fbpx
გააზიარე სტატია

სექტემბრის shopping რეკომენდაციები Hammock-ისგან

Collabs:

Alexander wang x Adidas Originals / The Turnout sneaker / $250 / ამერიკელი streetwear დიზაინერის და საკულტოდ ქცეული გერმანული სპორტული ბრენდის კოლაბორაციის მესამე გამოშვება. მისი ნაწილია Turnout Sneaker, რომელიც აერთიანებს: ბრენდის კლასიკურ სამ ზოლს, Wang-ის ურბანულ შიკს და ყველაზე აქტუალურ oversized ტრენდს. გამოსვლის თარიღი – 23 ივნისი.  

 

 

Lemaire x Uniqlo / H&M-ის მსგავსად, იაპონური ბრენდი Uniqlo ხშირად ძალიან საინტერესო დიზაინერებთან თანამშრომლობს. მათ შორის არიან  JW Anderson, Undercover, Jil Sander და სხვები. Christophe Lemaire პირველად 2015 წელს შეუერთდა ამ კოლაბორაციას. მას შემდეგ ის ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელია და სწორედ ის ქმნის მთავარ კოლექციებს, სადაც ძალიან ნათლად ჩანს მისეული ხელწერა. შემოდგომის კოლექცია 13 სექტემბრიდან  ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი.

 

Raf Simons x Eastpack / ზურგჩანთები / £180.00-დან / კოლაბორაციის დებიუტი Raf Simons-ის 1981 წლის გერმანული ფილმის,  Christiane F.-ით შთაგონებულ კოლექციაზე შედგა. Eatspak-ის ცნობილი ფუნქციური სტილი დიზაინერმა თავისებურად გარდაქმნა და 5 ახალი მოდელი შეიმუშავა. ხაზი ურბანულ სუბკულტურებს და ამავდროულად, გასული საუკუნის 50-იანი წლების მაღალი მოდის ელემენტებს მოიცავს. გამოსვლის თარიღი – 1 აგვისტო

 

Cool t-shirts

Supreme / Still Life t-shirt / €46 / Supreme თავის FW18 კოლექციას ნაწილ-ნაწილ, ყოველკვირეულად უშვებს. ბოლო გამოშვების ერთ-ერთი ხაზია  Still Life მაისური გრაფიკული პრინტით, რომელიც 20 აგვისტოდან ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

Sunnei / Internet t-shirt / $167 / Sunnei-ს ზაფხულის სეზონის კოლექციის ყველაზე დასამახსოვრებელი დეტალი Myspace-ის დამფუძნებლის, ტომ ანდერსონის პროფილის სურათის პრინტი იყო. ახალი კოლექციის თემატური გაგრძელებაა  – <3 internet.

 

The Store T-shirts / £20.83 / ბერლინის ცნობილმა კონცეპტუალურმა მაღაზიამ საფირმო მინიმალისტური მაისურები გამოუშვა საკმაოდ საინტერესო წარწერებით: Brutalism, Classicim, Brutalism. ხელმისაწვდომია The Store Berlin-ში ან ონლაინ ვებგვერდზე: ALEXEAGLE

 

 

Helmut Lang / Limited edition TAXI Tee / $175.00 / Helmut Lang-მა საერთაშორისო პროექტი წამოიწყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტაქსის მძღოლებს ეძღვნებათ. შეგახსენებთ, რომ 1998 წელს დიზაინერი პირველი იყო, რომელმაც სწორედ ყვითელ ტაქსებზე გაუშვა რეკლამა. ახლანდელი კამპანიის მთავარი მოდელებიც ნიუ-იორკის ტაქსის მძღოლები არიან.

 

Weekday / Frank Pride T-shirt / £12 / ფერადი მაისურები სხვადასხვა გრაფიკული წარწერით, რომელიც ცისარტყელას დროშის ფერებით და  მნიშვნელობით არის შთაგონებული.

 

Tote Bags

Comme des Garçons shirt / PVC tote bag /  $160 / საკულტო იაპონური ბრენდის პოლივინიქლორიდის პლასტიკისგან დამზადებული პიკნიკის ჩანთის ახალი მოდელი.

 

Opening Ceremony / Gingham Tote / $30 / ყველაზე პრაქტიკული ბესტსელერი ჩანთა Opening Ceremony-სგან კუბოკრული პრინტით. ხელმისაწვდომია პატარა, საშუალო და დიდი ზომის მოდელები.

A.P.C / VPC tote bag / $75 / დენიმის ჩანთა APC-ის საშემოდგომო კოლექციიდან ლოგოს პრინტით.

 

ავტორი: ნინუცა ივარდავა


რეკომენდებული სტატიები
ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"

ბერლინის 10 საუკეთესო "Concept Store"
ბერლინი სუპერ ხელმისაწვდომი, სუპერ მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ბერგჰაინის სამშობლოა; არტისტების, დიზაინერების, ხელოვანების ბუდეა და არცაა გასაკვირი, რომ ღამის ცხოვრების ბუმთან ერთად ის მოდური და კონცეპტუალური მაღაზიების ეპიცენტრადაც იქცა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.