fbpx
გააზიარე სტატია

Hammock Studio x Phubber

Phubber – სოციალური შოპინგის ონლაინ პლატფორმაა, სადაც მომხმარებელს შეუძლია იყიდოს და გაყიდოს სასურველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები თუ თავის მოვლის საშუალებები სახლიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში. ქართული ონლაინ აპლიკაციით შესაძლებელია ახალი სიცოცხლე შესძინოთ თქვენთვის არასასურველ ნივთს და ამავდროულად აღმოაჩინოთ – სასურველი.

Phubber-ის მეშვეობით ყველას შეუძლია ყიდვა-გაყიდვით ფულის გამომუშავება. აპლიკაციის ჩამოტვირთვის და რეგისტრაციის გავლის შემდეგ, თქვენს გვერდზე უნდა განათავსოთ სასურველი ნივთის ფოტოსურათი და მისი აღწერილობა. ხარისხის კონტროლის გავლის შემდეგ, რაც იმას გულისხმობს, რომ ნივთი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს სურათზე მითითებულ აღწერილობას და აკმაყოფილებდეს ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს, მოგემსახურებიან უფასო მიტანის სერვისით და შეთავაზებული პროდუქტი მყიდველამდე უკვე სასურველ ფორმაში მივა.

აპლიკაციაში ინტეგრიგებულია სოციალური მედიის ფორმატიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს პროდუქციის განახლებას, გამოიწეროს კონკრეტული მომწოდებლები თუ ბრენდები, მოიწონოს ესა თუ ის პროდუქტი და მონიშნოს ისინი ფავორიტებში.

Phubber მომხმარებელს სთავაზობს 5 განსხვავებულ დეპარტამენტს, მათ შორის ქართველი დიზაინერებისას, სადაც დიზაინერები ექსკლუზიურად ფაბერისთვის 50-70%-იანი ფასდაკლებით წარმოადგენენ თავიან კოლექციებს. პლატფორმაზე შეხვდებით „აუთლეტის“ განყოფილებასაც, სადაც საქართველოში არსებული ბრენდების: Gap-ის, Banana Republic-ის, Marks and Spencer-ის, Roniko-ს და სხვების პროდუქციაა განთავსებული. Phubber-ში ერთ-ერთი მიმართულება „ვინტაჟია“, სადაც უნიკალური ნივთების აღმოჩენაა შესაძლებელი. აპლიკაცია Luxury-ის განყოფილებაში მომხმარებელს საშუალება ექნება ავთენტური ბრენდების ფასდაკლებული პროდუქცია შეიძინოს. Pre-owned, ანუ მეორადი ნივთების სექციაში კი კომპანიის ნდობით აღჭურვილი და ავტორიზებული მომხმარებლები თავიანთი ნივთებს განათავსებენ. სულ მალე პლატფორმას დაემატება სამოსი – Plus Size ქალბატონებისა და ორსულებისათვის.

Phubber ორიენტირებულია კომფორტულ და ხარისხიან მომსახურებაზე. ონლაინ პლატფორმა მომხიბვლელია მათთვის, ვისაც შოპინგისას დროისა და სახსრების დაზოგვა სურს, ვისაც განსხვავებული ნივთების აღმოჩენა იტაცებს, მათთვის, ვინც „სწრაფი მოდის“ წინააღმდეგია და მათთვისაც, ვისაც საკუთარი სტარტაპი ჯერ კიდევ არ შეუქმნია და დამატებითი შემოსავლის მისაღებად მზად არის Phubber-ზე მიმზიდველი პროფილი შექმნას.

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია და თავად განსაჯეთ მისი შესაძლებლობები. მანამდე კი გთავაზობთ Hammock Studio-ს მეორე ვიდეორგოლს Phubber-ისთვის.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები

ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები

ქართული Vintage & მეორადი ონლაინ მაღაზიები
Hammock Magazine გთავაზობთ ტანსაცმლისა და აქსესუარების რამდენიმე ონლაინ მაღაზიას, საიდანაც საინტერესო ნივთების შეძენას არცთუ ისე მაღალი ბიუჯეტითაც მოახერხებთ.
Concept store - Dalood

Concept store - Dalood

Concept store - Dalood
მაღაზია დალოოდი, ტანსაცმლის ხაზთან ერთად, აერთიანებს სხვადასხვა არტისტებთან და ბრენდებთან თანამშრომლობით შექმნილ ნივთებს და ნამუშევრებს
Idée fixe -  ქართული მინიმალისტური დიზაინის ფეხსაცმელი

Idée fixe - ქართული მინიმალისტური დიზაინის ფეხსაცმელი

Idée fixe -  ქართული მინიმალისტური დიზაინის ფეხსაცმელი
ფეხსაცმლის კონცეფცია მარტივია და იაპონური შიბუის ცნებას ეფუძნება, რაც საკუთარ თავში 7 კომპონენტს მოიცავს: სიმარტივე, ნატურალიზმი, ყოველდღიურობა, არასრულყოფილება, მოკრძალებულობა, სიჩუმე და უსიტყვო შეთანხმება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.