fbpx
გააზიარე სტატია

Hammock-ის გზამკვლევი – მარაქეში

Tips:

  • მარაქეში გაყოფილია სამ მთავარ უბნად – მე-12 საუკუნის მედინა, Ville Nouvelle, რომელიც მედინას ემიჯნება და tony Palmeraie, სადაც ქალაქის მთავარი მოედანი – Jemaa el-Fnaa მდებარეობს. მედინა (ძველი ქალაქი) – ეს ქალაქის ყველაზე დატვირთული და ცენტრალური უბანია. აქაა განთავსებული უამრავი სასტუმრო და Riad-ები, ანუ ტრადიციული მაროკოული სასტუმროები. მედინაში გადაადგილების ყველაზე კომფორტული გზა ფეხით სიარულია. მაგრამ, თუ მედინაში დარჩენას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ აქ ყველაზე მეტი ხმაური და ტურისტია. Gueliz (ახალი ქალაქი) – მაღალი დონის shopping, რესტორნები, სასტუმროები და კლუბები.
  • მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურად უმეტეს ტურისტულ ადგილებში გაგესაუბრებიან, კარგი იქნება, თუ ცოტა ფრანგულს ისწავლით მარაქეშში გამგზავრებამდე. ფრანგული ადგილობრივებთან, ბაზარში და ტაქსის მძღოლებთან საუბრისას გამოგადგებათ.
  • აქაური ვალუტა არის დირჰამი, 11 დირჰამი დაახლოებით 1 დოლარს უდრის. კარგი იქნება, თუ ხელზე ქეში გექნებათ, რადგან ბევრ ადგილას ეს ერთადერთი გადახდის მეთოდია.
  • მარაქეშში მთელი წლის განმავლობაში თბილა. ყველაზე ცივ თვეებში აქ ტემპერატურა 12 გრადუსამდე ვარდება, ხოლო ზაფხულში 40 გრადუსამდე ადის. ყველაზე კარგი დრო ვიზიტისთვის გაზაფხული ან ნოემბერია.
  • მაროკო მუსლიმანური ქვეყანაა და აქ ჩაცმულობის სტილი კონსერვატიულია. ამიტომ რეკომენდებულია ასეთი ტიპის ტანისამოსის ტარება, იმისთვის, რომ შეძლოთ კულტურული ადგილების დათვალიერება და აირიდოთ ზედმეტი ყურადღება სასტუმროს გარეთ.
  • პარასკევი აქ წმინდა დღედ ითვლება, ამიტომ ბევრი ადგილი დაკეტილია.

სასტუმროები:

LA MAMOUNIA

სასტუმრო 1923 წლიდან არსებობს. La Mamounia შეიძლება ალფრედ ჰიჩკოკის ფილმიდან The Man Who Knew Too Much გეცნოთ. სასტუმროს ხშირი სტუმრები იყვნენ უინსტონ ჩერჩილი, ჩარლი ჩაპლინი და ჟან პოლ გოტიე. La Mamounia დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს სტატუსს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დიზაინერი ჟაკ გარსიაა, ხოლო რესტორნის შეფები ალფონსო ლაკარინო და რაჩიდ აგურაი არიან. სასტუმროში ასევე მარაქეშის ერთ-ერთი საუკეთესო სპაა განთავსებული, სადაც ჩრდილო აფრიკულ პროცედურებს შემოგთავაზებენ. სასტუმროს ყველა ოთახში დიზაინი არაბულ სტილშია გადაწყვეტილი, ხოლო აბაზანების შთაგონება ჰამამის ტრადიციიდან მოდის. გარშემო უზარმაზარი ბაღი და აუზია, რომლის ბუფეტშიც საუკეთესო საუზმეს შემოგთავაზებენ. სასტუმროშია ასევე ცნობილი ბარი – The Churchill bar.

Avenue Prince Moulay Rachid, Marrakech.

 

Riad Yasmine Marrakech

Riad Yasmine-ს მხოლოდ 8 ნომერი აქვს. ტრადიციულ Riad-ში განთავსებული სასტუმრო მედინას შუაგულშია. სასტუმრო ფრანგ წყვილს – გაბრიელსა და ალისს ეკუთვნით, რომლებმაც შენობას რესტავრაცია გაუკეთეს. Riad Yasmine-ის ყველა ნომერი საერთო ეზოს უყურებს, სადაც აუზია განთავსებული. ყველა ოთახის დიზაინი მაროკოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს ეძღვნება, მაგალითად, Merzouga suite საჰარას უდაბნოს სტილშია, ხოლო Chefchaouen suite – ლურჯი ცის.

209 rue Ank Jemel، Bab Taghzout، Marrakesh 40000, Morocco.

 

ANAYELA

სასტუმრო 300-წლიან სასახლეშია განთავსებული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სასტუმროა მარაქეშში. ANAYELA-მ ოთხჯერ მოიგო the World Hotel Awards-ის პრიზი – Soul Experience. აქ მხოლოდ 3 ოთახი და 2 ლუქსია. სასტუმროს რესტავრაცია ტრადიციული მეთოდებით მოხდა, რამაც სასახლეს მისტიკურობა შეუნარჩუნა. სასტუმროს საინტერესო სასიყვარულო ისტორიაც უკავშირდება. 16 წლის გოგო და მისი შეყვარებული სასახლის Tapis Volant-ში, ანუ “მფრინავი ხალიჩის” კოშკში ხვდებოდნენ ერთმანეთს. რეკონსტრუქციის დროს აქ აღმოაჩინეს მანუსკრიპტი, I am Yela, რომელიც პატარა საიდუმლო ოთახში ინახებოდა. არაბულ მანუსკრიპტში 16 წლის გოგო ჰყვება, თუ როგორ უნდა გაჰყვეს ცოლად მეორე დღეს შეყვარებულს, რომელიც კოშკში ყოფნისას გაიცნო. ბიჭი სასახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა. ისტორიის სრულად წაკითხვა სასტუმროს საიტზე შეგიძლიათ.

 

Amanjena

ეს გრანდიოზული სასტუმრო ქალაქგარეთ მდებარეობს. სასტუმროში მთავარი შენობის გარდა, 2-ოთახიანი ვილაცაა, რომელსაც საკუთარი

აუზი და რამდენიმე ბუხარიც აქვს. სასტუმროში ასევე მაღალი დონის სპაცენტრია განთავსებული.

Route de Ouarzazate, Kilometer 12, Marrakech, Morocco.

 

La Sultana

5-ვარსკვლავიანი, პატარა, მაგრამ luxury სასტუმრო რამდენჯერმე მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების სიაში. სასტუმრო მედინას ცენტრში მდებარეობს და 2000 m² ტერასა აქვს, საიდანაც ქალაქზე პანორამული ხედი იშლება. სასტუმროში 28 ნომერია, სადაც ორიენტალური სტილის ნამუშევრებია გამოფენილი. სასტუმრო Riad-ის სტილშია გადაწყვეტილი და იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც ტრადიციულ სასტუმროებს და Riad-ებს შორის გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. La Sultana მაღალი დონის სერვისს, ტრადიციულ შენობაში გთავაზობთ.

403 rue de la Kasbah, 40 000 Marrakech, Morocco.

რესტორნები/კაფეები:

Dar Yacout

რესტორანი მედინაში საკმაოდ მიმალულ ადგილას მდებარეობს. მისი პოვნა ერთგვარი თავგადასავალიც კი არის. Dar Yacout შუასაუკუნოვან შენობაშია განთავსებული და მას ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები. აქ მენიუში საუკეთესო ტრადიციულ მაროკოულ კერძებს შემოგთავაზებენ.

 

La Maison Arabe

რესტორანი Gault & Millau გზამკვლევში ისე მოიხსენიეს, როგორც საუკეთესო რესტორანი მსოფლიოში. La Maison Arabe-ის სტუმრების სიაში დანიის დედოფალი და ჟაკლინ კენედი შედიან. რესტორანში 2 ტიპის ვახშმის მირთმევაა შესაძლებელი – ტრადიციული მაროკოულის და მულტიეთნიკური Les Trois Saveurs-ის, ანუ აზიური, ფრანგული და მაროკოული კერძების სინთეზი.

 

Le Tobsil

კლასიკური მაროკოული სამზარეულოს გარდა, Le Tobsil ასევე დეკორატიული ხელოვნების ცენტრია. ეს რესტორნის ინტერიერშიც იგრძნობა.

22 Derb Moulay Abdellah ben Hessaïen.

 

AL FASSIA

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები მაროკოულ სამზარეულოს უმეტესად სახლში მიირთმევენ, AL FASSIA მათთვის გამონაკლისია. AL FASSIA-ს ადგილობრივები ხშირად სტუმრობენ ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად. AL FASSIA ასევე განსაკუთრებულია იმით, რომ აქ პერსონალი მხოლოდ ქალებისგან შედგება, მოროკოში კი ქალები საუკეთესო მზარეულებად მიიჩნევიან.

55 Boulevard Zerktouni, Guéliz, Marrakech.

 

Le Grand Café de la Poste

რესტორანი Gueliz მარაქეშის ყველაზე ტრენდულ უბანში მდებარეობს. სამზარეულო ფრანგულის და მაროკოულის სინთეზია. დეკორი 1920-იან წლებს მოგაგონებთ. რესტორანს აქვს ტერასა, რომელიც სავსეა უქმეების დროს.

Corner of Boulevard el-Mansour Eddahbi and Avenue Imam Malik,

NOMAD

პოპულარული ადგილი კოქტეილებისთვის, ღვინისა და თანამედროვე მაროკოული სამზარეულოსთვის.

 

მაღაზიები:

33 Rue Majorelle

საუკეთესო კონცეპტუალური მაღაზია მარაქეშში. კონცეფციაში ერთიანდება ბუტიკი, გალერეა და კაფე. მაღაზიის დევიზია: “შეიძინე განსხავებულად”. მაღაზიაში თანამედროვე მაროკოელი დიზაინერების და ტრადიციული მაროკოული ტანსაცმლის მიქსია წარმოდგენილი.33 Rue Yves Saint Laurent; 011-212-524-31-41-95.

 

Max & Jan

ადგილი, სადაც საუკეთესო კაფტანები, აქსესუარები და სამკაული შეგიძლიათ შეიძინოთ.

14 Rue Amsefah.

 

L’Art du Bain

მაროკოში პოპულარულია savon noir, ანუ ტრადიციული შავი საპონი, რომელსაც ჰაამის სპა პროცედურებში ხშირად იყენებენ. ამ მაღაზიაში შეგიძლიათ საუკეთესო ტრადიციული საპნების შეძენა.

13 Souk el Labadine

 

კულტურა:

Majorelle Gardens / The YSL Gardens

ფრანგმა ხელოვანმა Jacques Majorelle-მ ამ ბაღზე 40 წელზე მეტი იმუშავა, 1923 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე. აქ წარმოდგენილია მარაქეშის არქიტექტურული ისტორია, არტ დეკოდან Moorish-ამდე. ბაღი ასევე სახელგანთქმულია, როგორც yves saint laurant-ის საყვარელი ადგილი ქალაქში, რომელიც მარაქეშში პირველად 60-იან წლებში, თავის პარტნიორთან ერთად მოხვდა. დიზაინერმა 1980 წელს Majorelle Gardens შეიძინა და შესაბამისად განადგურებას გადაარჩინა. Jacques Majorelle-ს სტუდია მუზეუმი გახდა, რომელიც Berber კულტურას ეძღვნება. ივ-სენ ლორანის გარდაცვალების შემდეგ Majorelle Garden-ის შესასვლელ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. აქვე გაიხსნა ივ-სენ ლორანის მუზეუმიც.

Ben Youssef Madrasa

Madrasa ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მონუმენტია ქალაქში, რომელიც მე-14 საუკუნეშია დაარსებული, ხოლო მე-16 საუკუნეში რეკონსტრუქცია გაუკეთდა. სახელი ახლომდებარე მეჩეთს უკავშირდება. ერთ დროს ეს ისლამური კოლეჯი და სტუდენტების რეზიდენცია იყო.

 

Bahia Palace

მე-19 საუკუნეში ააშენა სულთანმა. სასახლეში 150 ოთახია, რომლებიც ტრადიციულ მაროკოულ სტილშია.

 

Saadian Tombs

სულთან Ahmed Al Mansour Ed Dahbi-ის აკლდამა. ყველაზე ღირსშესანიშნავი საფლავი სულთნის დედის მავზოლეუმია. სულთანი 1603 წელს გარდაიცვალა.

 

Djemaa El Fna

ქალაქის მთავარი მოედანი, რომელიც UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მოედანი ze Halqa, ანუ ქუჩის თეატრი 1050 წლიდან ფუნქციონირებს.

 

Scarabeo Camp

luxury კემპინგი უდაბნოში, 45 წუთის სავალ გზაზე ქალაქის ცენტრიდან.

 

Hammam Baths

ჰამამის აბაზანის სერვისს უმეტეს სასტუმროებში შემოგთავაზებენ, მაგრამ რადგან ჰამამი მოროკოს კულტურის დიდი ნაწილია, მარაქეშში ასევე ბევრი სპეციალურად ჰამამის რიტუალისთვის განკუთვნილი დაწესებულება არსებობს. მათ შორისაა Les Bains de Marrakech, სადაც ტრადიციულ ჰამამის აბაზანას მიიღებთ. უფრო მაღალი დონის სერვისისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ Royal Mansour-ს.

Lesbainsdemarrakech.com;

Souks and Fondouks

ნამდვილი მარაქეშის სანახავად, აუცილებლად უნდა ესტუმროთ მრავალსაუკუნოვან ბაზარს. აქ ყველა ტიპის პროდუქტის შეძენას შეძლებთ, ტანისამოსის, სამკაულის, სუნელების, საპნების და სხვადასხვა საკვების ჩათვლით.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი

Hammock-ის გზამკვლევი - ლისაბონი
ძნელია პირველივე ნახვით არ შეგიყვარდეს ეს თანამედროვე, ურბანული ქალაქი ტრადიციული ისტორიული სულით, მზით გაჟღენთილი, ტერაკოტას ფერის სახურავებით, ყვითელი სახლებით, სიცოცხლით სავსე ბაირო ალტოთი, თბილი კლიმატით და უსასრულო ლურჯი ცით.
Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი

Hammock-ის გზამკვლევი – დუბროვნიკი
დუბროვნიკი ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე მდებარეობს. ეს გამორჩეული ქალაქი სავსეა აღმოსაჩენი ადგილებით. დალმაციის სანაპიროზე მცხოვრებნი ზაფხულის სასიამოვნო სიზარმაცეს fijaka-ს ეძახიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.