsalje no. 3, 20 000 // https://www.nautikarestaurants.com

 

Proto

Proto დუბროვნიკის საუკეთესო თევზის და ზღვის პროდუქტების რესტორნად ითვლება. მყუდრო გარემოში შეძლებთ მიირთვათ დალმაციის სანაპიროს საუკეთესო ზღვის პროდუქტი.
Široka no. 1, 20 000 // http://www.esculaprestaurants.com/fish-restaurant-proto-dubrovnik/

 

Pink Shrimp Street Food

Pink Shrimp Street Food ცნობილმა შეფმზარეულმა Ruđer Jelavić-მა გახსნა. მისი საავტორო კერძია მსუბუქი და კნატუნა შრიმპ ტემპურა – დაჭრილი ყაბაყით და სოიის სოუსით.
KUNICEVA 2 // https://www.instagram.com/pinkshrimp.streetfood/

 

Barba

ეს პატარა რესტორანი გამორჩეულია საუკეთესო ზღვის პროდუქტის street food-ით. კარგი ადგილია ლანჩისთვის. აქ ყოველდღე იცვლება მენიუ, რომელსაც დაფაზე შემოგთავაზებენ. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს რვაფეხას ბურგერი. ხდება ისეც, რომ რესტორანში პროდუქტები თავდება, რის გამოც ადრე იკეტება.

Boškovićeva 5 // https://www.instagram.com/barba.dubrovnik/?hl=en

 

ღვინის მოყვარულებისთვის:

D’Vino

დუბროვნიკის პირველი ღვინის ბარი, ნახევრად ავსტრალიელ, ნახევრად ხორვატ საშას ეკუთვნის. 2008 წლიდან ბარში 100 სახეობის ადგილობრივი ღვინოს დაგემოვნებაა შესაძლებელი. ბარს ასევე აქვს ღვინის დეგუსტაციის ტურებიც.
Palmotićeva 4a // https://www.dvino.net

 

Saints Hills Winery

ეს მარანი და ვენახები დუბროვნიკთან ძალიან ახლოს მდებარეობს. კომპლექსის ნაწილია რესტორანიც.
VINARIA Zagruda, Peljesac // http://saintshills.com

 

საუკეთესო სანაპიროები:

Danče

Danče ყველაზე ძველ სანაპიროდ ითვლება დუბროვნიკში. Danče საკმაოდ მიმალულ ადგილასაა, რის გამოც ტურისტებით ნაკლებად ივსება. ეს საუკეთესო ადგილია საცურაოდ. აქვეა პატარა გამოქვაბულიც, რომელში შეცურვაც შესაძლებელია და სანაპიროს ბარი, რომელიც დღის განმავლობაში მუშაობს.

 

Cococabana

Cococabana კერძო სანაპირო კლუბია. ეს ის ადგილია, სადაც გასართობად უნდა მიხვიდეთ. Cococabana-ს სტუმრობენ როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები. აქ სულ უკრავს მუსიკა და ხალხის გაცნობასაც შეძლებთ.

 

Sunj სანაპირო

Sunj განსაკუთრებულია იმით, რომ აქ ქვიშიანი სანაპიროა, რაც საკმაოდ იშვიათია დუბროვნიკის გარშემო.

 

Betina Cave Beach

Betina Cave Beach პატარა გამოქვაბულის სანაპიროა. აქ მოხვედრა მხოლოდ ზღვის საშუალებითაა შესაძლებელი. გირჩევთ დაჯავშნოთ kayaking ტური, რადგან სანაპიროს უფრო მარტივად და კომფორტულად მიაგნოთ.

ავტორი:მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.