fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x TBC Insurance – ბერლინის გზამკვლევი

როდესღაც ორად გაყოფილი ბერლინი დღეს ევროპის შემოქმედებითი მულტიკულტურული გულია. ის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, მძიმე რიტმის მქონე ქალაქია, რომელიც პირველ რიგში ალბათ ღამის ცხოვრებასთან და ბერგჰაინთან ასოცირდება. დღეს ბერლინი ულტრა თანამედროვე ქალაქია, თუმცა ის, რომ მისი ნაკლებად საამაყო წარსული არც ისე შორს არის, დაუმალავად ჩანს ქალაქის ცენტრში აღმართული ჰოლოკოსტის მემორიალისა თუ მუზეუმის საშუალებით. ისტორიული წერტილების გარდა,  რომლებიც მრავლად არის და ქალაქის წარსულის კონკრეტული ფრაგმენტების შესახებ გვიყვება, ბერლინი გამწვანებით არის ცნობილი; გამოვარჩევდი გორლიცერის და თიერგართენის ტყე-პარკებს. ეს უკანასკნელი ქალაქის შუაგულში, 210 ჰექტარიზეა გაშლილი და განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილია.

ამ ქალაქში კარგი ამინდები იშვიათია. მხოლოდ ზაფხულში თბილა, მაგრამ ძალიან ხშირი წვიმების თანხლებით. საუკეთესო თვე ბერლინის მოსანახულებლად მაისია – ყველაზე თბილი და ნეიტრალური ამინდებით.

ყოველწლიურად მზარდი ფასების მიუხედავად, ბერლინი ამ კუთხით მაინც ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქალაქად ითვლება ევროპაში, რადგან აქ დღეში 10 ევროსაც ისეთივე წარმატებით იმყოფინებთ, როგორც 50-ს.

თუ ბერლინში წასვლას მხოლოდ გასართობად არ აპირებთ, ქვევით ჩამოთვლილი ადგილების სია, ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ. მათ თავად ვესტუმრე ან სანდო ადამიანებისგან მივიღე რეკომენდაცია, ასე რომ დასტურის ბეჭედი ყველამ თანაბრად დაიმსახურა და იმედია თქვენს მოგზაურობასაც უფრო საინტერესოს, გამოცდილებებით დატვირთულს გახდის. 

Hammock Magazine თიბისი დაზღვევის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ ბერლინის გზამკვლვს:

 

რესტორნები

Lokal

ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო და საინტერესო რესტორანი ბერლინში. სეზონური და ყოველდღიურად განახლებადი მენიუთი. გირჩევთ, წინასწარ დაჯავშნოთ მაგიდა.

მისამართი: Linienstraße 160, 10115

სამუშაო საათები: 17:00 – 01:00

 

Panama

ცნობილი გერმანელი რესტორატორის მეორე რესტორანი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინით შექმნილ ორსართულიან სივრცეს და ორგანული, ადგილობრივი ინგრედიენტებით მომზადებულ კერძებს.

მისამართი: Potsdamer Straße 91

სამუშაო საათები: სამშ.შაბ. – 18:00 – 23:00

 

Pauly Saal

მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი მითეს შუაგულში განსაკუთრებული გასტრონომიული გამოცდილებისთვის.

მისამართი: Auguststraße 11 – 13

სამუშაო საათები: სამშ.შაბ. – 12:00 -14:00 / 18:00 – 21:30

 

Cocolo Ramen

როგორც ბერლინის ყველა სხვა პოპულარულ საკვებ ადგილას, Cocolo Ramen-შიც შეიძლება გახსნის მომენტისთვისაც რიგი დაგხვდეთ, მაგრამ ლოდინში გატარებული თითოეული წუთი ღირს მათთვის, ვისაც აზიური სამზარეულო და განსაკუთრებით რამენი უყვარს.

მისამართი: Gipsstraße 3

სამუშაო საათები: ორშ.კვ. – 18:00 – 00:00

 

კაფეები

Hallesches Haus

მაღაზია / კაფე / ივენთების სივრცე. Hallesches Haus მრავალფუნქციური სივრცეა, სადაც დილით ან ლანჩის დროს მისვლას გირჩევთ.

მისამართი: Tempelhofer Ufer 1

სამუშაო საათები: 10:00 – 18:00

 

Annelies Berlin

Distrikt Coffee-ს მფლობელების მეორე კაფე გორლიცერის პარკთან, მშვიდ ქუჩაზე მდებარეობს და მყუდრო ინტერიერით გამოირჩევა. გირჩევთ მათი საფირმო ფენქეიქების დაგემოვნებას.

მისამართი: Görlitzer Str. 68

სამუშაო საათები: ორშ.პარ. – 09:00 – 17:00 / შაბ.კვ. – 10:00 – 18:00

 

 

Cafe Ora

ეს კაფე პირველ რიგში ინტერიერით იქცევს ყურადღებას, რადგან უძველეს, ყოფილ აფთიაქის შენობაში მდებარეობს, სადაც თავდაპირველი ინტერიერი თითქმის მთლიანადაა შენარჩუნებული. გირჩევთ გაიაროთ საუზმეზე ან ლანჩზე.

მისამართი:  Oranienpl. 14, 10999

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 18:00 – 01:00 / კვ. – 18:00 – 00:00

 

მაღაზიები

Voo Store

კროიცბერგის მიმალულ ნაწილში მდებარე voo Store ყოველთვის სავსეა cool ადგილობრივი ახალგაზრდებით.

აქ არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ ჟურნალებს, პოსტერებს, წიგნებს, სუნამოებსა და სხვა საინტერესო ნივთებს შეხვდებით + იქვეა მათი in house კაფე – Companion Coffee.

მისამართი: Oranienstraße 24, 10999

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 10:00 – 20:00

 

 

Do you Read Me?

ყველაზე სპეციფიკური – იშვიათი გამოცემებისა და ნიშური ჟურნალებისთვის ამ მაღაზიას მიაშურეთ. არჩევანი იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, რომ მხოლოდ თვალიერებაში საათები წუთებივით გაივლის, ამიტომ გათვალეთ, რომ აქ სულ მცირე 1 საათი მაინც დაგჭირდებათ.

მისამართი: Auguststraße 28, 10117 

სამუშაო საათები: ორშ. – კვ. – 10:00 – 19:30

 

The Store

კონცეპტუალური მაღაზია პრესტიჟული სასტუმროს Soho House Berlin-ის პირველ სართულზე, სადაც Balenciaga-სთან და სხვა ტანსაცმლის ბრენდებთან ერთად, დაგხვდებათ Phonica-ს ფირფიტების კუთხე, წიგნები, ჟურნალები და ასევე, ძალიან საინტერესო კაფე.

მისამართი: TORSTRASSE 1, 10119

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 10:00 – 19:00

 

Bikini Berlin

სხვადასხვა pop-up-ებისა და ნაკლებად ცნობილი ახალი ბრენდებისთვის ეწვიეთ Bikini Berlin-ს. აქ აუცილებლად იპოვით რაიმე საინტერესოს!

მისამართი: Budapester Str. 38-50

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 10:00 – 20:00

 

Bonanza Coffee Roasters

იდეალურია სწრაფი ლანჩისთვის და specialty ყავის მოყვარულებისთვის. გირჩევთ კროიცბერგში მდებარე ფილიალში მისვლას.

მისამართი: Adalbertstraße 70

სამუშაო საათები: ორშ. – პარ. – 09:00 – 18:00 / კვ. – 10:00 – 18:00

 

გალერეები / გამოფენები

Boros Collection

თანამედროვე ხელოვნების გალერეა ყოფილ ბუნკერის შენობაში, სადაც აუცილებლად წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი. ჩვეულებრივ, 3-4 თვე წინასწარ არის დაჯავშნილი.

მისამართი: Reinhardtstraße 20, 10117

სამუშაო საათები: პარ. – კვ. – 10:00 – 18:00 / ხუთშ. – 15:00 – 18:30

ბილეთი: 15 EUR

 

Hamburger Bahnhof

ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ძალიან საინტერესო შენობით, რომელიც თავდაპირველად მატარებლის სადგურის ფუნქციას ასრულებდა.  ენდი უორჰოლის, როი ლიხტენშტაინის და საი ტვომბლის მუდმივ გამოფენასთან ერთად, აქ ნახავთ თანამედროვე ხელოვანების დროებით გამოფენებსაც.

მისამართი:  Invalidenstraße 50-51, 10557 

სამუშაო საათები: სამშ. – კვ. – 11:00 – 18:00

ბილეთი: 14 EUR

 

Bauhaus Archive

განსაკუთრებით ვურჩევდი ამ მუზეუმის ნახვას დიზაინისა და არქიტექტურის მოყვარულებს. აქ ნახავთ ნივთებს, ავეჯს, სხვადასხვა ისტორიულ ჩანაწერებს – მოკლედ, ყველაფერს, რაც ბაუჰაუსის მიმდინარეობას უკავშირდება.

მისამართი: Knesebeckstraße 1-2, 10623

სამუშაო საათები: ორშ. – შაბ. – 10:00 – 18:00

ბილეთი: უფასო

 

James Turrell – Luther’s Light Permanent Exhibition

არტისტ ჯეიმს ტურელის შთამბეჭდავი სინათლის ინსტალაცია ბერლინის სასაფლაოს ერთ-ერთ სამლოცველოში უდავოდ აუცილებლად სანახავია, მით უმეტეს, თუ ტურელის შემოქმედებას აფასებთ. წინასწარ შეამოწმეთ გამოფენის განრიგი და იყიდეთ ბილეთი ონლაინ, რადგან დრო და თარიღები მუდმივად იცვლება და ბილეთებიც სწრაფად იყიდება.

მისამართი: Dorotheenstädtischer Friedhof I Chausseestr. 126 

ბილეთი: 10 EUR

 

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი

საგამოფენო სივრცედ ქცეული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუნკერი
კრისტიან და კარენ ბოროსებმა თავიანთი კოლექციის - 700-მდე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის გამოსაფენად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ისტორიული ბუნკერი შეარჩიეს
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი
დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.