fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x TBC Insurance – პრაღის გზამკვლევი

ქალაქი, რომელსაც შემოდგომის სეზონი ყველაზე მეტად უხდება. გამორჩეული მხოლოდ ჩეხური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დიზაინის სახლები, თანამედროვე მაღალი შენობები, ფერადი ქუჩები და რა თქმა უნდა უგემრიელესი სამზარეულო  და ამ სამზარეულოს მთავარი სავიზიტო ბარათი ჩეხური ლუდი ისაა, რაც თქვენს საშემოდგომო მოგზაურობას განსაკუთრებულს გახდის.

Hammock TBC დაზღვევასთან ერთად გთავაზობთ პრაღის გზამკვლევს, რომელიც ამ ქალაქში მოგზაურობას გაგიადვილებთ. 

 

სასტუმროები

 Hilton Prague Old Town

ქალაქის ცენტრში, ნარინჯისფერი სახურავებით გამორჩეულ უბანში მდებარე სასტუმრო ჰილტონი თავისი დიზაინით ნამდვილად გამოხატავს ძველი პრაღის ისტორიას და ხასიათს.  პრაღის ისტორიული წარსულით შთაგონებული თანამედროვე ინტერიერის ოთახები და მის შემადგენლობაში არსებული რესტორანი Zinc თავისი განსკუთრებული ევროპული კერძებით, ამ სასტუმროს ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს.

მისამართი: V Celnici 7, 110 00 Nové Město

 

Buddha-Bar Hotel Prague

პრაღის ცენტრში მდებარე ეს სასტუმრო ბუდა ბარ სასტუმროების კოლექციაში ერთ-ერთი პირველია, აქ თქვენ 36 მდიდრულ აპარტამენტს და  მისტიკური ინტერიერის ორსართულიან ბუდა ბარს იხილავთ, რომელთა ინტერიერიც ფრანგული კოლონიალიზმის გავლენითაა შემნილი.

მისამართი: Jakubská 649/8, 110 00 Staré Město

 

Boho Prague Hotel

ძველ ქალაქში მდებარე მინიმალისტური დიზაინით გამორჩეული სასტუმრო ძველსა და თანამედროვე ქალაქს შორის კონტრასტს ქმნის. მდიდრული სასტუმროს სტანდარტულ მომსახურებასთან ერთად იქ მისულ სტუმარს საშუალება აქვს ბარისა და რესტორნის სერვისებითაც ისარგებლოს, სადაც საერთაშორისო მენიუდან მრავალფეროვანი კერძებია წარმოდგენილი.

მისამართი : Senovážná 1254/4, 110 00 Nové Město

 

The Alchymist Grand Hotel & Spa

ბაროკოს სტილში ნაგები სასტუმრო პრაღის ძველ ნაწილში მდებარეობს, ქვეყნის ისტორიით შთაგონებული სასტუმრო  რესტორანსაც მოიცავს, სადაც მრავალლფეროვანი ევროპული მენიუ შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

მისამართი: Tržiště 19/19, 110 00 Malá Strana,

 

Aria Hotel Prague

მუსიკით შთაგონებული  ინტერიერის სასტუმრო ჩარლზის ხიდთან და პრაღის ციხესიმაგრესთან მდებარეობს.  51 მდიდრული ოთახი სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკითაა შთაგონებული, სადაც ოთახის ნომრებს ცნობილი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების სახელები ჰქვია. სასტუმრო გამორჩეულია თავისი რესტორნითა და ბაროკოს სტილში შექმნილი ბაღით, რომელიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია შესული.

მისამართი: Tržiště 9, 118 00 Malá Strana~

 

რესტორნები

Siddharta Café

ბუდა ბარ სასტუმროში მდებარე რესტორანი გამორჩეულია თავისი ფერადი ინტერიერითა და Pop art ესთეტიკით შექმნილი გარემოთი, აქ თქვენ ევროპული და აზიური სამზარეულოს მრავალფეროვან კერძებს შეხვდებით.

 

Rickshaw

აზიური კერძების მრავალფეროვანი შეთავაზებით ცნობილი რესტორანი სასტუმრო  Corinthia-ს შემადგენლობაში ფუნქციონირებს. აქ როგორც ჩინურ, ისე იაპონურ და კიდევ უფრო შორეულ აღმოსავლურ კერძებს დააგემოვნებთ.

 

La Rotonde Restaurant

Radisson Blu Alcron Hotel-ში მდებარე რესტორანი თავისი ელეგანტურობითა და არტ დეკოს ესთეტიკის ინტეიერით გამოირჩევა. აქ ნებისმიერ სტუმარს საშუალება აქვს როგორც სხვა ქვეყნების, ისე ადგილობრივ ჩეხურ კულინარიას გაეცნოს.

 

CottoCrudo

“პატარა იტალია პრაღაში ” ასე მოიხსენიებენ რესტორანს, რომელმაც სახელი მის მიერ წარმოდგენლი უგემრიელესი იტალიური კერძებით გაითქვა, აქ თქვენ შეხვდებით როგორც სახლში მომზადებულ იტალიურ პასტას, ისე ზღვის პროდუქტების მრავალფეროვან მენიუს.

 

Aromi

კიდევ ერთი ადგილი პრაღაში, სადაც მრავალფეროვანი ევროპული და განსაკუთრებით იტალიური კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. აქ მისულ სტუმრებს რესტორნის შეფი სპეციალური  რეცეპტით მომზადებულ ზღვის პროდუქტების მენიუს სთავაზობს.

 

კაფეები და ბარები

Hemingway Bar

მწერალი, რომელსაც ალკოჰოლურ სასმელთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამ ბარის მთავარი შთაგონების წყაროა. აქ თქვენ საშუალება გაქვთ ადგილობრივი ბარმენების მიერ მომზადებული მრავალი სახეობის კოქტეილი და 200-მდე სხვადასხვა გემოს რომიც მიირთვათ.

მისამართი :  26 Karoliny Světlé, Staré Město, Hlavní město Praha

 

Cobra

პრაღის მთვარ ქუჩაზე მდებარე ბისტრო, რომელიც ღამღამობით კოქტეილების ბარად გადაიქცევა, მრავალი სახეობის ალკოჰოლურ სასმელს და საღამოს საათებში DJ-ის სეტებსა გვთავაზობს.

მისამართი: 688/8 Milady Horákové, Holešovice, 

 

Black Angel

 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მრავალი ჯილდოს მფლობელი ბარი, რომელსაც ამ ქალაქში უკვე დიდი ხნის ისტორია აქვს.

მისამართი : 29 Staroměstské náměstí, Staré Město

 

Cafe Louvre

ცნობილია, რომ კაფე ლუვრი ფრანც კაფკასა და ალბერტ აინშტაინის საყვარელი ადგილი იყო. არტ ნუვოს სტილში გადაწყვეტილი კაფე ევროპული კერძებისა და სხვადასხვა სახის ყავის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

მისამართი : Národní 22, Nové Město, 110 00 Praha 1,

 

Cafe Imperial

მდიდრული, დახვეწილი დიზაინის კაფე, რომელიც პრაღის თანამედროვე ნაწილში მდებარეობს, ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია.

მისამართი : Na Poříčí 1072/15, Nové Město, 110 00 Praha-Praha 1,

 

Grand Cafe Orient

პრაღის ძველ ნაწილში მდებარე კაფე, ამ ტერიტორიაზე მდებარე შენობებისგან თავისი ინტერიერითა და ექსტერიერით გამოირჩევა. აქ დროის სასიამოვნოდ გატარება არა მხოლოდ კაფეს შიდა სივრცეში, არამედ მის ტერასაზეც შეგიძლიათ, საიდანაც პრაღის ძველი ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.

მისამართი : Ovocný trh 19, 110 00 Praha-Staré Město, Czechia

 

მუზეუმები და გალერეები

 

პრაღის ეროვნული მუზეუმი

ეროვნული მუზეუმი პრაღაში ყველაზე დიდი მუზეუმია, რომელიც ქალაქის მასშტაბით მთლიანობაში 16 შენობაში ერთიანდება. აქ თქვენ ჩეხეთის ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ ოც მილიონზე მეტი  ექსპონატი მოგიყვებათ.

მისამართი :  Václavské nám. 68, 110 00 Nové Město

ბილეთის ფასი 11 $

 

პრაღის ეროვნული გალერეა

პრაღის ეროვნულ გალერეაში, რომელიც სულ შვიდი შენობისგან შედგება, ისეთი ხელოვანების ნამუშევრებს იხილავთ, როგორებიც არიან: ვინსენტ ვან გოგი, კლოდ მონე და პაბლო პიკასო.

მისამართი : Staroměstské nám. 1/12, 110 15 Staré Město,

ბილეთის ფასი : ბილეთის ფასი სტუდენტებისთვის და 26 წლამდე ადამიანებისთვის უფასოა, ყველა დანარჩენისთვის გალერეაში შესვლის ფასი 10 $- ია.

 

ჩეხეთის ლუდის მუზეუმი

ჩეხეთში სტუმრობა ლუდის დაგემოვნების გარეშე წარმოუდგენელია, ამ ქვეყანაში ლუდს იმდენი ხნის ისტორია აქვს რომ უკვე რამდენიმე წელია პრაღაში ლუდის მუზეუმიც ფუნციონირებს, სადაც ამ სასმელთან დაკავშირებული უძველესი ჭურჭლისა თუ მისი მომზადების ტექნოლოგიის ამსახველი  წყაროების ხილვა შეგიძლიათ. ასევე საშუალება გაქვთ სხვადასხვა სახის ლუდი ადგილზე თავადაც დააგემოვნოთ.

 მისამართი : Smetanovo nábř. 205/22, 110 00 Praha-Staré Město-Staré Město

 

ფრანც კაფკას მუზეუმი

პრაღაში ვიზიტისას აუცილებლად ესტუმრეთ  ამ ქალაქში დაბადებული ყველაზე ცნობილი მწერლის მუზეუმს, რომელიც პრაღის ძველ ნაწილში მდებარეობს.

მისამართი : Cihelná 635/2b, 118 00 Malá Strana

ბილეთის ფასი : 9$

 

კამპას მუზეუმი

კამპას მუზეუმში იქ მისულ დამთვალიერებელს საშუალება აქვს მეოცე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები იხილოს.

მისამართი: U Sovových mlýnů 2, 118 00 Malá Strana

ბილეთის ფასი 16$

 

DOX თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონცეპტუალური ცენტრი, რომელიც გალერეას, მუზეუმს, წიგნების მაღაზიას და კაფეს აერთიანებს.

მისამართი: Poupětova 1, 170 00 Praha 7-Holešovice,

ბილეთის ფასი 8$

 

ტექნოლოგიის ეროვნული მუზეუმი

ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მუზეუმი, სადაც ჩეხეთის ინდუსტრიული ისტორიაა წარმოდგენილი. აქ თქვენ საშუალება გექნებათ ჩეხეთის არქიტექტურის, ფოტოგრაფიის და ტრანსპორტის მშენებლობის  შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მიიღოთ.

მისამართი : Kostelní 1320/42, 170 00 Praha 7-Letná

ბილეთის ფასი : 10 $

 

პრაღის ღირსშესანიშნაობები

კარლის ხიდი

პრაღის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომელიც მდინარე ვლტავაზე მდებარეობს და ქალაქის ორ ნაწილს, მალა სტრანასა და სტარე-მნესტოს ერთმანეთთან აკავშირებს.

 

ძველი ქალაქის მოედანი

ქალაქის ეს ნაწილი გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, მოედანზე თქვენ ერთმანეთის გვერდით მდებარე ბაროკოს, გოთიკური სტილის, რენესანსის პერიოდისა და რომანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ შენობებს ნახავთ.

 

პრაღის ციხესიმაგრე

მეცხრე საუკუნით დათარიღებული პრაღის ისტორიული შენობა, სადაც სხვადასხვა დროს საღვთო რომის იმპერატორების და ჩეხეთის პრეზიდენტების რეზიდენციები იყო განთავსებული.

 

მოცეკვავე სახლი

 მოცეკვავე სსახლი, იგივე “ფრედი და ჯინჯერი” პრაღაში ყველაზე გამორჩეული დიზაინის არქიტექტურული ნიმუშია.

 

ესპანური სინაგოგა

ესპანური სინაგოგა პრაღის ძველ ქალაქში, ებრაულ ნაწილში მდებარეობს. ნეომავრიტანულ სტილში აგეული ეს შენობა ერთ-ერთი ყველაზე ახალი სინაგოგაა მთლს პრაღაში.

 

წმინდა ვიტის კათედრალური ტაძარი

ადგილი, სადაც ბოჰემიის უამრავი მეფეა დაკრძალული პრაღის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მდებარეობს,  გოთიკურ სტილში აგებული ტაძარი, პრაღის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია.

 

მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები

The Myslbek Shopping Gallery

სავაჭრო ცენტრი პრაღის ძველსა და ახალ ნაწილებს შორის მდებარეობს, აქ ტანსაცმლის ცნობილი ბრენდების მაღაზიებთან ერთად, კაფეებსა და რესტორნებსაც შეხვდებით.

მისამართი : Na Příkopě 19-21, Praha 1

 

Palladium

ისტორიულ შენობაში განთავსებული სავაჭრო ცენტრი, რომელიც მოდერნისტული ინტერიერითა და ექსტერიერით გამოირჩევა, შოპინგის მოყვარულებს არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს. აქ როგორც ტანსაცმლის, ისე თავის მოვლის საშუალებების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. აქ მისულ სტუმარს, ასევე საშუალება აქვს ინდური, ზოგადად აზიური და ამერიკული კულინარია შენობის ტერიტორიაზე განთავსებულ რესტორნებში დააგემოვნოს.

 

Slovansky Dum

ბაროკოს სტილში აგებული  სავაჭრო ცენტრი, სადაც თანამედროვე წამყვანი ბრენდის მაღაზიებთან ერთად, რესტორნებს, კაფეებს, სილამაზის სალონებსა და კინოთეატრებს შეხვდებით.

მისამართი :  Na Příkopě 22, Praha 1

 

Chodov Shopping centre

ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი მთელს ჩეხეთში, ამ შენობაში წარმოდგენილია როგორც ტანსაცმლის, ისე სამკაულების, ტექნიკის, წიგნებისა და ყვავილების მაღაზიები, ასევე კაფეები, რესტორნები, ბანკები, სილამაზის სალონები და ტურისტული სააგენტოები.

მისამართი : Roztylská 2321/19, Praha 4

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Hammock X TBC Insurance- საბერძნეთის კუნძულები

Hammock X TBC Insurance- საბერძნეთის კუნძულები

Hammock X TBC Insurance- საბერძნეთის კუნძულები
ჟურნალი Hammock TBC დაზღვევის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საბერძნეთის რამდენიმე კუნძულს - სანტორინს, კრეტას, ჰიდრას, მილოსსა და მიკონოსს - რომლებიც ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი
Hammock თიბისი დაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მადრიდს, ჯადოსნურ ქალაქს, სადაც ყოველ კუთხეში ისტორიის სული იგრძნობა, ცნობილს მუზეუმებით, ელეგანტური პარკებითა და დახვეწილი არქიტექტურით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.