fbpx
გააზიარე სტატია

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს თბილისი 2-დან 6 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალი თაობის დიზაინერების, სტილისტების, ხელოვანებისა და ზოგადად, თანამედროვე მოდის ინდუსტრიისა და სახელოვნებო სცენის წარმოჩენას.

ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებებს, გამოფენებს და პერფორმანსებს უკვე მეორედ სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. ჩვენებები აგრეთვე გაიმართება სხვა ადგილებშიც. მოდის კვირეულის ფარგლებში 46 დიზაინერი თავის ახალ კოლექციას წარადგენს. ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – კრიტიკოსები, მყიდველები, ცნობილი გამოცემების რედაქტორები და სხვა.

IDEP – მერსედეს-ბენცის საერთაშორისო დიზაინერთა გაცვლითი პროგრამა ათი წლისთავის აღსანიშნავად უკვე ახალი სახელწოდებით – “მერსედეს-ბენცის მოდის ტალანტები” მხარს უჭერს დამწყებ დიზაინერებს კარიერულ წინსვლასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. ბოლო ათი წლის განმავლობაში მერსედეს-ბენცმა 90-მე მეტ დიზაინერს მისცა შესაძლებლობა მოესინჯა საკუთარი ძალები 30-მდე შემოქმედებით პლატფორმაზე. IDEP-ის 10 წლისთავის აღსანიშნავად კი პროგრამა მხარს უჭერს არა მხოლოდ დიზაინერებს, არამედ სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებსაც.

აღსანიშნავია, რომ მერსედეს-ბენცი 24 წელზე მეტია, რაც მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც აფინანსებს მოდის კვირეულებს ან მოდის მომიჯნავე სფეროებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების მხარდამჭერია. ბრენდი ამჟამად 40-ზე მეტ ქვეყანაში 80-მდე ღონისძიებაში მონაწილეობს, მათ შორისაა სიდნეის, მეხიკოს, მადრიდის, ბერლინისა და თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულები. კომპანია აგრეთვე ჩართულია მოდის, ფოტოგრაფიისა და აქსესუარების ცნობილ საერთაშორისო ფესტივალში საფრანგეთში, ქალაქ იერში.

გარდა ამისა, მერსედეს-ბენცი 2017 წლიდან გერმანიის მოდის საბჭოს (FCG) წევრია, ხოლო 2018 წლიდან გაწევრიანებულია გერმანელი მოდის დიზაინერების ფედერაციაში (GFDF).

მოდის კვირეული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართება.

გაცნობებთ, რომ Hammock Magazine პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ოფიციალური მედია პარტნიორი იქნება. ჟურნალი შემოგთავაზებთ ლაივ ტრანსლაციებს, მოკლე ჩართვებს, რჩეულ კოლექციებს, მონაწილეთა ფოტოპროექტებსა და ინტერვიუებს. აგრეთვე,  Hammock Magazine მოდის კვირეულის ფარგლებში Monkey Shoulder-ის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება საკუთარი ინტერაქციული სივრცით.

დამატებითი ინფორმაცია მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის შესახებ ხელმისაწვდომია: www.mbfashionweektbilisi.com

ფოტო: გრიგორ დევეჯიევი, მერაბ ჭუმბურიძე


რეკომენდებული სტატიები
თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება
მოდის კვირეულის განმავლობაში Hammock შემოგთავაზებთ ლაივ ტრანსლაციებს, მოკლე ჩართვებს, რჩეულ კოლექციებსა და მონაწილეთა ფოტოპროექტებს.
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს 2-დან 6 მაისის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. Hammock Magazine პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ოფიციალური მედია პარტნიორი იქნება. ჟურნალი მოდის კვირეულზე Monkey Shoulder-ის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება საკუთარი ინტერაქციული სივრცით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.