fbpx
გააზიარე სტატია

Shopping რეკომენდაციები Hammock-ისგან

Martine Rose at chaosconceptstore.com

მარტინ როუზი ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული დიზაინერია. ბრიტანელი როუზის შთაგონება  90-იანი წლების რეივ და ჰიპ-ჰოპ კულტურაა და კოლექციაში დეტალებს ახლებურ ინტერპრეტაციას აძლევს.  დიზაინერის უახლესი კოლექცია შეგიძლიათ შეიძინოთ Ssense.com-ზე და ასევე კონცეპტუალურ მაღაზიაში Chaos.

Vans X Vivienne Westwood at opening ceremony

ვანსის და ბრიტანელი დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის ერთობლივი კოლექცია – “ანგლომანია” ვანსის ფეხსაცმლის დიზაინს და მის საკულტო პრინტებს ითავსებს. პროდუქციის შეძენას შეძლებთ მაღაზიის ონლაინ ვებგვერდზე:

Vans for Opening Ceremony

ბრენდის და ცნობილი ნიუიორკული მაღაზიის კოლაბორაციით შექმნილი პასტელური ფერების ფეხსაცმელები სატინის ტექსტურითა და გველის პრინტებით ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ მხოლოდ ონლაინ მაღაზიაში:  Vans for Opening ceremony

Cowboy Boots (Ganni)

კოვბოური ესთეტიკა ამ ბოლო დროს ბევრი დიზაინერისთვის გამხდარა ინსპირაციის წყარო. კოვბოური ფეხსაცმელები კი ამ სეზონის უახლესი ტრენდია კოპენჰაგენში დაფუძნებული ბრენდი Ganni დიდ ყურადღებას უთმობს ეკომეგობრულობას. Ganni-ის ფეხსაცმელები შეგიძლიათ შეიძინოთ Ganni-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

Hussein Chalayan 25 anniversary tote bags with 25 shows listed

ინოვატორი დიზაინერი ჰუსეინ ჩალაიანი წელს მოდის ბიზნესში მოღვაწეობის 25 წელს აღნიშნავს. ამ თარიღის აღსანიშნავად მოდის სახლმა ლიმიტირებული ჩანთები გამოუშვა, რომელსაც 25 გამორჩეული ჩვენების ქრონოლოგია ახლავს პრინტად, ჩანთის ყიდვა შეგიძლიათ ჩალაიანის ოფიციალურ ვებგვერდზე – Chalayan.com.

A.P.C X Braindead

ფრანგული ბრენდის, A.P.C-ისა და დიზაინ-ჯგუფის, Braindead-ის ერთობლივი კაფსულა-კოლექცია 9 სექტემბერს გამოვიდა. კოლექცია ნოველისა და დოკუმენტური ფილმის, Future Shock-ის შთაგონებით შეიქმნა და ფრანგული ბრენდის კლასიკური ფორმებისა და ლოს-ანჯელესში დაფუძნებული კოლექტივის გრაფიკული პატერნების მიქსია. პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე – A.P.C.

Acne Studios x Grant Levy-Lucero

სკანდინავიური ბრენდის, Acne Studios-ის კერამიკის პრინტით შექმნილი ფეხსაცმელები არტისტ Grant Levy-Lucero-ს ილუსტრაციებითაა გაფორმებული. ლოს-ანჯელესში მცხოვრები არტისტის მთავარი სამუშაო მედიუმი კერამიკაა. მისი ნამუშევრები აქტიურად იფინება ისეთ გალერეებში, როგორებიცაა ჟენევის გაგოსიანის გალერეა და ლოს-ანჯელესის Night-გალერეა. ფეხსაცმლის ყიდვას შეძლებთ ვებგვერდზე – Acne Studios.

გარდა ფეხსაცმელისა, ბრენდის ოფიციალურ საიტზე შეძლებთ ამავე პრინტებით გაფორმებული კლასიკური ბაიკერის სილუეტის მქონე ტყავის ქურთუკის შეძენასაც, რომელიც არტისტმა ხელით მოხატა: Acne Studios Leather Jacket.

Ekhaus Latta x UGG

ნიუიორკელი დიზიან დუოს – zoe latta-სა და Mike Eckhaus-ის, ასევე ცნობილი ავსტრალიური ბრენდის, UGG-ის ერთობლივი პროდუქციის შეძენას შეძლებთ UGG-ის ოფიციალურ საიტზე. კოლექციაში იხილავთ თბილ, საშემოდგომო ქურთუკებსა და ფეხსაცმელს.

 

Undercover X Off-White

იაპონური ბრენდის, Undercover-ისა და Off-White-ის თანამშრომლობის შედეგად შექმნილ კოლექციაში იპოვით მაისურებსა და საწვიმრებს, და მათ Dover Street Market-ის ონლაინ მაღაზიაში შეიძენთ.

Gentle Monster x Alexander Wang

სათვალეების დიზაინ კომპანიისა და დიზაინერ ალექსანდრ ვონგის მეორე კოლაბორაციით შექმნილი პროდუქციის შეძენას კი Gentle Monster-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

Brain Dead x Stepney Workers Club Dellow

S.W.C x Brain Dead-ის კოლაბორაციით შექმნილი უნისექს ფეხსაცმელები ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და მათ შეძენას  SWC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე   შეძლებთ.

 

Marine Serre Gloves

ეკომეგობრული დიზაინერი Marine Serre LVHM-ის პრესტიჟული პრიზის მფლობელია. შემოდგომისთვის დიზაინერის ხელთათმანების შეძენას შეძლებთ საიტზე –  ssense.com.

Ralph Lauren Sports Cap – სპორტული კეპი

საშემოდგომო აქსესუარებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. Ralph lauren-ის სპორტული კეპის შეძენას ამ საიტზე შეძლებთ.

Wood Wood-ის ყველაზე პრაქტიკული პანამები საშემოდგომოდ ხელმისაწვდომია ბმულზე.

Charles Jeffrey x Ssense

დიზაინერის მიერ ონლაინმაღაზია Ssense-ისთვის ექსკლუზიურად შექმნილი ჰუდების (სპორტული ზედატანები) შეძენას ლიმიტირებული რაოდენობით მხოლოდ ssense-ის საიტზე შეძლებთ.

Noah+ ეკომეგობრული მაისურები – Garbage, რომლებიც შექმნილია გადამუშავებული ორგანული ბამბისგან (კოტონისგან), პრაქტიკული და ეკომეგობრული გადაწყვეტილებაა საშემოდგომოდ. ისინი შეგიძლიათ შეიძინოთ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Lisa Says Gah გამჭვირვალე, პრაქტიკული ჩანთები შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულზე.


რეკომენდებული სტატიები
Hammock x TBC Insurance – მონტე-კარლოს გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მონტე-კარლოს გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მონტე-კარლოს გზამკვლევი
მონაკოში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფრანგული სანაპიროთი გამორჩეული მონტე-კარლო საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც ზაფხულის გატარებას ზღვის სანაპიროზე გეგმავს. მდიდრული, დახვეწილი დიზაინის გლამურული სასტუმროები, რესტორნები და კაზინოები ამ ქალაქის სავიზიტო ბარათია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.