fbpx
გააზიარე სტატია

Hammock x Tbc Insurance – ვენის გზამკვლევი

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მშობლიური ქალაქი იდეალური ადგილია წარსულში სამოგზაუროდ – ბრწყინვალე სასახლეები, ელეგანტური კაფეები, უძველესი ღირსშესანიშნაობები… საუკუნეების წინ ვენა სავსე იყო შილესა და შოენბერგის, ტროცკისა და კლიმტის ოცნებებითა და ხედვებით.

თუმცა გარდა ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა, ავსტრიის დედაქალაქი თანამედროვე “cool” ცხოვრების ტემპსაც არ ჩამორჩება. ”ჩვენთან ყოველთვის იქმნებოდა ხელოვნება, მუსიკა, ამიტომ შემოქმედებითი ინფრასტრუქტურა წინასწარ არის შექმნილი, ახლა კი ინტერესების რეალიზაცია მიმდინარეობს”, – ამბობს Viennanacontemporary-ის სამხატვრო ხელმძღვანელი. თავგადასავლებით სავსე ქალაქი თანამედროვე ხელოვნებისა და უახლესი დიზაინის ენერგიული კერაა. 

ქვემოთ მოცემული ვენის  “სახელმძღვანელო” მის ატმოსფეროს და ესთეტიკას სხვა თვალით დაგანახვებთ. 

მუზეუმები

Secession Building

Secession 1890-იან წლებში ვენაში მხატვრული მოძრაობას წარმოადგენდა, რომელიც აკადემიური ტრადიციის წინააღმდეგ იბრძოდა. 1898 წელს ეს მიწისქვეშა Art Nouveau-ს შენობა  თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცედ გადაიქცა. მასში დაცულია გუსტავ კლიმტის ნამუშევრები, რომელიც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მისეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

მისამართი: Friedrichstraße 12

TBA21

Karmeliterviertel-ის გვერდითაა Augarten – ბაროკოს სტილით შთაგონებული პარკი TBA21: Thyssen-Bornemisza Art Contemporary საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ხელოვნების ფონდის პროგრამას მართავს ფრანჩესკა ფონ ჰაბსბურგი, ჩვენი დროის ნამდვილი შემოქმედი, რომელიც მუშაობს ხელოვნების, გარემოსა და მიგრაციის თემებზე. 

მისამართი: Köstlergasse 1

MuseumsQuartier Wien

ხელოვნებისა და კულტურის ეს კომპლექსი აერთიანებს ულამაზეს მუზეუმებს, თეატრებს და კულინარიულ მიღწევებს. 

მისამართი: Museumsplatz 1/5

Albertina’s 

მუზეუმის კოლექცია გთავაზობთ ხელოვნების სრულყოფილ მიმოხილვას – იგი დაარსდა 1776 წელს და დღეს ერთ მილიონზე მეტ ნამუშევარს მოიცავს გოთიკის პერიოდიდან დღემდე. 

მიქელანჯელო, დიურერი, რემბრანდტი, რუბენსი, კლიმტი, შილე, პიკასო, რიხტერი- ALBERTINA-ს მუზეუმის კოლექცია ხელოვნების 600 წლის ისტორიის სრულ მიმოხილვას გთავაზობთ.

მისამართი: Albertinaplatz 1

Belvedere

მე-18 საუკუნის დასაწყისში აშენებული ბაროკოს სტილის სასახლიდან ვენის მშვენიერი ხედი იშლება. აქ ნახავთ კლიმტის ნახატების მსოფლიოში ყველაზე დიდ კოლექციას, რომელთა შორისაც არის The Kiss და Judith, აგრეთვე ეგონ შილეს და ოსკარ კოკოშკას ნამუშევრებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, მუზეუმი უზარმაზარია და მასში წარმოდგენილია  კოლექცია შუა საუკუნეებიდან თანამედროვე მხატვრებამდე.

მისამართი: Rennweg 6, Prinz Eugen-Straße 27, Arsenalstraße 1

სასტუმროები

Park Hyatt Vienna

ვენის დიდებულ იერს სწორედაც სასტუმრო  Park Hyatt გამოხატავს თავისი ბრწყინვალებითა და ელეგანტურობით. გარდა უმაღლესი ხარისხის მომსახურებისა, სასტუმროში აღმოაჩენთ ვენის ერთ-ერთ პოპულარულ ბარს, რომელშიც ადგილები თავისუფალი არასდროს რჩება. რომაული სტილის ჩუქურთმებით მოპირკეთებული მიწისქვეშა აუზი კლასიკური მუსიკის თანხლებით დილის საუკეთესო დასაწყისის გარანტია. 

მისამართი: Am Hof 2

Urbanauts

Urbanauts სასტუმროს ფანჯრებიდან საკუთარი თვალით დაინახავთ და მოუსმენთ ქალაქის გულისცემას. აქ თავს აუცილებლად იგრძნობთ ადგილობრივად და ავსტრიის დედაქალაქიდან მოგონებებით დახუნძლული წამოხვალთ. 

მისამართი: Favoritenstr. 17/3-5

The Guesthouse Vienna

დატკბით ვენის საუკეთესო ხედით ჭიქა ღვინით ხელში. ბრიტანელი დიზაინერის, Terence Conran და Conran & Partner-ის მიერ შექმნილი კომფორტი თავს საკუთარ სახლში გაგრძნობინებთ. 

მისამართი:  Fürichgasse, 10

Do & Co

მოციმციმე, პოსტმოდერნისტული სტილის შენობაში მდებარე სასტუმრო Do & Co საუკეთესო დამაკავშირებელია ძველსა და ახალ ვენას შორის.

მისამართი: Stephansplatz 12

Hotel Beethoven

აღმოაჩინეთ ვენის უნიკალური მუსიკალური მემკვიდრეობა ბუტიკის ტიპის სასტუმროში, ვენის თეატრის მახლობლად, სადაც ბეთჰოვენი ოპერა “ფიდელიოზე” მუშაობდა. აქ შაბათ-კვირის კამერული მუსიკის თანხლებით შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ჩაი. 

მისამართი:  Papagenogasse 6

Hotel Imperial

საუცხოო სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ვენის გრანდიოზულ სასტუმროებს შორის, რომელიც 1863 წელს ვურთემბერგის პრინცისთვის აშენდა. სანამ თქვენ სამეფო ცხოვრებით ტკბებით,  სასტუმროში არსებული Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი სადილს პირდაპირ ბულვარში მოგართმევთ.

მისამართი:  Kaerntner Ring 16


Hotel Sacher Wien

უმაღლესი კლასის სასტუმრო Sacher Wien ზედგამოჭრილია მათთვის, ვინც ოჯახთან ერთად აპირებს ვენაში დროის გატარებას. იგი იყო და რჩება XIX საუკუნის ევროპელი მაღალი საზოგადოების სიმბოლოდ, რომელიც უნაკლო მომსახურებით და ცენტრალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გარდა ამისა სასტუმრო ცნობილია შოკოლადის ნამცხვრის საიდუმლო რეცეპტით, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად მიირთმევთ.

მისამართი: Philharmonikerstraße 4

 

ღირსშესანიშნაობები 

The Hofburg

ვენის საიმპერატორო სასახლე საუკუნეების განმავლობაში  ჰაბსბურგების, ავსტრიის მმართველების სამფლობელო იყო. ევროპული ისტორიის დიდი ნაწილი სწორედ აქ დაიწერა – პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე.

ჰოფბურგის კომპლექსი მოიცავს უამრავ შენობა-ნაგებობას, რომლებიც სხვადასხვა პერიოდს ასახავს, მათ შორისაა გოთიკური, რენესანსის, ბაროკოსა და როკოკოს არქიტექტურული მემკვიდრეობები.

მისამართი: Michaelerkuppel

Schönbrunn Palace and Gardens

შონბრანის საოცარი სასახლე არის ვენის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, რომელიც XVIII საუკუნის დასაწყისში აშენდა. სასახლე გარშემორტყმულია ბაროკოს სტილის ბაღით, რომელიც 500 ჰექტარზეა გაშენებული. 

მისამართი: Schönbrunner Schloßstraße 47

St. Stephen’s Cathedral

ვენის ყველაზე მნიშვნელოვანი გოთიკური ნაგებობა და საეპისკოპოსო საკათედრო ტაძარი 1722 წლიდან ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. XII საუკუნიდან მოყოლებული ეკლესიამ უამრავი რეკონსტრუქცია გამოიარა, რაც მის რომაულ-გოთიკურ არქიტექტურაში გამოიხატება. ეკლესიაში აღმოაჩენთ საკათედრო საგანძურს, რომელიც მრავალი ტაძრის მნიშვნელოვან არტეფაქტებს შეიცავს.

მისამართი: Stephansplatz 3

Vienna City Hall

ვენის მერიის (Rathaus) შთამბეჭდავი ნეო-გოთური შენობა – ქალაქის ადმინისტრაციული ცენტრი – აღსანიშნავია მისი გრანდიოზულობით. 1883 წელს აგებული შენობის ეზო ყველაზე მასშტაბურია ვენაში, სადაც საზაფხულო კონცერტები იმართება.

მისამართი: Friedrich-Schmidt-Platz 1

The Vienna State Opera House

მსოფლიოს ერთ-ერთ გრანდიოზულ და ბრწყინვალე ვენის სახელმწიფო ოპერას უამრავი ცნობილი კომპოზიტორის, მოცეკვავის, დირიჟორისა და სოლისტისთვის უმასპინძლია.

მისამართი: Opernring 2

 მაღაზიები

Park

საუკეთესო ბუტიკი ვენაში, რომელშიც გარდა მსოფლიოს დიზაინერებისა, როგორებიც არიან – Comme de Garçons, Jacquemus, ადგილობრივი მოდელიერების ნამუშევრებსაც აღმოაჩენთ. 

მისამართი: Mondscheingasse 20

Song

მიუნგ საბა-სონგი, რომელიც ამ კონცეპტუალური მაღაზიის მფლობელია, ვენაში ცნობილია როგორც სტილის სიმბოლო. შესაბამისად, აქ აუცილებლად აღმოაჩენთ არაორდინარულ და საინტერესო ნივთებს. 

მისამართი: Praterstrasse 11-13

Zur Schwäbischen Jungfrau

თუ გინდათ სამეფო ცხოვრების ნაწილი გახდეთ, აუცილებლად ესტუმრეთ მაღაზია Zur Schäbischen Jungfrau-ს. ეს არის ადგილი, სადაც მონარქები საუკუნეების განმავლობაში თეთრეულს იკერავდნენ.

მისამართი: Graben 26

Nachbarin  

MuseumsQuartier-ისა და Gumpendorfer-ის ქუჩის მიდამოებში შეხვდებით უამრავ მაღაზიას, რომლებშიც ტანსაცმლის, კოსმეტიკისა და ავეჯის ნაირ-ნაირ პროდუქციას აღმოაჩენთ. ერთ-ერთი ასეთია ბუტიკი Nachbarin, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ ავანგარდული მოდა და ძვირფასეულობა გხიბლავთ. 

მისამართი: Gumpendorferstrasse 17

Lobmeyr

მონარქიის დროიდან მოყოლებული აქ საუკეთესო ავსტრიული მინის ნაწარმი იქმნება. ვირტუოზული ოსტატობით ჩამოსხმული შუშის ნივთები ბრწყინვალებით მოგაჯადოებთ.

მისამართი: Kärntnerstrasse 26

რესტორნები 

Zum Schwarzen Kameel

1618 წელს იოჰან ბაპტისტის მიერ დაარსებული რესტორანი Zum Schwarzen Kameel ერთ-ერთი გამორჩეულია ვენაში. ავსტრიული სამზარეულოს მადის აღმძვრელ კერძებთან ერთად, რესტორანში საერთაშორისო სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებთ. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, Zum Schwarzen Kameel-ის შნიცელზე უკეთესს ქალაქში ვერსად შეხვდებით.

მისამართი: Bognergasse 5


Steirereck

მიუხედავად Steirereck-ის ცენტრალური ადგილმდებარეობისა, სიმწვანეში ჩაფლული რესტორანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. საუცხოო არომატებისა და გემოების თანხლებით ქალაქის პარკში ნამდვილ განტვირთვას მოიწყობთ. 

მისამართი: Am Heumarkt 2a im Stadtpark

Neni

Naschmarkt-ის ძველმანების ბაზრობაზე გასეირნების შემდეგ აუცილებლად ეწვიეთ რესტორან Neni-ს, სადაც უამრავ საინტერესო და კრეატიულ ადამიანს აღმოაჩენთ – არტისტებს, დიზაინერებს. Neni-ს აღმოსავლური სამზარეულო სანელებლების სურნელის ფონზე საუკეთესო ატმოსფეროს შეგიქმნით. 

მისამართი: Naschmarkt 510

Heuer

თუკი ვენაში Kunsthalle-ს მონახულებას აპირებთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგრჩეთ  იმავე შენობაში განთავსებული რესტორანი Heuer, რომელიც დილით უგემრიელესი საუზმით გაგიმასპინძლდებათ. აქ ხშირად იყრიან თავს ადგილობრივი თუ უცხოელი ხელოვანები. 

მისამართი: Am Karlsplatz, Treitlstraße 2

Salonplafond

ავსტრიული ტრადიციული სავაჭრო ცენტრის მოდერნისტული ინსპირაციით შექმნილი რესტორანი თანამედროვე მუზეუმშია განთავსებული. უნიკალური Salonplafond გამორჩეული ბაღითა და გარე ბარით ცნობილი ავსტრიელი არქიტექტორის, მაიკლ ემბახერის შემოქმედების ნაწილია, რომელიც ნამდვილი აღმოჩენაა ვენის შუაგულში. 

მისამართი: Stubenring 5

კაფე-ბარები

Loos American Bar

ადოლფ ლუსის დიზაინით საუკუნის წინ შექმნილი Loos Bar დღის ბოლოს გემრიელ კოქტეილებს გპირდებათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მიუხედავად ბარის გრანდიოზულობისა, ადგილები აქ ყოველთვის დაკავებულია. 

მისამართი: Kaernter Durchgang 10

Tanzcafe Jenseits

თუმცა Tanzcafe Jenseits ოდესღაც ბორდელის სამყოფელი იყო, ახლა იგი ფუფუნებისა და ექსტრავაგანტურობის სიმბოლოდ გადაიქცა. უმაღლესი ხარისხის შამპანური წითელი ხავერდის ინტერიერში აუცილებლად აგაცეკვებთ. 

მისამართი: Wien Nelkengasse 3

Unger und Klein

Unger und Klein ღვინის ბარი 20 წელზე მეტია, რაც მომხმარებელს გამორჩეული ავსტრიული ღვინით უმასპინძლდება. Vienna, Göldorfgasse 2 – ესაა მისამართი, სადაც გელოდებათ დიდებული ღვინოები, კიდევ უფრო დიდებული მომენტების აღსანიშნავად. 

მისამართი: Göldorfgasse 2

Cafe Prückel

2011 წელს UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაში Cafe Prückel-იც აღმოჩნდა, სადაც 50-იანი წლების შთაგონებით შექმნილ ინტერიერში ყავის განსაკუთრებული არომატებით ისიამოვნებთ. ტრადიციულ ატმოსფეროში ყველაფერია, რაც არა მხოლოდ ყავით, არამედ სხვადასხვა სახის ავსტრიული კულტურისთვის დამახასიათებელი კერძებითა და ვეგანური სამზარეულოთი აღგაფრთოვანებთ.

მისამართი: Stubenringasse 24

Mezzanin 7

Mezzazin 7-ში ნახავთ დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებული რეცეპტების, მუსიკის, ინტერიერის მრავალფეროვან ნაზავს. მათრობელა ჯაზის 1920-30-იანი წლების ჰანგები  ვინტაჟური სადილის ფონზე რომანტიკულ სამყაროში გამოგზაურებთ.

მისამართი: Liechtensteinstraße 12/2/7

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


რეკომენდებული სტატიები
Hammock X TBC Insurance- საბერძნეთის კუნძულები

Hammock X TBC Insurance- საბერძნეთის კუნძულები

Hammock X TBC Insurance- საბერძნეთის კუნძულები
ჟურნალი Hammock TBC დაზღვევის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საბერძნეთის რამდენიმე კუნძულს - სანტორინს, კრეტას, ჰიდრას, მილოსსა და მიკონოსს - რომლებიც ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს
Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი

Hammock x TBC Insurance – მადრიდის გზამკვლევი
Hammock თიბისი დაზღვევასთან ერთად წარმოგიდგენთ მადრიდს, ჯადოსნურ ქალაქს, სადაც ყოველ კუთხეში ისტორიის სული იგრძნობა, ცნობილს მუზეუმებით, ელეგანტური პარკებითა და დახვეწილი არქიტექტურით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.